Connect with us

ყვავილები

როგორ მოვუაროთ გერანს ზამთრის დასაწყიში

გერანი (ბალბა) – შინაური სიმყუდროვისა და კომფორტის სახეა. საყვარელი და უპრეტენზიო მცენარე თვალს და სულს ყოველთვის ახარებს. დედაჩემს გერანის ბუჩქები მთელს სახლში აქვს. თავიდან მხოლოდ სამზარეულოში ჰქონდა, შემდეგ კი გამრავლდა და აივანიც დაიკავა, დრო და დრო ყვავილის ქოთნები ჩემს სახლშიც გაჩნდნენ!

პრობლემა იმშია, რომ დედაჩემს ისეთი ფუნფულა ყვავილები ჰქონდა – ქოთანი არ ჩანდა, ჩემთან კი ძალიან თხელი ყვავილები აქვთ, ამიტომ დედამ რამდენიმე სასარგებლო რჩევა მომცა, რომლებსაც ახლა გაგიზიარებთ.

როგორ მოვუაროთ გერანს?გერანის მთავარი ხიბლი იმაშია, რომ განსაკუთრებულ მზრუნველობას არ საჭიროებს და ბევრ მეყვავილეს ისინი სწორედ ამიტომ უყვარს. ზაფხულის მზის სხივების ქვეშ თავს გერანი არაჩვეულებრივად გრძნობს, უბრალოდ მისი დრო და დრო მორწყვა დაგჭირდებათ. ზამთარში მოვლის პროცესი ოდნავ რთულდება, მოდით დეტალურად გავარკვიოთ რა რისთვის არის.

დეკემბრიდან თებერვლის ჩათვლით, მცენარეს სიმშვიდის ფაზა აქვს, ამიტომ მისი ზრდა და ყვავილობა ნელდება, ამ პერიოდში უნდა შევწყვიტოთ გერანის გამოკვება. უნდა დავაცადოთ მცენარეს მომაგრება და ძალების მოკრება. იანვრამდე გერანი ისევ გაგახარებთ ფუმფულა ყვავილებით, რომლებიც ნელ-ნელა შემცირდება. ზამთარში მეყვავილეებმა ყურადღება ტემპერატურას, განათებას, მორწყვას და გაკრეჭას უნდა მიაქციონ. ახლა კი ყველაფერს თანმიმდევრულად მივყვეთ.

ტემპერატურული რეჟიმი

პირველ ყინვებადმე გერანი სახლში უნდა შეიტანოთ. უბრალოდ ზამთარში ყვავილს ბევრი სითბო არ აქვს. რეკომენდირებულია მცენარე გრილ შენობაში დავდგათ. თუ ასეთი არ გაქვთ, ჩრდილოეთის მხრიდან რაფაზე მაინც დადგით. ზამთარში გერანისთვის იდეალური ტემპერატურა 10-15 გრადუსია. თუ უფრო მაღალი ტემპერატურა იქნება, არსებობს რისკი, რომ მცენარეს ახალგაზრდა კვირტები დაცვივდება.

აუცილებელია ყურადღება მიაქციოთ, რომ გერანი ორპირ ქარში არ იდგეს. თუ ყვავილი რაფაზე დგას მიაქციეთ ყურადღება, რომ ფოთლები ფანჯარას არ ეხებოდნენ. გერანი კომფორტულად +4 გრადუსზეც ნორმალურად გრძნობს თავს.

განათება

გერანი – სამხრეთული მცენარეა და სინათლე უყვარს. თუ მას ჩრდილოეთ ფანჯარაზე დადებთ მას დამატებით განათება დაჭირდება. მის გარეშე გერანი არ აყვავილდება, ფოთლები კი გაზაფხულამდე დაპატარავდება. მცენარეს რთულად გადააქვს ზამთრის პერიოდი, ეს მისგან ბევრ ძალას მოითხოვს. გერანი შუქში მინიმუმ 12 საათი უნდა იდგეს.

ყველაფერს აჯობებს თუ მცენარეს ადგილს სამხრეთის მხარეს მიუჩენთ, უბრალოდ უფრო გრილ ტემპერატურაზე. მზის პირდაპირ სხივებს გერანი იოლად იტანს. თუ უზრუნველყოფთ სწორ განათებას, გაზაფხულზე ჯანმრთელ და სიცოცხლით სავსე მცენარეს მიიღებთ, რომელიც დიდი ყვავილებით გაგახარებთ.

მორწყვა და განოყიერება

გერანი რეგულარულად უნდა მოირწყას, მაგრამ ზამთარში მას მხოლოდ კვირაში ერთხელ რწყავენ. აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება, რომ მიწა ქოთანში თანაბრად იყოს და არ გამოშრეს. აუცილებლად იზრუნეთ სწორ დრენაჟზე, რადგან ფესვებთან წყლის შეგროვებამ შეიძლება ყვავილი დააზიანოს.

არაა რეკომენდებული გერანისთვის წყლის ფოთლებზე შეშხაპუნება, რადგან შესაძლოა ლაქები გაუჩნდეს. მეყვავილეები ხშირად ხვდებიან გერანის ფოთლების გაყვითლების პრობლემას. ბევრი ფიქრობს, რომ ეს სასუქის უკმარისობის გამო ხდება და მისთვის სასუქის მიწოდებას იწყებს. თუმცა ამის გაკეთება არ ღირს.

სინამდვილეში ფოთლები არასწორი მორწყვის გამო ყვითლდებიან, როგორც ჭარბი, ასევე ნაკლები მორწყვაც – მცენარეს აზიანებს, ეს პრობლემა კი მარტივი მეთოდით – მორწყვის ნორმალიზებითაც შეიძლება გადაიჭრას.

გასხვლა და გადარგვა

გერანი მუდმივად საჭიროებს გასხვლას, მის გარეშე მცენარე აიბურდება,ლამაზად აღარ იყვავილებს და მიდრეკილი გახდება დაზიანებებისკენ. შემოდგომაზე და ზამთრის დასაწყისში საჭიროა მისი გასხვლა და ზამთრისთვის მომზადება.

როგორ გავაკეთოთ ეს სწორად? პირველ რიგში სტერილური ინსტრუმენტები დაგჭირდებათ. შემდეგ ყველანაირი ზედმეტი წანაზარდი უნდა მოაჭრათ. მხოლოდ 6-7 ფოთოლი დატოვეთ ღეროზე. წაჭერით ყველა გამხმარი ფოთოლი და ღერო. მისი გასხვლა ზამთრამდე მხოლოდ ერთხელ არის საჭირო და გაზაფხულამდე აღარ უნდა შეაწუხოთ.

გერანის გადარგვა ზამთარში აუცილებლობის გარეშე სასურველი არ არის. თუ მცენარე ავადმყოფობს ან ნორმალური დრენაჟი ჭირდება, მაშინ მისი გადარგვა საჭიროც არის და აუცილებელიც. თუმცა სასწრაფო აუცილებლობის გარეშე აჯობებს გადარგვის პროცესი გაზაფხულისთვის გადაიტანოთ. თუმცა ხშირად მეყვავილეები მას შემოდგომის ბოლოსაც რგავენ, რათა გრუნტი განაახლონ. აუცილებელია ეს სიცივეების დაწყებამდე გააკეთოთ.

ეს გერანის მიხედვის მთავარი ეშმაკობებია, რომლებიც ყველა მეყვავილემ უნდა იცოდეს. თუ ამ წესებს შეასრულებთ, მიიღებთ მცენარეს რომელიც გარშემომყოფების თვალს ახარებს.

Advertisement
Loading...
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Advertisement
ვიდეო2 hours ago

ნატურალური საშუალება ოსტეოართრიტის, სახსრების ტკივილის და შეშუპების დროს: 3 რეცეპტი

ვიდეო2 hours ago

რამდენი პომიდორი უნდა დარგოთ ბოსტანში

ჯანმრთელობა24 hours ago

ესპანელმა ონკოლოგმა სიმსივნის მეტასტაზირების მკურნალობის მეთოდი აღმოაჩინა

სხვა24 hours ago

33 პოზიტიური ციტატა ბედნიერების შესახებ. დაუფიქრდით!

ყვავილები1 day ago

ჟოლოს რომელი სახეობა ავარჩიოთ აგარაკისთვის

ვიდეო1 day ago

აი, როგორ შევამციროთ დამწვრობით გამოწვეული ტკივილი 5 ბუნებრივი საშუალების დახმარებით

ჯანმრთელობა2 days ago

პომიდორის 10 სამკურნალო თვისება რომლის შესახებ ცოტამ თუ იცის

სხვა2 days ago

რა განსხვავებაა ჭკვიან და ბრძენ ქალს შორის?

თავის მოვლა2 days ago

როგორ ავარჩიოთ შუგარინგის პასტა

ჯანმრთელობა2 days ago

რისი თქმა შეუძლია ფეხების მდგომარეობას ჩვენს ჯანმრთელობაზე?

ჯანმრთელობა3 days ago

შეჩერდით 2 წუთით და წაიკითხეთ, ოდესმე ამ რჩევებმა შეიძლება სიცოცხლე იხსნან

თავის მოვლა1 week ago

ეს ქალი 51 წლის ასაკში 20 წლის გოგოსავით გამოიყურება – ანტი სიბერის საიდუმლო ერთ ნატურალური ინგრედიენტშია

ჯანმრთელობა5 days ago

5 პროდუქტი, რომელიც სიბერის დაჩქარებას ხელს უწყობს

ვიდეო2 weeks ago

ჩაი, რომელიც ესტროგენის დონეს და წნევას არეგულირებს, 45 წელს ზემოთ ქალებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია

თავის მოვლა1 week ago

63 წლის ვარ და ფეხის გულები ისე მაქვს როგორც ახალგაზრდა გოგოს

ჯანმრთელობა4 weeks ago

როგორ მოვიშოროთ ხველა მხოლოდ ერთ ღამეში? რეცეპტი, რომელსაც უკვე 20 წელზე მეტია ვიყენებ

ჯანმრთელობა5 days ago

გასაპვნა შეწყვიტეთ! ინტიმური ორგანოების მოვლის 9 წესი

თავის მოვლა1 week ago

საუკეთესო ნიღაბი თმის ცვენის საწინააღმდეგოდ – 100%-ით ეფექტურია

მოდა და სტილი1 week ago

ვარცხნილობის 10 იდეალური ვარიანტი სახის სხვადასხვა ფორმებისთვის

ჯანმრთელობა4 weeks ago

ჩემი დაქალი შვილს ბალიშის ქვეშ ნიორს უდებს. ახლა მეც ასე ვაკეთებ!

ტრენდული