Connect with us

თავის მოვლა

როგორ მოვიშოროთ არასასურველი თმა სხეულზე ჩვეულებრივი იოდის დახმარებით

დღეს გიამბობთ როგორ მოიშოროთ არასასურველი თმა იოდის დახმარებით. მინიმუმ დისკომფორტი და მაქსიმუმი ეფექტი!

სხეულზე არასასურველი თმის სამუდამოდ მოშორებაზე ყველა ქალი ოცნებობს. ასეთ წესს მოდა, ჰიგიენა და ესთეტიკა გვკარნახობს. პროცედურების მთელი სია არსებობს, რომლებიც თმას სწრაფად, მარტივად და უმტკივნეულოდ მოგაშორებთ. ასეთი პროცედურები საკმაოდ ძვირი ღირს და არავინ იძლევა გარანტიას, რომ თმა კვლავ აღარ გაიზრდება. „არა მუდმივი“ მეთოდები კი მტკივნეული ან არც თუ ისე ეფექტურია.

სხვადასხვა ინსტრუქციები მოსამზადებლად

არასასურველი თმის მოსაშორებლად ამ მეთოდის შესახებ უამრავი მოსაზრება არსებობს. ზოგიერთი ქალი ამ რეცეპტს არ აფასებს, ზოგს კი იოდი ჭარბი თმის მოშორებაში დაეხმარა.

სინამდვილეში, სხვადასხვა მოსაზრება სხვადასხვა კანის ტიპს უკავშირდება: როგორც წესი, მუქი ფერის კანს უფრო მეტი არასასურველი თმა აქვს, ვიდრე ღია ფერის კანს. მუქი ფერის კანზე თმა უფრო უხეშია და გაქრობას ნაკლებად ექვემდებარება. გახსოვდეთ, რომ ღია ფერის კანი დამწვრობისა და ანთებისკენ მიდრეკილია, ამიტომ ასეთი კანის მქონე ქალებმა იოდის შემცველი რეცეპტები დიდი სიფრთხილით უნდა გამოიყენონ.

რეცეპტი № 1

შემადგენლობა თავისი ზემოქმედებით საკმაოდ აგრესიულია, ამიტომ დიდი სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ და შემდეგ კარგად დაიტენიანოთ. ნარევი ნებისმიერი მოცულობით შეგიძლიათ მოამზადოთ, მთავარია კომპონენტების რაოდენობა დაიცვათ.

ეს ასეთი უნდა იყოს: 30 ნაწილ იოდს 5 ნაწილი სპირტი და 5 სკიპიდარი გამოიყენეთ. ასევე 5 ნაწილი აბუსალათინის ზეთი დაუმატეთ, რომ დამწვრობა თავიდან აიცილოთ.

ასეთი ნარევი დღეში მაქსიმუმ 3-ჯერ გამოიყენეთ. უბრალოდ იმ ადგილას წაისვით, სადაც არასასურველი თმის მოშორება გსურთ. პრაქტიკაში, ხშირ შემთხვევაში თმა რამდენიმე დღეში ცვენას იწყებს.

რჩევა: ამ ნარევის გამოყენების დროს კანის ღრმად გამოკვება და დატენიანება არ დაგავიწყდეთ!

რეცეპტი № 2

უფრო ნაკლებად აგრესიული, მაგრამ როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ასევე გარკვეული ეფექტი გააჩნია. ამ შემთხვევაში ნარევის მოცულობა უკვე განსაზღვრულია. თქვენ დაგჭირდებათ: 1,5 მლ იოდი, 25-30 მლ სპირტი, 2 მლ ნიშადურის სპირტი და 5 მლ აბუსალათინის ზეთი.

კომპონენტები კარგად აურიეთ და მზა ნარევი რამდენიმე საათით დააყენეთ. დაელოდეთ, სანამ გაუფერულდება. ასე გამოიყენეთ: ზუსტად 3 კვირის განმავლობაში, დღეში 2-3-ჯერ პრობლემურ ადგილას წაისვით. ნელ-ნელა არასასურველ თმას უკვე პირველი კვირის შემდეგ მოიშორებთ.

მსგავსი მეთოდების უკუჩვენება და შესაძლო ნაკლოვანება

მსგავსი პროცედურები, რომელთა შემადგენლობაში იოდი შედის, რეკომენდებული არაა, თუ:

  • თქვენი კანი ღია, მგრძნობიარე ან ძალიან მშრალი და აქერცლილია.
  • გაღიზიანება, ღია ჭრილობა და ნაკაწრები გაქვთ.
  • ეს ნარევი სახეზე არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ, რადგან სახის კანი ძალიან ნაზია.
  • იოდზე ალერგიული რეაქცია უკვე გქონდათ.
  • მუქი, უხეში თმის მფლობელი ხართ. ეფექტი შეუმჩნეველი იქნება.
  • ფარისებრი ჯირკვლების დაავადებების დროს: იოდი ასეთი უსიამოვნების დროს შეიძლება ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახოს. თუ ორგანიზმში ამ ელემენტის რაოდენობის შესახებ არ იცით, შეიძლება გადაჭარბება მიიღოთ, რაც ხანგრძლივი მკურნალობის საფრთხეს ქმნის.

პროცედურის ნაკლოვანებები:

  • ხსნარის არასწორი ან ხშირი გამოყენებით დამწვრობის დიდი ალბათობა არსებობს.
  • პროდუქტმა კანი შეიძლება ძლიერ გამოაშროს და ეპიდერმისი დააზიანოს.
  • კანის ზედაპირზე შეიძლება მოყვითალო შეფერილობა გაჩნდეს.

ეპილაციის ასეთი საშუალების გამოყენების წინ კანის მდგომარეობა შეაფასეთ. სპეციალისტს შეგიძლიათ მიმართოთ, რომ პროფესიონალი კანის ტიპის სწორად განსაზღვრაში დაგეხმაროთ. თუ კანი ძალიან მშრალი ან აქერცლილი გაქვთ, ჭარბი თმის მოსაშორებლად ასეთი მეთოდი თქვენთვის არაა.

ეს შეიძლება ასე ავხსნათ: ხსნარი თავისი მოქმედებით თმის ფოლიკულებს წვავს, ხოლო ეპიდერმისი ძვირფას ტენს კარგავს. სასურველ შედეგს რომ მიაღწიოთ, პროცედურა დღეში რამდენჯერმე უნდა ჩაიტაროთ, რაც სავარაუდოდ ძლიერ გაღიზიანებას გამოიწვევს და კანის აღდგენაზე დიდ დროს დახარჯავთ.

თუ ეპიდერმისს ჯანსაღი გარეგნული მხარე აქვს, არ იქერცლება, არ წითლდება და ალერგიისკენ მიდრეკილება არ გაქვთ, ზემოთ მოცემული მეთოდები შეგიძლიათ გამოიყენოთ. კანის დატენიანება არ დაგავიწყდეთ.

ჭარბი თმის მოსაშორებლად იოდის გამოყენებას საკმაოდ ბევრი უარყოფითი კომენტარი აქვს. თუმცა თუ ხალხურ კოსმეტოლოგიაზე ვსაუბრობთ, სხვა მეთოდებით (არასწორი გამოყენების შემთხვევაში) კანისთვის უსაფრთხო ასევე არაა. სწორედ ამ მიზეზით, მათი გამოყენების დროს დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ.