Connect with us

ჯანმრთელობა

როგორ ეხმარება 1 ჩ/კ ზეითუნის ზეთი გულის ჯანმრთელობის შენარჩუნებას

ზეითუნის ზეთის სარგებლის შესახებ მხოლოდ ზარმაცებმა არ იციან. რა არის მისი უპირატესობა და რამდენი ზეთი უნდა მივიღოთ? ამის შესახებ ექსპერტები გიამბობენ.

მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ზეითუნის ზეთი, ასევე ზოგიერთი სხვა მცენარეული ზეთი გულისთვის უფრო სასარგებლოა, ვიდრე ადრე თვლიდნენ. ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ზეითუნის ზეთის რაციონში დამატება გულ-სისხლძარღვთა სისტემის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას იწვევს. ჯანმრთელობისთვის ზეითუნის ზეთის სარგებელი დიდი ხანია ცნობილია, მაგრამ მკვლევარებმა ანალოგიური გავლენა სხვა სასარგებლო მცენარეულ ზეთებშიც აღმოაჩინეს.

მცენარეული ზეთი ცხიმის უფრო ჯანსაღი ფორმაა, ვიდრე ცხოველური წარმოშობის ზეთი, ტრანს-ცხიმები და ყველაფერი, რაც საშინელი სიტყვა „ცხიმის“ ქვეშ წარმოგვიდგენია. როგორც მეცნიერები ამბობენ, დროა ცხიმის ფობია წარსულში დავტოვოთ – ახლა ცხიმები ნებისმიერი ადამიანის რაციონში უნდა შედიოდეს. მათ გარეშე ადამიანს ჯანმრთელს ვერ უწოდებთ.

ზეითუნის ზეთი ხმელთაშუა ზღვისპირეთის დიეტაში მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. ცნობილია, რომ ხმელთაშუა ზღვისპირეთის რაციონი ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღია. კვლევამ ცხადყო, თუ დიეტის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი, ზეითუნის ზეთი გულის ჯანმრთელობის გაძლიერებას ხელს როგორ უწყობს.

რას ამბობს კვლევა?

ფრაზა „ეს ყველამ იცის“ და კვლევებით გამყარებული მონაცემები – სხვადასხვა რამეა. დღესდღეობით ექსპერტებს საიმედო სამეცნიერო მონაცემები აქვთ, რაც მცენარეული ზეთების სარგებლიანობას და შედეგებს ადასტურებს – კარდიომეტაბოლური ჯანმრთელობის სპეციალისტებმა 1990 წლიდან დაწყებული მრავალწლიანი მონაცემების ანალიზი აჩვენეს.

მათ აჩვენეს, რომ დღეში მხოლოდ 1 ჩ/კ ზეითუნის ზეთის მიღება გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკს 15%-ით ამცირებს, ხოლო გულის იშემიური დაავადების რისკს 21%-ით.

იმის მიუხედავად, რომ წლების განმავლობაში ზეითუნის ზეთის მოხმარება გულის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას უკავშირდებოდა, ახალი კვლევა პირველსა და მეორეს შორის პირდაპირ კავშირს ავლენს. და არა მხოლოდ მათში, ვინც ხმელთაშუა ზღვისპირეთში ან ევროპაში ცხოვრობს!

ამერიკელები, აზიელები – ეროვნებას და ადგილმდებარეობას მნიშვნელობა არ აქვს, რაციონი ყველას უხდება. შესაფერის პროდუქტებთან წვდომა, კლიმატი, მზის რაოდენობა და სტრესის დონე უკვე მეორეხარისხოვანია (თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია).

აი, რა უნდა იცოდეთ

ზეითუნის ზეთის სარგებელი ჯანმრთელობისთვის ცნობილი და გასაგებია. განსაკუთრებით კარდიოლოგებისთვის – ისინი რაციონში ზეითუნის ზეთის დამატების მნიშვნელობას განსაკუთრებულ ხაზს უსვამენ. ასევე იმას, რომ საკმარისი რაოდენობით უნდა მიიღოთ.

ზეითუნის ზეთი მარტივი მეთოდია, რომ არაჯანსაღი, გაჯერებული და ტრანსცხიმები ჩაანაცვლოთ ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავის სასარგებლო წყაროთი. ის ორგანიზმში ანთებას ამცირებს და ქოლესტერინის დონეს არეგულირებს. სასარგებლო ცხიმოვან მჟავებზე პირდაპირ დაკავშირებულია როგორც სისხლძარღვების, ასევე გულის ჯანმრთელობა – ორგანიზმზე ამ ნივთიერების დადებითი გავლენის ზედმეტად შეფასება შეუძლებელია.

ფართოდ ცნობილი სწრაფი კვების პროდუქტები (ესაა მავნე ჩიფსი და კარტოფილი ფრი), მარგარინი და მაიონეზი უფრო ნაკლებად სასარგებლოა, ვიდრე ზეითუნის ზეთი, როცა საქმე გულის ჯანმრთელობას ეხება. პირდაპირ გეტყვით, საზიანოა.

ახალ კვლევაში დამაინტრიგებელი დეტალი გამოვლინდა: ზეითუნის ზეთი – სასარგებლო ცხიმების ერთადერთი წყარო არაა. სხვა მცენარეულმა ზეთებმაც თავი კარგად იჩინეს. ამის მიუხედავად, სხვა ზეთების ჯანმრთელობაზე გავლენის გასაგებად, ახალი კვლევების ჩატარებაა საჭირო, რომელიც კონკრეტულად მათი თვისებების შესწავლისკენ იქნება მიმართული.

ცხიმებთან დაკავშირებით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ამჟამინდელი რეკომენდაციები ამ შედეგებს მხარს უჭერს.

როგორც მასშტაბური კვლევის დროს ხშირად ხდება, შედეგებმა ახალი კითხვები გააჩინეს. უდაოდ, მეტი მონაცემები ზეითუნის ზეთსა და გულის ჯანმრთელობას შორის კავშირს უფრო ღირებულს ხდის.

მაგალითად, მეცნიერებმა ზეითუნის ზეთის სხვადასხვა ტიპების გაანალიზება ვერ შეძლეს – იქნება ეს ჩვეულებრივი ზეითუნის ზეთი თუ პირველი დაწურვის ზეითუნის ზეთი. ზოგიერთი მონაცემები არსებობს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ზეითუნის სახეობა extra virgin უფრო მეტ პოლიფენოლს შეიცავს. მათ ლიპიდების პროფილის გაუმჯობესებას და ორგანიზმში ანთებაზე უფრო ძლიერ გავლენას უკავშირებენ.

ამას ვეთანხმებით: ცხადია, საინტერესო იქნებოდა სხვადასხვა სახეობის და დამუშავების ზეთის ჯანმრთელობაზე გავლენის დანახვა. და, რა თქმა უნდა, ამ ურთიერთქმედებების მთავარი მექანიზმების დადგენა.

აუცილებელია კომპლექსური მიდგომა

უდაოდ, მავნე ცხიმების ალტერნატივა ჯანმრთელობისთვის უფრო სასარგებლოა (როგორიცაა ზეითუნის ზეთი ან სხვა მცენარეული ზეთი) – შესანიშნავი ნაბიჯი გულ-სისხლძარღვთა სისტემის გასაუმჯობესებლად. მაგრამ მას ერთადერთ და მნიშვნელოვანს ვერ ვუწოდებთ.

გულის ჯანმრთელობისთვის კარგია ფიზიკური აქტივობა, დაბალანსებული კვება და ექიმთან რეგულარული ვიზიტი.

ზეითუნის ზეთი ჯადოსნური წამალია, მაგრამ ერთ კომპონენტზე ფოკუსირებით ხელიდან ვუშვებთ იმ სარგებელს, რომელსაც რაციონის ზოგადი სტრუქტურის ცვლილება იწვევს. მარტივად რომ ვთქვათ, არ შეიძლება მხოლოდ ზეთზე დაყრდნობა და ცოტა ბოსტნეულის მიღება, უძილობა და მთელი დღე ჯდომა.

თუ გულის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად რაციონის შეცვლა გსურთ, ეს ხმელთაშუა ზღვისპირეთის დიეტის საკუთარ შესაძლებლობაზე და გემოვნებაზე  მორგებით დაიწყეთ. კვების მეთოდი არარაფინირებულ მცენარეულ პროდუქტებზეა ფოკუსირებული, ასევე თევზზე და დიდი რაოდენობით ზეითუნის ზეთზეე.

გარდა ამისა, მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ ექსპერიმენტის შედეგები მაინც დაკვირვებას წარმოადგენს. ეს იმას ნიშნავს, რომ მკვლევარებს მიზეზის და შედეგის დამტკიცება არ შეუძლიათ. თუმცა, შედეგები ზეითუნის ზეთის ჯანმრთელობისთვის სარგებლის შესახებ მრავალწლიანი სამედიცინო ცოდნით დასტურდება. ისინი სხვა მცენარეული ზეთების სარგებლის შესახებ მნიშვნელობასაც ავსებენ.

რისგან უნდა შედგებოდეს სასარგებლო რაციონი?

ჩვენ შეგვიძლიათ მივირთვათ ბოსტნეული, თევზი, ზეითუნის ზეთი. ნაკლები შაქარი და მარტივი ნახშირწყლები მიირთვათ, რაციონს გემოვნებით ხორცი დაუმატეთ.

იმისთვის, რომ სწორი კვების პრინციპები დაიცვათ ორთქლზე მომზადებული ყაბაყის, ქათმის მკერდის დიეტის დაცვა აუცილებელი არაა. ეს ძველებური მეთოდებია, რომლებიც სჯობს თავიდან ამოიგდოთ – ასეთი კვება ბედნიერებას და ჯანმრთელობას ვერ მოგიტანთ. ასე ხშირად იმედი გაგიცრუვდებათ და დიეტას დაარღვევთ, რაც ზედმეტ კილოგრამებს და დანაშაულის გრძნობას შეგმატებთ.

რაციონი კარგად მოფიქრებული და მრავალეტაპიანი უნდა იყოს, თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები არ გაწუხებთ.

გემო, სანელებლები, სასარგებლო ცხიმები და მრავალფეროვანი კერძები – აი, რა უნდა იყოს თქვენს სუფრაზე, თუ ჭარბი წონის მოშორება და გულის ჯანმრთელობის შენარჩუნება გსურთ.

Advertisement
თავის მოვლა3 hours ago

რა სარგებელი აქვს გოგრას: მისი თვისებები სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის

თავის მოვლა3 hours ago

როგორ ვებრძოლოთ დილით შეშუპებულ სახეს

ტესტები3 hours ago

აირჩიეთ ყვავილი და წაიკითხეთ დღევანდელი შეტყობინება

ტესტები3 hours ago

აირჩიეთ ქვა ჯადოსნური გამოსახულებით და ნახეთ, რა მოგიმზადათ ბედმა

საკითხავი3 hours ago

შხამიანი პროდუქტები, რომელთაც ჩვენ მივირთმევთ

ტესტები3 hours ago

აირჩიეთ იასამნის ყლორტი და ნახეთ ამ კვირის შეტყობინება

თავის მოვლა1 day ago

როგორ დავჭიმოთ და გავასწოროთ ჩამოწელილი ყელის კანი სახლის პირობებში

საკითხავი1 day ago

სრული სიმართლე პროდუქტების დამუშავების და ორგანიზმზე მათი გავლენის შესახებ

ჯანმრთელობა1 day ago

რა აკლია თქვენს ორგანიზმს?!

სხვა1 day ago

საოცარი “ანგელოზი” ცაში – კამერაზე მოხვდა

ჯანმრთელობა2 weeks ago

გაიწმინდეთ სისხლძარღვები გემრიელად. დაემშვიდობეთ მედიკამენტებს

ჯანმრთელობა1 week ago

10 შოკისმომგვრელი ფაქტი ბანანის შესახებ

ჯანმრთელობა3 weeks ago

8 საუკეთესო მცენარე შინაგანი პარაზიტების მოსაშორებლად

ჰოროსკოპი3 days ago

4 ყველაზე ძლიერი ზოდიაქოს ნიშანი, რომელთაც ზიანს ვერავინ მიაყენებს

კულინარია3 weeks ago

შინაურული ნაყინის შესანიშნავი რეცეპტი საბჭოური პლომბირის გემოთი. ფანტასტიკურად გემრიელია

კულინარია2 days ago

რატომ არ უნდა დაასხათ სოდას ძმარი და კიდევ 8 კულინარიული შეცდომა

ჯანმრთელობა5 days ago

აი როგორ უნდა გავაღიავოთ პიგმენტური ლაქები და ჭორფლი ხელებიდან

ჯანმრთელობა3 weeks ago

ოხრახუში გულისა და სისხლძარღვებისთვის

სხვა2 weeks ago

7 ხერხი უთოს გასაწმენდად

თავის მოვლა1 week ago

წარმოუდგენელი პროცედურა დედამთილის რეცეპტით: მინუს 15 წელი

ტრენდული