Connect with us

ჯანმრთელობა

როგორ დავეხმაროთ ტკბილეულის მოყვარულს დამოკიდებულების მოშორებაში: პრაქტიკული რჩევები ექიმი კომაროვსკისგან

როგორ დავეხმაროთ ტკბილეულის მოყვარულს დამოკიდებულების მოშორებაში: პრაქტიკული რჩევები ექიმი კომაროვსკისგან

ბავშვები ტკბილეულზე გიჟდებიან. რა უნდა გავაკეთოთ, თუ ბავშვი შაქრის არაჯანსაღ რაოდენობას ღებულობს? წამყვანი პედიატრი აგიხსნით, თუ რას ნიშნავს „ძალიან ბევრი“ და გიამბობთ, როგორ შეამციროთ ტკბილი პროდუქტების მოხმარება და რით ჩაანაცვლოთ ისინი.

მარცვლეულის საუზმის უმეტესობა, ხილის წვენი, ორცხობილა, კანფეტი – ყველა ეს პროდუქტი დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს. მაგალითად, ერთი ქილა ტკბილი სასმელი დაახლოებით 9 ჩაის კოვზ შაქრის ფხვნილს შეიცავს.

ყველა ეს დელიკატესი იშვიათად ტკბილეულად უნდა ჩათვალოთ და მათი მოხმარება ბავშვების ნორმად არ უნდა აქციოთ.

რა საფრთხეს შეიცავს ტკბილეულის ჭარბი მოხმარება?

შაქრის მავნებლობა

ბევრ შაქართან ერთად ჩვენ კალორიების უზარმაზარ რაოდენობას ვღებულობთ. ასეთი არაჯანსაღი გატაცება ცხიმების დაგროვებას და წონის მატებას იწვევს.

ასეთი ცხოვრების წესი თუ ბავშვს აქვს, მოზარდობის პერიოდში და უკვე სრულწლოვანებაში გასუქების დიდი შანსი არსებობს. ამასთან გასუქების რისკი და ცხოვრების ხარისხის გაუარესება ყოველწლიურად გაიზრდება.

თავისუფალი სახით შაქრის გადაჭარბებული მიღება საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევას, ბავშვის კბილების გაფუჭებას და მასთან დაკავშირებულ პრობლემებს იწვევს, ასევე შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკს ზრდის.

Advertisement

რით ჩავანაცვლოთ შაქარი

1. მზა ტკბილი სასმელები ჩვეულებრივი გაზიანი ან სახლში მომზადებული ნატურალური წვენებით ჩაანაცვლეთ. რძეში ახალი ხილის დამატება სცადეთ. ფანტაზია ჩართეთ და მაღაზიაში ნაყიდი გაზიანი სასმელის საკუთარი ალტერნატივა მოიფიქრეთ.

2. ჩვეული მშრალი საუზმე ჩაანაცვლეთ მარცვლეულის და კენკრის ფაფით, იოგურტით. ასეთი საუზმის მომზადებას დიდი დრო არ სჭირდება, მაგრამ გემრიელია და ტკბილეულის სასარგებლო ალტერნატივას წარმოადგენს.

3. ჩაისთან ტორტების და ნამცხვრების ნაცვლად უმარილო კაკალი, ხილის ბატონი, ბრინჯის ნამცხვარი ან პურის ჩხირები მიაყოლეთ.

4. გემრიელი ნამცხვრები გამოაცხოთ, სადაც შაქრის ნაცვლად შეგიძლიათ ჩირი გამოიყენოთ. ჩვეულებრივი იოგურტი ნატურალური კენკრით და ხილის სალათი თქვენთვის საყვარელ ნამცხვარზე ბევრად უფრო სასარგებლოა.

5. ბავშვებს კერძების და დესერტების ერთად მომზადება მიაჩვიეთ. თუ რაღაცას თავად მოამზადებენ, შემდეგ აუცილებლად სიამოვნებით შეჭამენ.

6. ბავშვებისთვის მისაბაძი მაგალითი გახდით. თუ ისინი დაინახავენ, რომ ჯანსაღ საკვებს ხშირად და სიამოვნებით ღებულობთ, თქვენს მაგალითს აუცილებლად მიბაძავენ.

მთავარი რჩევა: ბავშვები წაახალისეთ ჯანსაღი კვების პროდუქტების არჩევით, ხილისა და ბოსტნეულის ჭამით, ასევე უჯრედისის საჭირო რაოდენობის მიღებით. ფიზიკური აქტიურობა და აქტიური თამაშები არ დაგავიწყდეთ.

Advertisement