Connect with us

საკითხავი

როგორ გავწმინდოთ უთო პარაცეტამოლით: არანაირი თავის ტკივილი, არანაირი ნამწვი

ჩემი ქმარი ტანსაცმლის დაუთოების დიდოსტატი არაა. ამას უხალისოდ აკეთებს, მოწყობილობის გამორთვა ავიწყდება, ხშირად რკინის მასალებსაც აუთოებს, რომლის დაუთოებაც არ შეიძლება. ასე ჩვენს უთოზე წარმოიქმნა ნამწვი, რომელიც ადრეც არც მინახავს. გახეხვა მინდოდა, მაგრამ ზედაპირის დაზიანების შემეშინდა. ინტერნეტში ძალიან ბევრი რჩევა ვნახე, თუ როგორ მომეშორებინა მიმწვარი. ძმრის მეთოდი ვცადეთ, მაგრამ არ მიშველა.

ამ დროს მეზობელი დამეხმარა, რომელსაც ლიფტში ველაპარაკებოდი. აღმოჩნდა, რომ რამდენიმე კვირა ტყუილად ვწვალობდი! სახლის პირობებში ნამწვის მოსაშორებლად უბრალოდ სამედიცინო საშუალება უნდა გამოიყენოთ. მე კი უკვე ხელოსანთან წაღებას ვაპირებდი! გიზიარებთ რჩევას.

თქვენ დაგჭირდებათ:

  • ხელთათმანი ან პინცეტი
  • ჩვარი
  • პარაცეტამოლი

1. უთო გააცხელეთ.

2. ხელთათმანი ჩამოიცვით ან პინცეტი გამოიყენეთ.

3. პარაცეტამოლის აბები ჭუჭყიან ადგილას წაუსვით. უთო აბებს სწრაფად გაადნობს, მას და ნამწვს ნახევრად თხევად მასად გადააქცევს. გამოიყენეთ იმდენი აბი, რამდენიც დაგჭირდებათ, რომ ნამწვი მოაშოროთ.

4. ნარევის ნარჩენები უბრალო ჩვრით მოაშორეთ.

5. ორთქლის ფუნქცია გამოიყენეთ, რომ წვრილი ნაწილაკები მოიშოროთ, რომლებიც შეიძლება ხვრელში მოხვედრილიყო. უთოს ზედაპირი კვლავ გაწმინდეთ.

როგორც აღმოჩნდა, სახლის პირობებში შეგიძლიათ უთოს ნამწვი მოაშოროთ და არ დააზიანოთ. დარწმუნებული ვარ, ასე ბევრ ფულს, დროს და ენერგიას დაზოგავთ. სასარგებლო ინფორმაცია მეგობრებს გაუზიარეთ!