Connect with us

ჯანმრთელობა

როდესაც დედამ 50 წელს გადააბიჯა, კიდურების ხშირმა დაბუჟებამ შეაწუხა. ნაცნობმა ექიმმა ეს საშუალება გვირჩია

როდესაც დედამ 50 წელს გადააბიჯა, მას სულ უფრო და უფრო ხშირად აწუხებდა კიდურების დაბუჟება. ჩვენი ოჯახის ახლობელმა ექიმმა გვითხრა, რომ ეს უსიამოვნო მოვლენა სისხლძარღვებთან იყო დაკავშირებული.

სპეციალური ვარჯიშების შესრულებისა და სხვადასხვა სააფთიაქო პრეპარატების მიღების მიუხედავად, პრობლემას ვერაფრით გავუმკლავდით. მოგვიანებით დედამ გადაწყვიტა, პრობლემის მოსაგვარებლად რამდენიმე ნატურალური საშუალება გამოეყენებინა და შედეგმაც არ დააყოვნა. ხელებისა და ფეხების ხშირი დაბუჟება წარსულში დარჩა! დედა დღემდე სელის თესლის მადლიერია. ყველასათვის კარგად ცნობილი ეს პროდუქტი, როგორც მოგეხსენებათ, ძალიან სასარგებლოა მთელი ორგანიზმისთვის, განსაკუთრებით კი გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის.

სისხლძარღვების წმენდა სახლის პირობებში

არაერთი თანამედროვე კვლევით დადასტურებულია, რომ: სელის თესლი ეფექტურად კურნავს და თავიდან გვარიდებს გულის, სისხლძარღვების, კანის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებს. მისი შინაგანად მიღება სასარგებლოდ ისახება ჩვენი თმის მდგომარეობაზეც.

სელის თესლში შემავალი ომეგა 3-ის რიგის ნახევრად გაუჯერებელი ცხიმოვანი მჟავები არეგულირებს წნევას, თავიდან გვარიდებს სისხლძარღვების ელასტიკურობის დაკარგვას და თითქმის 75%-ით ამცირებს არტერიების კედლებზე მავნე ქოლესტერინის დაგროვებას.

უჯრედისით მდიდარი ეს პროდუქტი ძალიან სასარგებლოა ჩვენი ნაწლავებისთვისაც. საკვები უჯრედისის, ლიგნანებისა და ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავების მაღალი შემცველობის ხარჯზე, სელის თესლი ეფექტურად ამცირებს ქოლესტირინის დონეს მსხვილ ნაწლავში.

სელის თითოეული მარცვალი – ღირებული ბუნებრივი კონცენტრატია, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით ცილებს, ვიტამინებს, პოლიგაუჯერებელ ცხიმოვან მჟვებს, ლიგნანებს, უჯრედისსა და ა.შ.

Advertisement

გთავაზობთ მარტივ რეცეპტს, რომელიც მინიმალურ ვადაში გაგიწმენდთ სისხლძარღვებს, დაუბრუნებს მათ მოქნილობას, შეგიმცირებთ ქოლესტერინის დონეს, დაგეხმარებათ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის გაუმჯობესებაში და არა მხოლოდ… სასარგებლო მიკროელემენტებით მდიდარი სელის თესლი სასარგებლოა ორგანიზმის აბსოლიტურად ყველა სისტემისთვის.

ინგრედიენტები:

  • 1/3 ჩაის ჭიქა სელის თესლი
  • 1 ლიტრი წყალი

მომზადება:

1. საღამოს საათებში დაასხით სელის თესლს წყალი და მიიყვანეთ ნარევი დუღილამდე. დააყოვნეთ ის მთელი ღამის განმავლობაში.

2. დილით გაგრილებული ნარევი გადაწურეთ მინის ქილაში.

3. თქვენ უნდა დაგრჩეთ დაახლოებით 850 მლ გელისებრი მასა. 5 დღის განმავლობაში ეს საშუალება უნდა მიირთვათ დღეში სამჯერ 1/3 ჩაის ჭიქის ოდენობით: საუზმობამდე, სადილამდე და ვახშმობამდე.

4. თუ პრობლემას რთული ფორმები აქვს შეძენილი, რეკომენდებულია სელის თესლის ნაყენის მიღება ყოველდღიურად 15 დღის განმავლობაში და შემდეგ 3 თვიანი შესვენებსი გაკეთება.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ გულ-სისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები არ გაწუხებთ, მოცემული საშუალების მიღება მიზანშეწონილია პროფილაქტიკური მიზნებისთვისაც. გარდა სისხლძარღვების გაწმენიდა და მათთვის მოქნილობის დაბრუნებისა, სელის თესლისთვის კიდევ არაერთი სასარგებლო თვისებაა დამახასიათებელი. ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის გამოსადეგარი აღმოჩნდება. უაცილებლად გაუზიარეთ სტატია თქვენს მეგობრებს. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას!

Advertisement