Connect with us

ჯანმრთელობა

როგორ გავიკეთოთ ღვიძლის დეტოქსი

ღვიძლი ტოქსიკური ნივთიერებების ერთგვარ ფილტრს წარმოადგენს. ის ორგანიზმში არსებულ შხამებს უფრო უვნებელ და იოლად მოცილებად ნივთიერებებად აქცევს. ზოგჯერ ღვიძლს წმენდა ჭირდება, რომელიც სერიოზული დაავადებების პროფილაქტიკისთვის უნდა ჩაიტაროთ. თუ არ იცით როგორ გაწმინდოთ ღვიძლი ყოველგვარი ქიმიისა და გართულებების გარეშე, ყურადღება ქიშმიშს მიაპყარით.

ღვიძლის ქიშმიშით წმენდა – ყველაზე რბილის საშუალება, რომელსაც სრულად შეუძია დამღლელი დიეტებისა და მტკივნეული პროცედურების ჩატარება. გამხმარ კენკრაში დიდი რაოდენობით ინსულინი შედის. სწორედ ის გვეხმარება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის დალაგებასა და ღვიძლზე დატვირთის შემცირებაში.

ქიშმიშის წყალი ღვიძლისთვის

ქიშმიშის წყალს სხვადასხვა მიზნებისთის იყენებენ. მაგალითად: თავის ტკივილებისგან, ქრონიკული დაღლილობისგან, უძილობისგან, სისხლის ნაკლებობისგან თავდასაცავად. ამასთანავე ის შესანიშნავი საშუალებაა დეტოქსისთვის. ეფექტურად და რბილად წმენდს სისხლძარღვების სისტემას, თირკმელებს, განსაკუთრებით კი ღვიძლს.

ქიშმიშის წყლის რეცეპტი ძალიან პოპულარულია აიურვედულ პრაქტიკებში. მას იქ არა მხოლოდ ორგანიზმის წმენდისთვის, არამედ ნერვული სისტემის გაახალგაზრდავებისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის კარგი მუშაობისთის იყენებენ.

ქიშმიში მდიდარია ფიტონუტრიენტებით, ისინი პირველ რიგში დაბერებას უშლიან ხელს, ხელს უწყობენ გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას და კუჭ-ნაწლავის ტრაქტს. ღვიძისთის განსაკუთრებით სასარგებლოა ქიშმიშში შემავალი ინსულინი.

გამწმენდი სასმელის მოსამზადებლად მუქი, კარგად გამომშრალი და დანაოჭებული ქიშმიში დაგჭირდებათ. სწორედ მასში შედის ყველაზე მეტი სასარგებლო ნივთიერებები.

ინგრედიენტები:

  • 100 გრამი ქიშმიში
  • 200 მილიგრამი თბილი წყალი
  • 350 მილიგრამი ცივი ანადუღარი წყალი

მომზადების წესი

ქიშმიშს დაასხით თბილი წყალი და 15 წუთით გააჩერეთ. შემდეგ გადაღვარეთ წყალი, კენკრა კი გარეცხეთ. დასხით ცივი ანადუღარი წყალი და 24 საათით დატოვეთ.

გამოიყენეთ რვიძის საწმენდი საშუალება დლით, უზმოზე. აუცილებელია არა მხოლოდ სითხის დალევა, არამედ ქიშმიშის შეჭმაც. შემდეგ დაწექით გვერდულად და ღვიძლთან სათბურა დაიდეთ, ასეთ მდგომარეობაში 2 საათი უნდა გაატაროთ. პროცედურა კვირაში ერთხელ, თვეში 4-ჯერ უნდა ჩაიტაროთ.

მთელი 30 დღე ეცადეთ სასარგებლო ბოჭკოთი მდიდარი პროდუქტები გამოიყენოთ: უმის ხილი, ბოსტნეული, მთელმარცვლოვანი პური. არ დაგავიწყდეთ ბევრი წყლის მიღება – არა ნაკლებ 2 ლიტრი დღეში.

ამ პროცედურის რამდენჯერმე გამეორების შემდეგ სიმსუბუქეს იგრძნობთ და პირიდან მომწარო გემოც გაგიქრებათ.