Connect with us

საკითხავი

როგორ შევარჩიოთ ეგზოტიკური ხილი: შეიძინეთ მხოლოდ გემრიელი და მწიფე ნაყოფი

გიყიდიათ ლამაზი ეგზოტიკური ხილი, რომელიც, გასინჯვის შემდეგ, მკვახე ან პირიქით, გადამწიფებული აღმოჩნდა? ალბათ, ასეთი რამ არაერთხელ გქონიათ.

წარმოგიდგენთ რჩევებს იმისათვის, რომ ყველაზე გემრიელი და მწიფე ნაყოფები შეარჩიოთ.

ბროწეული

კანის ფერი წითელი ან მუქი წითელი უნდა იყოს, შავი ლაქების გარეშე. მწიფე ბროწეული ყოველთვის უფრო მძიმეა, ვიდრე მკვახე, ამიტომ, ორი ერთნაირი ზომის ნაყოფი წონის მიხედვით უნდა შეარჩიოთ. ბროწეული უნდა იყოს მკვრივი, არავითარ შემთხვევაში – რბილი. ეს იმის ნიშანია, რომ იგი გაყინული იყო. ბროწეულის გვირგვინი მწვანე არ უნდა იყოს. მის სიმკვახეზე მეტყველებს გვირგვინის “ფოთლების” სიმწვანეც.

ანანასი

ანანასის არომატი არ უნდა იყოს ძალიან ძლიერი, რადგან ეს იმის მკვეთრი ნიშანია, რომ ნაყოფი გადამწიფდა ან ამჟავდა კიდევაც. თუ ხილზე დაჭერის შემდეგ, კანი დეფორმირებული რჩება, ესე იგი თქვენ წინაშეა გადამწიფებული ნაყოფი. აი კანის მწვანე ფერი კი სულაც არაა სიმკვახის ნიშანი – ეს სახეობის თავისებურებაა. ანანასის შერჩევისას ყურადღება არა ფერზე, არამედ მის ერთგვაროვნებასა და შავი ლაქების არარსებობაზე უნდა გაამახვილოთ. იდეალურად მწიფე ანანასს მწვანე ფოთლები აქვს. მთლიანად მწვანე ფოთლები ძალიან ადრე მოკრეფილი ნაყოფის ნიშანია.

მანგო

მანგოს ნაყოფი შეიძლება იყოს ყვითელი, მწვანე ან წითელი ფერის – ეს არა სიმწიფის ნიშანი, არამედ სახეობის თავისებურებაც შეიძლება იყოს. გარდა ამისა, ზოგიერთ სახეობაში, მწიფე და მკვახე ნაყოფი შეიძლება ერთი და იმავე ფერისა იყოს. არ ღირს კანზე მუქი ლაქებით შეშინება – იგი ხილის იდეალურ სიმწიფეზე მიანიშნებს. შეხებისას მყარი მანგო დაუმწიფებელია. მწიფე ნაყოფი რბილია, თუმცა არა ფხვიერი – თუ კანის თითით დაზიანება შეიძლება, ესე იგი ხილი ამჟავებულია. მწიფე ნაყოფს ტბილი და ოდნავ წიწვოვანი არომატი აქვს, რომელიც ყუნწისკენ ძლიერდება.

პომელო

პომელო შეიძლება იყოს როგორც ყვითელი, ისე მწვანე და ნარინჯისფერი – სახეობის მიხედვით. კანის არათანაბარი ფერი იმაზე მეტყველებს, რომ ციტრუსის მოყვანისას ქიმიკატები გამოიყენეს, მის მიხედვით კი ხილის სიმწიფეზე ვერ ვიმსჯელებთ. შეხებისას, პომელო მყარი უნდა იყოს – ეს ხილის სიახლეზე მეტყველებს. ამ გიგანტური ციტრუსის ფორმა ნებისმიერ სახის შეიძლება იყოს – როგორც მრგვალი, ისე მსხლისებრი.

პაპაია

პაპიას სიმწიფეზე მიუთითებს მისი კანის ყვითელი ან ნარინჯისფერი შეფერილობა. მწვანე ფერი ნაყოფის სიმკვახეზე მეტყველებს, თუმცა, აზიური სამზარეულოს ზოგიერთ კერძში სწორედ დაუმწიფებელი პაპაია გამოიყენება. ყველაზე მწიფე ნაყოფის შეფერილობა თანაბარია. სხვათა შორის, ყურადღება უნდა მიაქციოთ სირბილესაც – თუ კანი სწორი ფერიაა, ხოლო ხილი მყარია, თქვენ წინაშეა მკვახე ხილი. მცირე ზომის ლაქები პაპაიას გემოზე არ იმოქმედებს. თუმცა, ძალიან დიდი ზომის მუქი ლაქები იმას ნიშნავს, რომ ხილი ამჟავდა.

მარაკუია

დანაოჭებული კანი – მარაკუიას სიმწიფის მთავარი მაჩვენებელია. გლუვი კანი იმაზე მეტყველებს, რომ ნაყოფს ჯერ კიდევ არ მიუღწევია სიმწიფის საჭირო ხარისხისთვის. თუმცა, სწორედ ასეთი ხილი უნდა შეიძინოთ, თუ მის ჭამას რამდენიმე დღეში აპირებთ. მწიფე მარაკუიას კანის ფერი იისფერი ან ყვითელი უნდა იყოს. მწვანე ფერის ნაყოფი კერ კიდევ დაუმწიფებელ ხილზე მიუთითებს.

ფეიხოა

ფეიხოას შერჩევის დროს, ყურადღება მის ზომაზე უნდა გაამახვილოთ. რაც უფრო დიდია ნაყოფი, მით უკეთესი გემო აქვს. მწიფე ხილს ტკბილი სუნი უნდა ჰქონდეს, ანანასის არომატის მსგავსი. ნაყოფის შიდა ნაწილი გამჭვირვალე უნდა იყოს, თეთრი რბილობი იმას ნიშნავს, რომ ხილი მკვახეა. არ ღირს მყარი ნაყოფის შეძენა, რადგან ეს სიმკვახის სანდო ნიშანია.

ბია

მწიფე კომში ყვითელი უნდა იყოს, მწვანე ლაქების გარეშე. ასეთი ნაყო საკმაოდ მჭიდრო და მკვრივია, აი მტკიცე ხილი კი არ უნდა აიღოთ, რადგან იგი იდეალური სიმწიფისგან ძალიან შორსაა. ძლიერი არომატი – კომშის სიმწიფის საიმედო ნიშანია. მის კანზე არ უნდა იყოს დაზიანებები, რამდენადაც მათ გამო ხილი ძალიან სწრაფად ფუჭდება.

ავოკადო

მწიფე ავოკადოს ფერი შეიძლება იყოს როგორც ყავისფერიო, ისე მკვეთრი მწვანეც – მის ფერს ხილის სახეობა განსაზღვრავს. თუ მწიფე ავოკადოს შეანჯღრევთ, გაიგონებთ, როგორ მოძრაობს მასში კურკა. მწიფე ხილზე დაჭერით, კანზე უნდა დარჩეს დეფორმაცია. თუ ხილი ფორმას არ აღიდგენს, ესე იგი დამწიფდა.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.