Connect with us

ვიდეო

როგორ მივიღოთ ულუმბო სწორად ისე, რომ ჭარბი წონა და 9 დაავადება მოვიშოროთ

ულუმბოს ჯანმრთელობისთვის სასარგებლო უამრავი უპირატესობის შესახებ უკვე მრავალი საუკუნე იციან. თქვენ იცოდით ამის შესახებ?

მისი თესლი-სანელებელი არა მხოლოდ აზიური და ინდური სამზარეულოს მნიშვნელოვანი ნაწილი, არამედ ჩინური და აიურვერდული მედიცინის ნაწილია. ბოტანიკაში ეს მცენარე Fabaceae-ს ოჯახის წევრს წარმოადგენს. თავდაპირველად მხოლოდ ინდოეთში იზრდებოდა, მაგრამ ახლა ბევრ ქვეყანაში იზრდება, მათ შორის საბერძნეთში, ესპანეთსა და სხვა ქვეყნებში, სადაც თიხიანი ნიადაგი აქვთ.

ულუმბოს ცხარე არომატი

ულუმბოს ძლიერი და ოდნავ მომწარო გემო აქვს, ცოტათი ნიახურს ჰგავს. თესლში შემავალი ეთერზეთი სწრაფად იკარგება. სწორედ ამიტომ, ყოველთვის ახალი თესლი გამოიყენეთ.

უფრო ეფექტური იქნება, თუ თესლს ყავის საფქვავში დაფქვავთ. ულუმბოს დაქუცმაცებული თესლი კარის სხვადასხვა ნარევში კლასიკურ ინგრედიენტს წარმოადგენს.

თესლიდან მიღებული სანელებელი მაღალი ხარისხის ეთერზეთს შეიცავს, რომელიც ათეროსკლეროზს აფერხებს. ინდოეთში არა მხოლოდ თესლს, არამედ მცენარის ფოთლებსაც სანელებლის სახით იყენებენ.

ულუმბოს თესლი სხვადასხვა ღირებული ნივთიერებით მდიდარია, განსაკუთრებით ბევრია:

  • რკინა
  • ბოჭკოები
  • კალციუმი
  • მანგანუმი
  • ცილები
  • A, C, B6 ვიტამინები
  • მაგნიუმი

კლინიკური კვების ევროპულ ჟურნალში გამოაქვეყნეს კვლევა, სადაც ამბობდნენ, რომ ულუმბოს სისხლში შაქრის დონის შემცირება შეუძლიათ. მკვლევარებმა ულუმბოს გამოყენების დროს მდგომარეობის 54%-ით გაუმჯობესება შეამჩნიეს.

ადამიანებმა, რომელთაც სისხლში შაქრის ძალიან დაბალი დონე აქვთ, ულუმბოს ხშირი მოხმარებისგან თავი უნდა შეიკავონ, რადგან შაქარი შეიძლება კიდევ უფრო შემცირდეს.

ეს სანელებელი ზოგიერთ ადამიანში მადას ზრდის, მაშინ როცა სხვებში შიმშილის გრძნობას აქვეითებს. ეს ადამიანზე და მისი სხეულის ფორმებზეა დამოკიდებული.

როგორც კი რაციონში ულუმბოს სანელებლის სახით დაუმატებთ, ცხიმების მარაგი მნიშვნელოვნად შემცირდება. ასევე ცუდი ქოლესტერინის დონე შემცირდება.

მეორე მხრივ, ულუმბო კაცის ტესტოსტერონის დონეზე დადებით გავლენას ახდენს.

კაცებს, რომელთაც ტესტოსტერონის დაბალი დონე აწუხებთ, მის გაზრდას საკვებში ულუმბოს რეგულარული მიღებით ან ულუმბოს თესლების ჩაის დალევით შეძლებენ.

ეს სანელებელი კაცის ჰორმონებზე დადებით გავლენას ახდენს. ასევე მეძუძურ დედებში რძის წარმოებას ზრდის. დედები, რომლებიც ბავშვს ძუძუთი კვებავენ და ბუნებრივი გზით რძის გაზრდა სურთ, შეუძლიათ ულუმბოს ბალახის ჩაი დალიონ.

ჰილდეგარდ ბინგენელი, შუა საუკუნეების მნიშვნელოვანი პიროვნება, თესლს კანის დაავადებების საწინააღმდეგო საშუალების მოსამზადებლად იყენებდა. მამა სებასტიან კნაიპი წყლულებს ულუმბოს თესლისგან მიღებული უნივერსალური სანელებლით კურნავდა.

ახლახანს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მცენარის ზოგიერთი ნაწილი პარკისონის დაავადებაზე დადებით გავლენას ახდენს. ულუმბო არა მხოლოდ ჯანმრთელობას აუმჯობესებს, არამედ თმის ცვენას ეფექტურად ებრძვის.

ულუმბოს გამოყენება

ტრადიციულად, ულუმბოს თესლი მისი დამახასიათებელი მწარე და ოდნავ მოტკბო გემოთი სანელებლების და სუნელების ნარევის მოსამზადებლად გამოიყენება.

ამისთვის თესლი ფხვნილის მიღებამდე დააქუცმაცეთ. ულუმბოს ახალი თესლი შეგიძლიათ აღმონაცენების მისაღებად, ასევე გემრიელი სალათის და ბუტერბროდის მოსამზადებლად გამოიყენოთ. მცენარის ფესვები, ტოტები და ფოთლები შეგიძლიათ ჩაის მოსამზადებლად გამოიყენოთ. ულუმბოს ფოთლები როგორც ახალი, ასევე ხმელი სახით გამოიყენება.

ულუმბოს დაქუცმაცებული თესლი არა მხოლოდ მოთუშული კერძების, არამედ სმუზების გემრიელი ინგრედიენტია. დაუფქვავი თესლი შეგიძლიათ ცალკე ან სხვა ბალახებთან ერთად გემრიელი ჩაის მოსამზადებლად გამოიყენოთ. ამისთვის 1 ჩ/კ მთელი თესლი ფინჯანში მოათავსეთ და მდუღარე წყალი დაასხით. დაახლოებით 10 წუთის შემდეგ შეგიძლიათ ჩაი გადაწუროთ.

როცა დაქუცმაცებული თესლი მდუღარე წყალს ერევა, სქელი ფაფა წარმოიქმნება, რომელიც შეგიძლიათ გარეგნულად გამოიყენოთ. მაგალითად, ძირმაგრის ან კანის სხვა დაავადების დროს. ფაფის ტემპერატურა დაზიანებულ კანზე წასმის დროს 40 გრადუსს არ უნდა აჭარბებდეს. 20-30 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.