Connect with us

თავის მოვლა

როგორ გავიპარსოთ ფეხები სწორად – 7 წესი, რომლებიც ყველამ უნდა იცოდეს

ქალბატონებისთვის სპეციალური სამართებლები მოიგონეს: დამარბილებელი ზოლებით, გამაგრილებელი ეექტით, გელის ბალიშებით, მცენარეული ექსტრაქტებით და ა.შ. თუმცა როგორც აღმოჩნდა თუ პარსვის წესებს არ იცავ გაპარსული ადგილი მაინც გაღიზიანდება.

1. გაიპარსეთ დილით

დლით კანი უფრო ელასტიურია და ტრავმის ალბათობა გაცილებით დაბალია.

2. დაილბეთ ფეხი

სანამ პარსვას დაწყებთ ჩაჯექით თბილ წყალში ან ფეხები დაიორთქლეთ ცხელი წყლით. ეს თმას დაარბილებს და კანიც უფრო ელასტიური გახდება.

3. დაიმუშავეთ სკრაბით

დაორთქლილი კანი იოლად ემშვიდობება გამაგრებულ უჯრედებს. თუ ამ ეტაპს გამოტოვებთ ზედაპირზე თმას დატოვებთ რომელიც ჩხვლეტას 12 საათის მერე დაიწყებს.

4. დაიტანეთ ქაფი ან საპარსი გელი

პარსვის დროს გოგონათა უმეტესობა საპონს, შამპუნს ან დუშგელს იყენებს რაც დიდი შეცდომაა. მხოლოდ სპეციალურ საპარს საშუალებას შეუძილია თმის შესაბამისი დარბილება და კანის პარსვის პროცესშივე დამშვიდება.

5. გაიპარსეთ თმის ზრდის მიმართულებით და არა საწინააღმდეგოდ

ერთი შეხედვით არალოგიკურად ჟღერს. არასწორი მიმართულებით პარსვისას კანს აზიანებთ და თმის ჭრის ადგილას კი შეიძლება მათი რაოდენობა გაიზარდოს.

6. ნუ გადააჭარბებთ

ყოველ მონაკვეთში სამართებელი მხოლოდ ერთხელ უნდა გაატაროთ. თუ სამართებელი საქმეს თავს ვერ ართმევს მაშინ ის ახლით უნდა შეცვალოთ. სამართებლის კანზე ხშირი სმით კანის ზედა ფენას აზიანებთ და თმები უფრო ხშირი გახდება.

7. დაიმშვიდეთ კანი

პარსვის შემდეგ, თუნდაც ყველა წესს იცავდეთ, კანი მაინც გაღიზიანებული იქნება. დაიტანეთ მასზე გამაგრილებელი კრემი ან სპეციალური პარსვის შემდგომი საშუალება. მნიშვნელოვანია: არ გამოიყენოთ სპრიტის შემცველი პროდუქცია, რათა ქავილსა და გაღიზიანებას დააღწიოთ თავი.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.