Connect with us

ჯანმრთელობა

როგორ მოვიშოროთ ტკივილი და ქავილი კოღოს ნაკბენის შემდეგ

კოღოს ნაკბენს, როგორც წესი, კანის სიწითლე, წყლულის გაჩენა, ასევე ტკივილი და ქავილი ახლავს.

უსიამოვნო შეგრძნების მოშორებას ეფექტური ხალხური საშუალების გამოყენებით შეძლებთ.

1. ცხელი წყალი ან ცხელი კოვზი

კბენის დროს კოღო ადამიანის კანში სპეციალურ სითხეს უშვებს, რომელიც ტკივილს და ქავილს იწვევს. საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ ამ სითხეს მაღალი ტემპერატურის დროს ჩვეული ეფექტი არ აქვს. კოვზი გააცხელეთ ან სახვევი ცხელ წყალში დაასველეთ და დაზიანებულ კანის ნაწილზე დაიდეთ. ფრთხილად იყავით, რომ შემთხვევით არ დაიწვათ!

2. ცივი წყალი ან ყინული

აქ, საპირისპირო ეფექტი აქვს! სიცივე კანის სისხლის მიმოქცევას აუარესებს, ამით კი კოღოს სითხის გავრცელებას ხელს უშლის. ეს საშუალება იდეალურად გამოგადგებათ იმ შემთხვევაში, თუ ნაკბენის ადგილას ძლიერი წვა და ქავილი გაწუხებთ.

3. ლიმონი

ლიმონის წვენი კოღოს კბენის შემდეგ ქავილის მოსაშორებლად ეფექტური საშუალებაა. უბრალოდ დაზიანებულ კანზე წაისვით. ციტრუსის მჟავა ძალიან სწრაფად მოქმედებს.

4. ბანანი

ბანანს ქერქი მოაშორეთ და შიდა მხრიდან კოღოს ნაკბენზე დაიდეთ. დაზიანებულ კანზე მინიმუმ ნახევარი საათით გაიჩერეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში უსიამოვნო შეგრძნება კვლავ დაბრუნდება.

5. სოდა

საკვები სოდისა და წყლისგან პასტა მოამზადეთ. საშუალება წყლულზე დაიდეთ და 15-20 წუთით გაიჩერეთ. დროის გასვლის შემდეგ ნაკბენის ადგილი თბილი, გამდინარე წყლით ჩამოიბანეთ.

6. კბილის პასტა

კბილის პასტა სოდის პასტის მსგავსად შეგიძლიათ წაისვათ. კანის სიწითლეს და ქავილს ყველაზე უკეთ პიტნის შემცველი კბილის პასტა მოგაშორებთ. თეთრი ფაფის სრულ გაშრობის შემდეგ ჩამოიბანეთ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.