Connect with us

თავის მოვლა

როგორ მოვამზადოთ ფეხები ღია ფეხსაცმლის სეზონისთვის სულ რაღაც 15 წუთში

უხეში, ზამთრის ფეხსაცმლის ტარების შემდეგ ჩვენს ფეხებს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. ახალი ღია ფეხსაცმელი თქვენს ტერფებზე ლამაზად რომ გამოჩნდეს, გაუხეშებული და დაკოჟრილი კანი სწრაფად უნდა მოიშოროთ. გთავაზობთ მარტივ ხრიკებს, რომელთა დახმარებით თქვენი ფეხები მინიმალურ დროში მოწესრიგდება.

ფეხის მოვლა სახლის პირობებში

აბაზანა სოდით და ზღვის მარილით

ფეხის კანის დასარბილებლად, მცირე ზომის ტაშტში თბილი წყალი აავსეთ და 2 ს/კ ზღვის მარილი და 2 ს/კ სოდა დაუმატეთ. კარგად აურიეთ და ამ აბაზანაში ფეხები 7-8 წუთით გაიჩერეთ.

აბაზანა სოდით და საპნით

კანის მაქსიმალურად გასაწმენდად 3 ლ თბილ წყალში 2 ს/კ სოდა და 2 ს/კ საპნის ქაფი გახსენით. ფეხები ამ ნარევში 10 წუთით გაიჩერეთ.

აბაზანა სოდით და ზეთებით

თუ ფეხის დატენიანება გსურთ, 3 ლიტრ თბილ წყალს 2 ს/კ სოდა აურიეთ. სითხეს ზეითუნის ზეთის ან სპირტის და პიჩულის, ლიმონის, ფორთოხლის, ლავანდას ან ნუშის ზეთის ნარევის რამდენიმე წვეთი დაუმატეთ. ფეხები ამ ხსნარში 10 წუთით გაიჩერეთ.

აბაზანა სოდით და რძით

ქუსლები რომ ხავერდოვანი გახდეს, 1 ლ თბილი ცხიმიანი რძე და 1 ჩ/კ სოდა აურიეთ. ამ სითხეში ფეხები 10 წუთით გაიჩერეთ.

აბაზანა სოდით და წყალბადის ზეჟანგით

თუ ქუსლებზე ბზარების მოშორება გსურთ, თბილ წყალში 2 ს/კ წყალბადის ზეჟანგი და 2 ს/კ სოდა გახსენით. ფეხები ამ აბაზანაში 12-15 წუთით გააჩერეთ.

ფეხის აბაზანა იოდით

კანის დაზიანების მოსაშორებლად 2 ლ წყლით, 2 ს/კ სოდით და 2 ს/კ იოდით აბაზანა მოამზადეთ. ფეხები ამ ნარევში მაქსიმუმ 10 წუთით გააჩერეთ.

აბაზანა სოდით და თიხით

ეს იდეალური საშუალებაა მშრალი და გაუხეშებული კანისთვის, ასევე ფეხის ფრჩხილის ფირფიტას შესანიშნავად კვებავს. აბაზანის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 4 ს/კ თეთრი თიხა, 2 ს/კ სოდა და 2 ლ წყალი.

ფეხის ტერფებზე სწორად იზრუნეთ, ძილის წინ მკვებავი კრემის წასმა არ დაგავიწყდეთ და პედიკურის ოსტატის მომსახურება არ დაგჭირდებათ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.