ჰოროსკოპი
როგორ თვრებიან ზოდიაქოს ნიშნები: ალკოჰოლის ჰოროსკოპი
გრძნობთ თავგადასავლებისკენ ლტოლვას ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ? თუ სიმშვიდის განსახიერება ხართ და დასაწოლად მიდიხართ? ზოდიაქოს ნიშნები ალკოჰოლური თრობის დროს განსხვავებულად იქცევიან. თუ გსურთ, გაიგოთ როგორ იქცევით სიმთვრალის დროს, Alltime.ge-ს რედაქცია ალკოჰოროსკოპს გთავაზობთ.
ვერძი
ეს იმპულსური ზოდიაქოს ნიშანია, რომელიც გაჩერებას ყოველთვის ვერ ახერხებს. მთვრალ ვერძს გართობა სურს. მასზე მეტის დალევა უშედეგოა, რადგან ამას კონკურენაციად აღიქვამს.
ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ყველაზე მხიარული და თავშეუკავებელი ადამიანია. თუ რაიმე საიდუმლოს გაგება გსურთ, ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელი დაათვრეთ. თავად გეტყვით ყველაფერს, თუნდაც არაფერი ჰკითხოთ.
კურო
კუროსთვის მიღებული სასმელის რაოდენობის გაკონტროლება სირთულეს არ წარმოადგენს. ხშირად ცოტ–ცოტას სვამს, რომ შემდეგ ნაბახუსევმა არ შეაწუხოს. მთვრალი კურო ბევრი პრობლემის წყაროა.
მას სინდისის ქენჯნის გარეშე შეუძლია სხვას სასმელი გადაასხას. ამასთან, ყურადღების ცენტრში ყოფნას მოინდომებს, ამიტომ უახლოეს კარაოკე ბარში წავა.
ტყუპები
მთვრალი ტყუპების ქცევა პრაქტიკულად არ იცვლება. როგორც ფხიზელი, ასევე მთვრალი მხიარულია. ურთიერთობა უყვარს, მაგრამ სიმთვრალისას საკმაოდ გაფანტულია.
ყოველთვის ვერ აცნობიერებს, რომ ბევრი დალია. ამასთან მოსიყვარულე ხდება. სასმელებს ერთმანეთში ხშირად ურევს, რადგან მრავალფეროვნება უყვარს.
კირჩხიბი
ნუგეშის საპოვნელად სპირტიანი სასმელების მიღებას უპირატესობას ანიჭებს. რამდენიმე ჭიქა ღვინო ვახშმობის დროს ან რამდენიმე ლიტრი ლუდი მის არსებობას მრავალფეროვნებას მატებს. სჯობს ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელმა ალკოჰოლი ჭარბად არ მიიღოს.
კირჩხიბს დახურულ წვეულებებსა და თემატურ ღონისძიებებზე დასწრება უყვარს. მაშინაც კი, თუ აქ დალევენ, ეს შეუმჩნეველია. ღვთაებრივი და მგრძნობიარე პიროვნების სახეს იღებს. თუ კირჩხიბთან ერთად დალევა გსურთ, ღვინო აირჩიეთ. იცოდეთ, მასთან ერთად დროს სასიამოვნოდ და მშვიდად გაატარებთ.
ლომი
სასმელი და ცეკვები – ის, რაზეც ლომი უარს არასდროს იტყვის. მაშინაც კი, თუ სიმთვრალეში თავის შეკავებას ვერ შეძლებს, ეს ვერ შეაჩერებს. მთვრალი ლომი საყვარელი ადამიანია, რომელსაც ყველა უყვარს. ამასთან საკუთარ თავზე კონტროლის უნარს არ კარგავს.
ალკოჰოლის გადაჭარბებით მიღებისას ყველასთან ფლირტაობს, მაგრამ ზღვარს არ გადადის. თუ ლომი ვინმეს უხეშად ან უტაქტოდ მოექცევა, მეორე დღეს ინანებს.
ქალწული
ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელი იშვიათად სვამს, რადგან ჩვეულებრივ სამაგალითოდ იქცევა. სპირტიან სასმელს მცირე რაოდენობით ფრთხილად იღებს. ამასთან, სასმელებს დეტალურად არჩევს.
ქალწული რომ დათვრეს, რაღაც ექსტრაორდინარული უნდა მოხდეს. როცა ეს ხდება ქალწული ნამდვილ შოუს მართავს. სიმთვრალეში მხიარულია, ყველას ეკეკლუცება. ამ დროს მისთვის ხალხის აზრს მნიშვნელობა არ აქვს.
სასწორი
თავად სასწორი ირწმუნება, რომ მხოლოდ კარგი განწყობისთვის სვამს. სპირტიანი სასმელების დალევა წვეულებაზე, ხმაურიან კომპანიაში უყვარს. ალკოჰოლმა მისი როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი თვისებები შეიძლება გამოაშკარავოს.
ამ ნიშნის წარმომადგენელს სიმთვრალეში ფლირტი უყვარს. სასწორს საკუთარი თავის გაკონტროლება უჭირს, ამიტომ ხშირად სპირტიანს ჭარბად იღებს.
მორიელი
ეს ზოდიაქოს ნიშანი ალკოჰოლური სასმელების ჭარბი დალევით გამოირჩევა. განსაკუთრებით მაშინ, თუ ეტყვით, რომ უკვე საკმარისია. ასე მორიელი გონების დაკარგვამდე დალევას გააგრძელებს. თუ შეხვდით მორიელს, რომელსაც დალევა არ უყვარს, ფრთხილად იყავით.
მორიელი შესანიშნავი თანამოსუფრეა. დალევისას ადეკვატურად იქცევა და მოდუნებულია. კარგი თანამოსაუბრეა მაშინაც კი, თუ სპირტიანის მიღებას გადააჭარბებს. რამდენიც არ უნდა დალიოს, ცნობიერებას არ კარგავს. დილით ყველა ნათქვამი სიტყვა ახსოვს. კარგად მთვრალ მორიელთანაც სიფრთხილე გამოიჩინეთ.
მშვილდოსანი
ამ ნიშნის წარმომადგენელი ჯაშუშისთვის აღმოჩენაა. თუ ზედმეტს დალევს, ყველაფერს იტყვის, რასაც გაიფიქრებს. არა მხოლოდ საკუთარ, არამედ სხვების საიდუმლოებებს ააშკარავებს.
მხოლოდ ამ ზოდიაქოს ნიშანთან ერთად დალევა სასიამოვნოა. მშვილდოსნებს შორის წვეულებების მოყვარული ხშირად გვხდება, რომლებიც სხვადასხვა ხალხთან ურთიერთობას ადვილად ამყარებს.
გაითვალისწინეთ, რომ ალკოჰოლური თრობის დროს ნებისმიერი სიგიჟის ჩადენა შეუძლია. წვეულების მეორე დღეს შეიძლება სხვის სახლში ან სხვა ქვეყანაში გაიღვიძოს.
თხის რქა
პრაქტიკული ადამიანი, რომელიც სიმდიდრისა და მაღალი სოციალური სტატუსისკენ მიისწრაფვის. სწორედ ამიტომ, წვეულებები და ალკოჰოლი ის არაა, რისკენაც მიისწრაფვიან. გამონაკლისიც არსებობს.
თუ ამ ნიშნის წარმომადგენელი ცხოვრებით ტკბობას გადაწყვეტს, წვეულების ნამდვილი ვარსკვლავი გახდება. თხის რქა ან ბოლომდე ალკოჰოლს ნებდება ან საერთოდ არ სვამს. ოქროს შუალედი არ აქვს.
მერწყული
სპირტიანი სასმელები და მერწყული შეუთავსებლები არიან. დათრობისას საკუთარ თავს ყველაფრის მცოდნედ მიიჩნევს. თავში ათასი იდეა უტრიალებს, რომელთა განხორციელებაც სურს.
თუ წვეულებას თავად აწყობს, დაძაბულია. მისთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერმა იდეალურად ჩაიაროს. მერწყულს დიდი და მხიარული კომპანიები უყვარს, სადაც სხვადასხვა ხალხთან ურთიერთობას შეძლებს. მას შეუძლია მთვრალ ადამიანს ესაუბროს, თუნდაც ფხიზელი იყოს.
თევზები
ამ ზოდიაქოს ნიშანს ალკოჰოლისკენ მიდრეკილება აქვს. სწორედ ამიტომ, მისი გამოყენებისას სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს. ფანტაზიებში ადვილად იძირება და გამოგონილ სამყაროში გადადის. თუ თევზებთან ურთიერთობაში ხართ, პარტნიორს ბევრის დალევის უფლება არ მისცეთ.
წვეულების დროს საინტერესო და მხიარული თანამოსაუბრეა. სწორედ ამიტომ, ბევრს მის კომპანიაში დალევა სურს.