Connect with us

საკითხავი

როგორ გავექცეთ ცუდ ფიქრებს და როგორ ავირიდოთ თავიდან სტრესი

გახსოვთ ცნობილი ექსპერიმენტი ორ ბატკანზე? ერთი სახეობის ცხოველები სხვადასხვა გალიაში მოათავსეს და ერთნაირად კვებავდნენ, მაგრამ ერთ-ერთი ბატკნის გალიას გვერდით მგლების გალია მოათავსეს.

ცხვარი, რომელიც მტაცებელს ვერ ხედავდა, იყო ენერგიული, ხოლო ცხვარი, რომელიც მუდმივად სტრესის პირობებში იმყოფებოდა, ნაკლებად მოძრავი, იმედგაცრუებული და ძალაგამოცლილი იყო. ტყუილად არ ამბობენ, რომ ყველა დაავადების მიზეზი ნერვებია, ხოლო შური, სიძულვილი და შიში შეიძლება სიკვდილის მიზეზიც გახდეს.

ნებისმიერი ფსიქოლოგიური დისბალანსი ადრე თუ გვიან ავადმყოფობას იწვევს. როგორ დავიცვათ თავი უარყოფითი ემოციებისგან? დღეს გიამბობთ, როგორ დაამარცხოთ სტრესი და მოიშოროთ უარყოფითი ფიქრები, რომ დაავადების გამომწვევი მიკრო ორგანიზმებისთვის ადვილად ხელმისაწვდომი არ გახდეთ.

სტრესის მკურნალობა

„როცა ადამიანი უარყოფითი ემოციებისგან თავისუფლდება, არა მხოლოდ განწყობა უმჯობესდება, არამედ თვითშეგრძნებაც“ – ირწმუნება რუმინელი ფილოსოფოსი კონსტანტინ დულკანი. ქრონიკული სტრესი, შფოთვის, შურის, სიძულვილის და ბრაზის მუდმივი შეგრძნება ორგანიზმში ph ბალანსის გადაწევას იწვევს მჟავის მხარეს და ადამიანი სხვადასხვა დაავადების, მათ შორის სიმსივნის მიმართ, სუსტი ხდება.

დულკანის თქმით, ორგანიზმს დეპრესიას აზიანებს: „ასეთი მდგომარეობა იწვევს მთელ რიგ ანთებას, იმუნიტეტს ასუსტებს, ანუ ადამიანის ორგანიზმი მავნე მიკროორგანიზმებისა და ბაქტერიების გასავითარებლად კარგი გარემო ხდება. შიშის გრძნობამ საერთოდ შეიძლება ფატალური შედეგი გამოიწვიოს!

პოზიტიური აზროვნება აძლიერებს იმუნურ სისტემას, სასიცოცხლო ენერგიას ზრდის და ცხოვრებას ახანგრძლივებს, კანი ლამაზი და ჯანმრთელი ხდება. პროფესორი დულკანის თქმით, სტრესის მოშორება და ტვინის დაპროგრამება თავად შეგიძლიათ! აი, რას გირჩევს სპეციალისტი.

როგორ დავძლიოთ სტრესი და დეპრესია

1. ეცადეთ ნეგატიური ემოციები, ბრაზი და შიში გააკონტროლო. წვრილმანებზე არ გაბრაზდეთ და გარშემომყოფების შეცდომების გაგება ისწავლეთ. „თუ ადამიანი შეცდომას უშვებს, ვცდილობ მას ვაპატიო. სწრაფად აპატიეთ, რადგან პატიება ფიზიოლოგიურ დონეზე  ph ბალანსს ტუტეს ხდის, ანუ ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს“ – ამბობს დულკანი.

რა თქმა უნდა, სტრესის მოშორებას ვერ შეძლებთ საკუთარ თავზე მუშაობის გარეშე. გახსოვდეთ: ბრაზის თითოეული წამი ორგანიზმში ათასობით უჯრედს კლავს.

2. მუშაობის დროს ყოველ საათში საკუთარ თავს 10 წუთიანი შესვენება მოუწვეთ: ზრუნვა დაივიწყეთ, ეცადეთ ფიქრები მოიშოროთ, რაიმე სასიამოვნოთი გაერთოთ. სასურველია შენობიდან გახვიდეთ, რომ სუფთა ჰაერის ჩასუნთქვით ისიამოვნოთ. თუ  ყოველდღიურ რუტინაში დახარჯულ ენერგიას ვერ აღიდგენთ, მისი მუდმივი ნაკადი უარყოფით შედეგებს გამოიწვევს. მაგრამ თუ ყოველდღე პატარა დასვენებას მოიწყობთ, მალე სხვა რიტმში გადახვალთ.

3. ყავა ჩაით ჩაანაცვლეთ. ცხელი სასმელი ნელა და აუჩქარებლად დალიეთ, თითოეული ყლუპით სიამოვნება ისწავლეთ. დროთა განმავლობაში ნებისმიერ სიტუაციაში მოდუნებას და ტვინის ბედნიერებაზე დაპროგრამებას ისწავლით.

4. დაღლილობა და ქრონიკული სტრესი ხშირად ტვინში ჟანგბადის ნაკლებობით არის გამოწვეული, ტყუილად არაა რომ რელაქსაციის ყველა მეთოდი სუნთქვაზე არის დამოკიდებული. „რამდენიმე წუთით თვალებს ვხუჭავ, ღრმად ჩასუნთქვას ვაკეთებ და ამოსუნთქვის დროს დაღლილობისგან ვთავისუფლდები. და ასე რამდენჯერმე. თავის ტკივილის გამაყუჩებელს არასდროს ვსვამ. უბრალოდ ვდუნდები, წარმოვიდგენ ბურთს, რომელიც სითბოს ასხივებს, ის გულიდან ტვინის მიმართულებით მოძრაობს იქ, სადაც ძლიერად მტკივა. ამას რამდენჯერმე ვაკეთებ და ტკივილი ქრება“ – წერს პროფესორი.

5. თუ გსურთ იყოთ ჯანმრთელი, აქტიური ცხოვრების წესით იცხოვრეთ, სწორად იკვებეთ, სრულყოფილად დაისვენეთ და საუკეთესოს იმედი გქონდეთ. საყვარელი საქმით დაკავდით, რომელსაც მთელი ვნებით შეასრულებთ, ტვინს საკვები მიეცით და რუტინას გაექეცით. ბოროტი ფიქრები სამარეს გაგითხრით, მაგრამ ბედნიერი – ცხოვრებას გაგიხანგრძლივებს! ეძებეთ მხიარულება ყოველდღე, რადგან ის ადამიანის პურივით სჭირდება.

ახლა უკვე იცით, რომ ჰარმონია, გულუხვობა, უანგარობა და სიმშვიდე თქვენში ცხოვრობს, უბრალოდ ცუდისგან უნდა გათავისუფლდეთ და ემოციები გააკონტროლოთ. თუ სხვების პატივისცემის გამო არა, საკუთარი გულისთვის მაინც! მხრები გამართეთ, ღრმად ჩაისუნთქეთ და თამამად შეეგებეთ ახალ დღეს სახეზე ღიმილით – ასე სიცოცხლეს ახალ ფერებში დაინახავთ.

გაუზიარეთ ეს სასარგებლო ინფორმაცია თქვენს მეგობრებს.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.

Advertisement