Connect with us

საკითხავი

როგორ მოვიშოროთ დამწვრობა, ჩალურჯება, შეშუპება და ჭრილობა საკვები პროდუქტების დახმარებით

როგორ მოვიშოროთ დამწვრობა

სიცივის დაწყებამდე ჯერ ადრეა, მაგრამ წვნიანებს, ალბათ, რეგულარულად ამზადებთ. მდუღარე ბულიონის გასინჯვისას რთულია დამწვრობა არ მიიღოთ, თუნდაც ორთქლით. სასწრაფოდ ტკივილი უნდა მოიშოროთ და შედეგები თავიდან აიცილოთ. რა გავაკეთოთ?

  • თუ ცხელ თავსახურზე ხელის მოკიდებით უბრალოდ თითი დაიწვით, საკმარისია თითი ცივ გამდინარე წყალს შეუშვიროთ და შემდეგ სოდიან თასში ჩადოთ. როცა აფუებული სოდა თავისით ჩაქრება, ტკივილი და დამწვრობის კვალი გაქრება.
  • თუ უფრო სერიოზული დამწვრობის მიღება მოახერხეთ, დამწვრობის მოცულობის მიხედვით ასე მოიქეცით (თუ საქმე უფრო სერიოზულადაა, სასწრაფო დახმარება გამოიძახეთ). უმი კვერცხის გული და ცილა დააცალკევეთ, შემდეგ ცივი ცილა ფეხებს, ხელებზე, მუცელზე, ანუ დამწვრობის ადგილას წაისვით და სასწრაფო დახმარებას დაელოდეთ. თუ მცირე დამწვრობა გაქვთ, მაგალითად 10 თეთრიანი მონეტის ზომის, მაგრამ ტკივილი გაწუხებთ, რამდენიმე კვერცხი გატეხეთ, კვერცხის გული და ცილა ცალკე თასში მოათავსეთ. თქვენ დაგჭირდებათ კვერცხის თხელი გარსი, რომელსაც ნაჭუჭის შიგნით დაინახავთ. კვერცხს ფრთხილად მოაშორეთ და მთლიანად ან ნაწილობრივ დამწვრობის ადგილას დაიდეთ. მტკივნეული ადგილი სრულად დაფარეთ. როცა გარსი სრულად გახმება, მოიშორეთ. ამ მეთოდით ტკივილს გაიქრობთ, ხოლო რამდენიმე საათში სიწითლეც გაქრება.
  • ხშირად ენა გვეწვება, რაც საშინელი შეგრძნებაა! რა უნდა გააკეთოთ ტკივილის შესამსუბუქებლად? მაცივრიდან იოგურტი აიღეთ! იოგურტით სავსე კოვზი პირში ჩაიდეთ და გათბობამდე პირში გედოთ, შემდეგ გადაყლაპეთ. ასე რამდენიმე იოგურტი შეგიძლიათ შეჭამოთ. სჯობს იოგურტი დანამატებს არ შეიცავდეს. მეორე ვარიანტი: ნაყინი, სასურველია ხილის ყინული. თუ ენა და პირი ცხარე წიწაკით დაიწვით, მაშინ თქვენი ერთგული დამხმარეა: ბანანი, ახალი კიტრი ან შოკოლადი. ყველაფერი პირში დაგუბებით შეჭამეთ, შემდეგ ცივი წყალი დააყოლეთ.

როგორ შევამციროთ ტკივილი და ფუტკრის ნაკბენისგან შეშუპება თავიდან ავიცილოთ

ბაზრები ჯერ კიდევ სიუხვით გვახარებს. მაღალი ფასის მიუხედავად, ნებისმიერი კენკრის, ბოსტნეულის და ხილის შეძენას შეძლებთ. ფუტკრის ნაკბენის მიღება ისეთივე რეალურია, როგორც მურაბის ან ჯემის მომზადება, საზამთროს ან ნესვის ჭამა. კონცენტრირება მოახდინეთ და საკუთარ თავს ან სხვას პირველადი დახმარება გაუწიეთ. რჩევა იმ შემთხვევაში გამოგადგებათ, თუ ნაკბენზე რეაქცია ადგილობრივია.

  • 1 თავი ხახვი შუაზე გაჭერით და ნაკბენზე დაიდეთ. დარწმუნდით, რომ ნაკბენში ნესტარი არაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯერ ნესტარი ამოიღეთ, შემდეგ ხახვი დაიდეთ. კარგი იქნება, თუ ჯერ დანას გადაიტარებთ. სამკურნალო საშუალება ჭრილობას გაწმენდს და სიწითლეს, მტკივნეულ სინდრომს გააქრობს.

ამასთან უფრო მეტი წყალი დალიეთ, რომ ფუტკრის შხამი ორგანიზმიდან სწრაფად გამოვიდეს.

როგორ შევაჩეროთ სისხლდენა თითის გაჭრის დროს

რომელ დიასახლსს არ გაუჭრია თითი ბოსტნეულის დაჭრის დროს. საერთოდ, დანით თითის გაჭრა ყველაზე გავრცელებული ტრავმაა კერძების მომზადების დროს. ზოგჯერ მცირე ჭრილობიდან იმდენი სისხლი იღვრება თითქოსდა სამზარეულოში ღორი დაკალით. როგორ შევაჩეროთ სისხლდენა სწრაფად?

  • შაქარი. კიდევ უფრო უკეთესი შაქრის ფხვნილით. ჭრილობაზე დაიყარეთ. ასე სითხეს სრულად გამოიღებთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჭრილობაში ბაქტერიები არ გამრავლდება. შედეგად, ინფექციას თავიდან აიცილებთ და ჭრილობა უფრო სწრაფად შეხორცდება. სისხლდენის შეჩერების შემდეგ შაქარი ჩამოიფერთხეთ. შეგიძლიათ კერძის მომზადება გააგრძელოთ.
  • თუ თაფლზე ალერგიული არ ხართ, ხოლო ხელთ ანტისეპტიკი არ გაქვთ, ჭრილობა თაფლით თამამად დაიმუშავეთ. მოქმედება თითქმის შაქრის მსგავსია. კიდევ ერთი მეთოდი: გახეხილი ან უბრალოდ დაჭრილი სტაფილო თაფლში ამოავლეთ, ჭრილობაზე დაიდეთ და ბინტით შეიხვიეთ.

როგორ მოვიშოროთ შეშუპება და ჩალურჯება სწრაფად

შემთხვევით გასასვლელში კარადის ღია კარს დაეჯახეთ? ჩალურჯება ან შეშუპება გარანტირებული გაქვთ. საკვები პროდუქტების აფთიაქი დაგეხმარებათ.

  • ჩალურჯებას და შეშუპებას ახალი ხორცი კარგად აქრობს. სჯობს მაცივრიდან ახალ გამოღებული ხორცი გამოიყენოთ. მტკივნეულ ადგილზე დაიდეთ და პროდუქტს გაფუჭების (გახურების, ფერის შეცვლის) დრო მიეცით. სადღაც ნახევარ საათში „სახვევი“ ახლით ჩაანაცვლეთ. თუ მოძრაობა გჭირდებათ, ბინტით შეიხვიეთ.
  • ვაშლის ძმრის სახვევი არა მხოლოდ ვარიკოზის, არამედ ჩალურჯების და დაზიანების დროს დაგეხმარებათ. მარლის ქსოვილი გაკეცეთ, ცოტა ძმრიან ხსნარში დაასველეთ. პრობლემურ ადგილას დაიდეთ და პარკით შეიხვიეთ. 1 საათით გაიჩერეთ. ეფექტის არ არსებობის შემთხვევაში, პროცედურა რამდენჯერმე გაიმეორეთ.

როგორ მოვიშოროთ ყელის ტკივილი

ეს საყოფაცხოვრებო ზიანი ან ტრავმა საერთოდ არაა, მაგრამ რჩევა გამოცდილია. თუ მოულოდნელად ყელის ღიტინმა შეგაწუხათ, მაგრამ ჯერ არ გტკივათ, დაავადების თავიდან აცილებას შეძლებთ. რამდენიმე ლიმონი ოთხ თანაბარ ნაწილად გაყავით. თავი უკან გადასწიეთ, ლიმონის ნაჭერი პირში ჩაიდეთ და ეცადეთ იმ ადგილას მოხვდეთ, სადაც ყელი გტკივათ. ასე დღეში 3–ჯერ გააკეთეთ. დილით ყელი წესრიგში იქნება.

კიდევ ერთი ხრიკი ლიმონით. თუ ჭურჭლის ან ხილის რეცხვის შემდეგ ხელები ძალიან გიშრებათ, კრემი კი არ გაქვთ, ციტრუსის რამდენიმე წვეთი ხელზე დაიწვეთეთ. მენდეთ, თქვენი ხელისგულები ნაზი და ხავერდოვანი გახდება ისე, თითქოსდა ძალიან კარგი კრემი გამოიყენეთ.