Connect with us

ჯანმრთელობა

როგორ არ უნდა მოიქცეთ მენსტრუაციის დროს: ქალბატონების მიერ დაშვებული 9 საშიში შეცდომა

მენსტრუაციის დროს, ქალის ორგანიზმი უფრო მგრძნობიარე ხდება. თუმცა, ქალბატონთა უმრავლესობა ყურადღებას არ აქცევს მენსტრუალური ციკლის დაწყებას და ჩვეულ რიტმში აგრძელებს მოქმედებას. გინეკოლოგები კი გვირჩევენ, რომ ამ დღეებში საკუთარ თავს განსაკუთრებულად უნდა გავუფრთხილდეთ.

როგორ არ უნდა მოვიქცეთ მენსტრუაციის დროს

1. სპორტული აქტივობა
ქალბატონები ყურადღებას არ აქცევენ მენსტრუალურ ციკლს და მიდიან დარბაზში, რათა ვარჯიში არ გამოტოვონ. თუმცა, გინეკოლოგები დაჟინებით გვირჩევენ, უარი ვთქვათ მენსტრუაციის პირველ დღეს ნებისმიერი სახის ფიზიკურ დატვირთვაზე.
საქმე ისაა, რომ ამ პერიოდში სავარჯიშოები, როგორც არასდროს, აძლიერებს სისხლის მიდინებას სასქესო ორგანოებში, რაც ჭარბ გამონადენს იწვევს.
თუმცა, ნუ შეიზღუდავთ სასარგებლო ვარჯიშებს: პილატესს, იოგას(გადაბრუნებული პოზების გარეშე) და სამკურნალო ფიზკულტურას.

2. წოლითი რეჟიმი

ქალბატონთა უმრავლესობა მენსტრუაციის პირველ დღეებს საწოლში ატარებს და კონცენტრირებულია მუცლის ტკივილზე. ეს სწორი არჩევანი არაა, ვინაიდან აბსოლუტური სიმშვიდის მდგომარეობაში სისხლი ნელდება და თვიური ციკლი გაცილებით მტკივნეული ხდება.
მენსტრუაციის დროს მცირე ფიზიკური სავარჯიშოები სასარგებლოა! გამონაკლისს მხოლოდ ის ქალბატონები წარმოადგენენ, რომელთა მენსტრუალური ციკლის დღეები ნამდვილი სასჯელია. ასეთ შემთხვევაში, პრობლემა უშუალოდ ექიმთან უნდა გადაწყვიტოთ.

3. აბაზანის მიღება

ამ პერიოდში აბაზანის მიღებაზე უარი უნდა თქვათ. მენსტრუაციის დროს, საშვილოსნოს ყელი ჩვეულებრივზე უფრო მეტადაა გახსნილი და, შესაბამისად, ბაქტერიების ნეგატიურ გავლენასაც უფრო მეტად ექვემდებარება.

უნდა მოერიდოთ ორგანიზმის გადახურებასაც: აბაზანის მიღების დროს სისხლძარღვები ფართოვდება, სისხლის ცირკულაცია კი ძლიერდება. ეს მძლავრი სისხლდენით დასრულდება.

Advertisement

4. აქტიური სქესობრივი ცხოვრება

ქალბატონები ხშირად ეკითხებიან გინეკოლოგს: დასაშვებია თუ არა ინტიმური კავშირი მენსტრუაციის დროს? ამ კითხვაზე ექიმები დადებითად პასუხობენ იმ პირობით, რომ პარტნიორები კონტრაცეპციის ბარიერულ საშუალებებს გამოიყენებენ.

თუმცა, ინტიმური კავშირის ყველა წესის დაცვის შემთხვევაშიც კი, არსებობს ანთებითი დაავადებების პროვოცირების რისკი. საშვილოსნოს სისხლი ხომ შესანიშნავი გარემოა ინფექციებისა და მიკრობების გასამრავლებლად. გადადეთ სქესობრივი სიამოვნება ციკლის დასრულებისთვის.

5. მკაცრი დიეტა

ზოგიერთი ქალბატონი, იდეალური ფიგურის მიღების მცდელობისას არც კი ფიქრობენ იმაზე, რომ უარი თქვან მკაცრ რეჟიმზე 1 დრით მაინც. თუმცა, გინეკოლოგები გვთხოვენ, მენსტრუალური ციკლის დროს შევადგინოთ სრულყოფილი რაციონი.

მიირთვით ყველაფერი, ოღონდ უფრო ხშირად და მცირე ულუფებად. ჭარბი საკვების მიღება ხომ, სისხლდენასთან კომბინაციით, გამოიწვევს შეუძლოდ ყოფნას.

6. სამედიცინო პრეპარატების მიღება

Advertisement

მენსტრუაციის დროს უარესდება სისხლის შედედებადობა, ამიტომ, ნუ მიიღებთ ისეთ პრეპარატებს, რომლებიც სისხლის შედედების პროცესზე მოქმედებს. ასეთ მედიკამენტებს მიეკუთვნება ასპირინი და ანალგინი. თუ ძლიერ ტკივილს განიცდით, მიიღეთ პარაცეტამოლის შემცველი პრეპარატები.

7. ალკოჰოლური სასმელების მოხმარება

გინეკოლოგები, ამ პერიოდში, ქალბატონებს ალკოჰოლურ სასმელებზე უარის თქმისკენ მოუწოდებენ. ალკოჰოლი მხოლოდ აძლიერებს მენსტრუალურ ტკივილსა და შეუძლოდ ყოფნას. კარგი ამბავი ისაა, რომ სითხეზე შეზღუდვა არ გაქვთ. მიირთვით იმდენი წყალი, ჩაი და წვენი, რამდენიც გენებოთ.

8. ტამპონების ხშირი გამოყენება

ტამპონების მუდმივი და ხანგრძლივი გამოყენება გამოიწვევს ანთებითი პროცესის წარმოქმნას. ეს განსაკუთრებით იმ ქალბატონებს ეხება, რომლებიც ხშირად იცვლიან ჰიგიენურ ტამპონებს შეუფერებელ ადგილას, დაუბანელი ხელებით. ასევე, ტამპონის ხანგრძლივი გამოყენება გამოიწვევს იმასაც, რომ სისხლის უჯრედები თბილ პირობებში დაიღუპება.

9. მარილიანი საკვების მიღება

ქალბატონთა უმრავლესობას, მენსტრუალური ციკლის დროს, შეშუპება აწუხებს, ამიტომ ნუ გააუარესებთ სიტუაციას მარილის მოხმარებით.

Advertisement

გაუზიარეთ ინფორმაცია ისეთ მეგობარს, რომელსაც მენსტრუალური ციკლის დროს აუტანელი ტკივილები აწუხებს. იქნებ ეს ინფორმაცია მას უკეთ გახდომაში დაეხმაროს 🙂