Connect with us

სხვა

როგორ გავზარდოთ კურკისგან – ლიმონი?! მეთოდი რომელიც ნამდვილად მუშაობს!

ლიმონი მარადმწვანე სუბტროპიკული მცენარეა. ის თეთრი, ფუმფულა ყვავილებით ყვავილობს, აქვს ოვალური ფორმის ფოთლები რომლებიც ეთერზეთებს შეიცავენ. ბუნებაში ლიმონი 3-5 მეტრი იზრდება, სახლის პირობებში კი ეს ბუჩქი 1-1,5 მეტრს აღწევს. უყვარს ტენიანი ჰაერი, კარგად ეგუება ჩრდილს. ჩვეულებრივ მისი ფოთლები 2-3 წელი ძლებენ, შემდეგ ცვივიან და ხე ახალი ფოთლებით იმოსება.

თუ მოვლის წესებს არ დაიცავთ, ფოთლები სწრაფად დაცვივდება, ეს საკმაოდ საწყენია რადგან, მცენარის ნაყოფიერება და ჯანმრთელობა სწორედ ფოთლების რაოდენობაზეა დამოკიდებული.

ფენ-შუის მიხედვით ლიმონი ილუზიებისგან ათავისუფლებს, ახდენს ემოციების გაწონასწორებას, აუმჯობესებს ხასიათს და ხსნის შფოთვას. ყვითელი ფერი მზის მკურნალ ფერს ასახავს. აქვს ანტივირუსული მოქმედება, აძლიერებს იმუნიტეტს, ხსნის თავის ტკივილს, თავბრუსხვევას, გულისრევას. ასტიმულირებს ტვინის მუშაობას.

აი ჩვენი მეთოდი:

1. ლიმონს კურკებს ვაცლით, დივერსიფიკაციისთვის 3 ცალს.

2. ვიღებთ 10-15 სანტიმეტრი დიამეტრის მქონდე ქოთანს. ჩავდგამთ დრენაჟს, ცოტაოდენ ქვიშასა და ნეშომპალას.

3. კალამით ან ფანქრით ვაკეთებთ 2-3 სანტიმეტრი სიღრმის ორმოებს.

4. უნდა მოამზადოთ კურკებიც: ვრეცხავთ მათ კალიუმის პერმანგანატის მსუბუქ ხსნარში.

5. კურკებს ნიადაგში ჩავდებთ, მიწა აუცილებლად კარგად უნდა გააფხვიეროთ.

6. არ აწყენს თუ რამე ისეთით მორწყავთ, რაც ჩვენს ლიმონს დაფესვიანებაში დაეხმარება.

7. ქოთანს შუშის ქილას, ცელოფანს ან პლასტმასის გადაჭრილ ბოთლს ვაფარებთ.

8. ქოთანს 20-25 გრადუს ტემპერატურაზე ვაჩერებთ და ვრწყავთ საჭიროების შემთხვევაში.

ველოდებით დაახლოებით 1 თვე და პირველი წანაზარდიც გაჩნდება, ხოლო პირველ ლიმონამდე – 7 წელი უნდა დაიცადოთ. სახლის პირობებში გაზრდილ ლიმონის ხეს დაახლოებით 20 წვნიანი ლიმონის მოცემა შეუძლა.

მოზრდილი ლიმონის ხე, არამარტო თვალს ახარებს, არამედ არაჩვეულებრივ, მსუბუქ არომატსაც აფრქვევს!