Connect with us

საკითხავი

როგორ გამოვიყენოთ ეფექტურად კბილის პასტა პირის ღრუს გარეთ! 12 სუპერ მეთოდი

როგორ გამოვიყენოთ ეფექტურად კბილის პასტა პირის ღრუს გარეთ! 12 სუპერ მეთოდი

თქვენი კბილები რომ ჯანსაღი და სუფთა იყოს, კბილის პასტა მარტივ, ხელმისაწვდომ და სასარგებლო პროდუქტს წარმოადგენს. თქვენი კბილების კარგი მდგომარეობის შენარჩუნების გარდა, ამ პროდუქტის გამოყენება სახლში სხვადასხვა ამოცანების შესასრულებლად შეგიძლიათ. და უფრო ხშირად იმაზე უკეთ მუშაობს, ვიდრე ამ კონკრეტული მიზნის შესასრულებლად შექმნილი პროდუქტები! აი, კბილის პასტის გამოყენების 12 ყველაზე გასაოცარი მეთოდი.

1.ვერცხლის გაუფერულებული ნივთები მცირე რაოდენობის კბილის პასტით გაწმინდეთ, რომ ისინი კვლავ ბრჭყვიალა გახდნენ.

2.კბილის პასტის გამოყენებით შეგიძლიათ ავტომობილის ფარები გლუვი და სუფთა გახადოთ. თანამედროვე კბილის პასტა აბრაზიულ მასალას შეიცავს, რომელიც გასუფთავების დროს სასწაულს ახდენს.

3.მცირე რაოდენობის კბილის პასტა სველ ქსოვილს წაუსვით და პიანინოს კლავიშები გაწმინდეთ. გაოცებული იქნებით, თუ ეს მეთოდი რამდენად ეფექტურად მუშაობს!

4.თეთრი ძირის მქონე ფეხსაცმელს კბილის პასტის მეშვეობით სწრაფად გაწმენდთ.

5.თუ სათვალის შიდა ნაწილს კბილის პასტის თხელი ფენით დაფარავთ, წყალში მოხვედრის შემდეგ, ცურვის დროს აღარ ჩამოგივარდებათ.

6.ხის ზედაპირებზე შეგიძლიათ ლაქა რამდენიმე წუთში მოაშოროთ, ამისთვის ზედაპირი კბილის პასტით გაწმინდეთ. სახიფათო ქიმიური ნივთიერებების გამოყენების აუცილებლობა არ არსებობს!

7.ტანსაცმელზე სხვადასხვა სახის ლაქების, პერანგზე პომადის კვალიდან დაწყებული სპაგეტის ლაქით დამთავრებული, ამოყვანას კბილის პასტის დახმარებით შეძლებთ. ლაქა მცირე რაოდენობის კბილის პასტით დაფარეთ, ოდნავ გაჩიჩქნეთ და ცოტა ხნით გააჩერეთ, სანამ გარეცხავთ. გახსოვდეთ, რომ ფერადი ტანსაცმლისთვის უმჯობესია მათეთრებელი კბილის პასტა არ გამოიყენოთ.

8.ონკანის სახელურები კბილის პასტით და ქსოვილით გაწმინდეთ, რომ მათ ძველი ბრწყინვალება დაუბრუნოთ. ფაქტიურად, ის ნებისმიერ ქრომირებულ ზედაპირზე მუშაობს.

9.კბილის პასტა შეგიძლიათ ჟანგის მოსაშორებლად გამოიყენოთ.

10.მცირე რაოდენობის კბილის პასტა ქსოვილს წაუსვით, შემდეგ სმარტფონის ეკრანზე ნებისმიერი ნაკაწრი გაწმინდეთ და კბილის პასტის ნარჩენები მოაშორეთ. შემდეგ ეკრანი მშრალი პირსახოცით გაწმინდეთ.

11.კბილის პასტას თქვენი ფრჩხილების გაწმენდაც შეუძლია. უბრალოდ მცირე რაოდენობის კბილის პასტით დაფარეთ, რამდენიმე წუთით გაიჩერეთ და წყლით ჩამოიბანეთ.

12.თუ მცირე რაოდენობის კბილის პასტით ხელებს დაიბანთ, ნივრის, ხახვის და თევზის სუნი წამში გაქრება.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.

Advertisement