Connect with us

მოგზაურობა

როგორ ამზადებენ ყავას მსოფლიოს 12 სხვადასხვა ქვეყანაში

ყავა არის სასმელი, რომლითაც მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი თავის დილას იწყებს.

უდაოდ, ყავა ყველაზე პოპულარული და „გამაერთიანებელი“ სასმელია ჩვენს პლანეტაზე.

მიუხედავად ამისა, სხვადასხვა ქვეყანაში ყავა ტრადიციული მომზადების მეთოდისა და სასიამოვნო, კლასიკური რეცეპტისგან საკმაოდ განსხვავება.

სწორედ ამიტომ, თუ მაგალითად, თქვენ ფინელ მეგობარს ყავის დალევაზე შეუთანხმდით, გაითვალისწინეთ, რომ ძალიან მალე თქვენი წარმოდგენა ყავაზე შეიცვლება.

რას გულისხმობენ სიტყვა „ყავაში“ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

კვერცხიანი ყავა (ვიეტნამი)

რეცეპტის მთავარი ინგრედიენტებია – კვერცხის გული, შესქელებული რძე, შაქარი და ცხელი ყავა.

ლაპლანდიური ყავა (ფინეთი)

ჭიქაში ჯერ ლაპლანდიური ყველის ნაჭერს დებენ, შემდეგ ყავას ასხამენ.

ესპრესო რომაულად (იტალია)

ესპრესო ლიმონის ნაჭერთან ერთად, ამასთან გამოყენების წინ კოვზით ლიმონი ჭიქის კედლისკენ და ძირისკენ უნდა გასწიოთ.

ლაგრიმა (არგენტინა)

რძის ქაფს მხოლოდ რამდენიმე წვეთ ძლიერ ყავას უმატებენ. მარტივად რომ ვთქვათ, უფრო რძეა ყავით.

ბონბონი (ესპანეთი)

ეს არის ესპრესო შესქელებული რძით. თუ ნახევარ ჩვეულებრივ რძეს ნახევარ შესქელებულ რძეს აურევთ, გამოგივათ სასმელი leche y leche.

ყავა სანელებლებით (მაროკო)

სანელებლების ნარევი, როგორიცაა სეზამის თესლი, შავი წიწაკა და მუსკატის კაკალი, ყავის მარცვლებთან ერთად იფქვევა და მიიღება ნამდვილად ძლიერი სასმელი.

ყავა ჩაით (ჰონგკონგი)

ყავის და რძიანი ჩაის ნარევი პირველივე ყლუპიდან შთაბეჭდილებას ახდენს. 4 პაკეტი შავი ჩაი, წიწაკა, შესქელებული რძე და 2 კოვზი ყავა დაგჭირდებათ.

ფრაპე (საბერძნეთი)

ყავა, ნაყინი, რძე და ყინულიანი წყალი – აი, გემრიელი frappe-ს ინგრედიენტები.

ფარისეი (გერმანია)

ეს სასმელი გერმანიაში შექმნეს იმისთვის, რომ ოჯახურ წვეულებებზე ალკოჰოლის არსებობა შეენიღბათ. ათქვეფილი ნაღების ქვეშ ყავაში საკმაოდ დიდი დოზა რომი იმალება.

ტოუბა (სენეგალი)

შეწვის დროს ყავის მარცვლებს გვინეურ წიწაკას უმატებენ. თავად სასმელი ჩვეულებრივი გაფილტრული ყავის მსგავსად მზადდება.

ყავა ნივრით და თაფლით (თურქეთი)

პოპულარული სასმელი თურქეთში. ამ ყავას „ძველი მავრის რეცეპტს“ უწოდებენ.

ყავა ფორთოხლით (იამაიკა)

იამაიკა პირველ რიგში რომთან ასოცირდება. გასაოცარი არაა, რომ ტრადიციულ იამაიკურ ყავას ამ ძლიერი ალკოჰოლური სასმელის დამატებით ამზადებენ.

Advertisement