Connect with us

მოდა და სტილი

როგორ იცვამენ იტალიელი ქალები – საიდუმლო ხრიკები

იტალიელ ქალებზე აღფრთოვანებით მხოლოდ კაცები არ საუბრობენ. ცნობილი იტალიელი მსახიობი და მოდელი მონიკა ბელუჩი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ბევრი ქალის მისაბაძი მაგალითი გახდა.

რა ხრიკებს იყენებენ მოწიფული ასაკის იტალიელი ქალები, რომ სრულყოფილი სტილი შექმნან? დღეს გიამბობთ, თუ რატომ არის იტალიური სტილი ასეთი მიმზიდველი და როგორ ახერხებენ ხანდაზმული იტალიელი ქალები რომ ყოველთვის იდეალურად გამოიყურებოდნენ?

იტალიელი ქალები

იტალიელი ქალების უნაკლო სტილის საიდუმლო ძალიან მარტივია. სწორი მაკიაჟი, მოდური აქსესუარები, ცოტა თამამი განწყობა და ახალგაზრდული კეკლუცობა იტალიელ ქალებს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზი და სასურველ ქალებად აქცევენ.

იტალიელი ქალები მკაცრი და ფერადი შეფერილობის სწორად კომბინაციას ყველაზე უკეთ ახერხებენ.

ხშირად ხორცისფერი შეფერილობის ტანსაცმელს უპირატესობას ანიჭებენ, რადგან ასეთი ფერი უფრო ქალურად და ელეგანტურად გამოიყურება.

თუმცა ვერ იპოვით ვერც ერთ იტალიელ ქალს, რომელსაც განსაკუთრებული განწყობისთვის გარდერობში ერთი ჭრელი ლუქი არ აქვს. სწორედ ამიტომ, გასაოცარი არაა, რომ მილანის ქუჩებში ხშირად შეხვდებით ქალებს, რომელთა ტანსაცმელი ღია ყვავილოვან ფერებშია გადაწყვეტილი.

ელეგანტური მაქმანებიანი ქვედა საცვლები სტილს განსაკუთრებულ პიკანტურობას მატებენ, რომელთა ნაწილს ხალხს ზოგჯერ აჩვენებენ. ზოგიერთს ეს შეუსაბამო და ვულგარული შეიძლება მოეჩვენოს, მაგრამ იტალიელ ქალებს ეს არ აწუხებთ. ასეთ სტილში თავდაჯერებულად და კომფორტულად არიან.

სტილის შექმნის დროს მათთვის საყვარელი საქმეა – სწორი აქსესუარის და ძვირფასეულობის შერჩევა. აქ არჩევანი ცხადია. ნამდვილი იტალიელი ქალი უპირატესობას ოქროს ნაწარმს ანიჭებს.

თანამედროვე იტალიელი ქალების თმის უბრალოდ დავარცხნა (მოცულობით, გაშლილი თმა, უკან გადავარცხნილი) მათ სტილს განსაკუთრებულ ხიბლს მატებს. მსუბუქი ხვეულები გარეგნულ მხარეს სიჯანსაღეს მატებს და სახეს უფრო ნაზს ხდის.

განსაკუთრებულ ყურადღებას მაკიაჟს უთმობენ. მათ ზუსტად იციან, თუ უბრალო გოგოდან შეუდარებელ ქალად როგორ გადაიქცნენ. კოსმეტიკის წასმის დროს ჩვენ აქცენტს ტუჩზე, ან თვალზე ვაკეთებთ, რომ მაკიაჟი თვალში ძალიან არ მოგვხვდეს.

იტალიელებს ყურადღების ცენტრში ყოფნა არ აშინებთ. ისინი მუქი ჩრდილების დახმარებით თვალსაც კვეთავენ და ამავდროულად ტუჩებზე წითელი ფერის პომადასაც ისვამენ.

სხვა ქალებისგან ერთი მთავარი რამ განასხვავებთ – მათ შეუძლიათ სხვებს საკუთარი თავი წარუდგინონ. იტალიელი ლამაზმანები განსაკუთრებულ ქარიზმას ფლობენ.

სწორედ მათი თვითკმარობა და საკუთარი თავის მიმართ სიყვარული მათ განსაკუთრებულ მიმზიდველობას ანიჭებს, რომლის წინაშე ყველა უძლურია.

Advertisement