Connect with us

ჯანმრთელობა

როგორ შევაჩეროთ მხედველობის დაქვეითება საშინაო პირობებში

ყოველდღიური, მუდმივი დატვირთვა მხედველობაზეც აისახება. 25 წლის შემდეგ, იგი თანდათან მცირდება. იოკო ტაკაჰაში – იაპონელი ექიმი გვირჩევს თერმოთერაპიის რეგულარულ შესრულებას. ამ თერეპიის ეფექტურობა მრავალი ექსპერიმენტითაა დამტკიცებული.

მხედველობის სასურველ ნივთზე ფოკუსირების უნარი თანდათან მცირდება 25 წლის შემდეგ. ასევე, ასაკთან ერთად, რთულდება ახლოს მყოფი ნივთების მკვეთრად დანახვა. როცა კუნთები ჰიპერტონუსშია, იწყება სპაზმები. სისხლის მიმოქცევა ირღვევა. ზედმეტი დაძაბულობა თვალის ბროლის დეფორმირებასაც კი იწვევს.

სწორედ სპაზმის მოსახსნელადაა  საჭირო თერმოთერაპია. პროცედურის დროს თბება თვალის ირგვლივ არსებული მონაკვეთი.

ჩატარებული ექსპერიმენტი

ექსპერიმენტში მონაწილეობდა 30-ს ზემოთ ადამიანთა და 50 წელს გადაცილებულთა ჯგუფები, სულ 20 ადამიანი. მათ ევალებოდათ ყოველდღე, ძილის წინ, 10 წუთით გაეთბოთ თვალები. ექსპერიმენტები 2 კვირის განმავლობაში გრძელდებოდა.

ეფექტი თვალსაჩინო იყო, 50 წელს გადაცილებულებს მხედველობა, საშუალოდ, 0.4 დიოპრიით გაუუმჯობესდათ, ხოლო 30-40 წლის ადამიანთა ჯგუფში გაუმჯობესება 0.5 დიოპრიას შეადგენდა.

როგორ გავითბოთ თვალები

  1. აიღეთ მცირე ზომის, ხავერდოვანი, სუფთა პირსახოცი.
  2. დაასველეთ და ოდნავ დაწურეთ.
  3. გაათბეთ მიკროტალღურ ღუმელში 1 წუთის განმავლობაში. არ გადაახუროთ, დამწვრობა რომ არ მიიღოთ.
  4. დაწექით, დახუჭეთ თვალები და დაიდეთ პირსახოცი. ზემოდან შეგიძლიათ სახე კიდევ ერთი პირსახოცით დაიფაროთ, სითბო მალე რომ არ გაუვიდეს. იწექით 10 წუთის განმავლობაში(დააყენეთ ტაიმერი).

გაიმეორეთ ეს რიტუალი ყოველდღე, ძილის წინ. ამის შემდეგ არ უყუროთ ტელევიზორს, მობილურს ან კომპიუტერს. უმჯობესი იქნება, თუ მაშინვე გამორთავთ სინათლეს და დაიძინებთ.