Connect with us

სხვა

„როგორც წესი, ყოველი იდიოტის უკან დიდებული ქალი დგას“ – ჯონ ლენონის 12 ციტატა სიყვარულის შესახებ

„როგორც წესი, ყოველი იდიოტის უკან დიდებული ქალი დგას“ - ჯონ ლენონის 12 ციტატა სიყვარულის შესახებ

ის რევოლუციონერი და მეამბოხე იყო: პოლიტიკის ნაცვლად სიყვარულს გთავაზობდა, თავდაჭერილობის ნაცვლად სექსუალურ თავისუფლებას, ყოველდღიური რუტინის ნაცვლად საკუთარი თავის ძიებას. სიყვარულის, მშვიდობის და თავისუფლების შესახებ ჯონ ლენონის ციტატები 70-იანელი თაობის მანიფესტად იქცა.

მისთვის ყველაფერი ჩვეულებრივი უცხო იყო. სწორედ ამიტომ, მისი ცხოვრების მეგზური გახდა ქალი, რომელიც სხვებს არ ჰგავდა – იოკო ონო. მოგვიანებით ონომ თქვა: „ჩვენ უბრალოდ ერთმანეთი გვიყვარდა, ყველაფერი დანარჩენი პოპ ისტორიაა“.

ლენონმა წარმოუდგენლად გაჯერებული, მაგრამ ხანმოკლე ცხოვრება განვლო. მუსიკოსი 40 წლის ასაკში სიძულვილით სავსე თაყვანისმცემლის ტყვიამ იმსხვერპლა. ეს 1980 წელს მოხდა… მისი ფრაზები კი დღემდე ჩვენს გრძნობებს ეხება.

არ დაივიწყოთ ჯონ ლენონის სიტყვები: „ყველაფერი, რაც თქვენ გჭირდებათ, სიყვარულია“.

1.“როგორც წესი, ყოველი იდიოტის უკან დიდებული ქალი დგას, ყოველი მამაკაცისთვის მამოძრავებელი ძალა ქალია. ქალის გარეშე ნაპოლეონი უბრალოდ იდიოტი იყო“.

2.“ფოსტალიონს ხელმოწერა სჭირდება. ტაქსის მძღოლს სურათი. ოფიციანტს ხელის ჩამორთმევა. ყველას შენი ნაწილი სჭირდება“.

3.“ცხოვრება ისაა, რაც შენთან ხდება, სანამ თავად ცხოვრების გეგმებს აწყობ“.

Advertisement

4.“ვალდებული არ ხართ, ვინმეს აუხსნათ, თუ ვინ ხართ. თქვენ ხართ ის, ვინც ხართ!“

5.“ჩვენ სიყვარულის ნიჭი გვაქვს, მაგრამ სიყვარული ძვირფასი მცენარეა. მისი უბრალოდ მიღება და მიტოვება არ შეიძლება, ან იმის ფიქრი, რომ ყველაფერი თავისთავად მოხდება. თქვენ მისი მორწყვა უნდა გააგრძელოთ. თქვენ ჭეშმარიტად მასზე და მის განვითარებაზე უნდა იზრუნოთ“.

6.“ცხოვრებაში ორი მთავარი მოტივაცია არსებობს: შიში და სიყვარული. როცა ჩვენ გვეშინია, ცხოვრებიდან გამოვდივართ. როცა გვიყვარს, ვნებით და შფოთვით ვღებულობთ ყველაფერს, რასაც ცხოვრება გვაწვდის. ჯერ საკუთარი თავის, ღირსების და ნაკლის სიყვარული უნდა ვისწავლოთ. თუ საკუთარი თავის შეყვარებას ვერ შეძლებთ, სხვა ადამიანის სიყვარულზე ბოლომდე მინდობას ვერ მოახერხებთ. შემოქმედებას ვერ შეძლებთ. საუკეთესო სამყაროს იმედი – ეს არის იმ ადამიანის უშიშრობა და გულწრფელობა, რომელთაც ცხოვრება უყვართ“

7.“ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც სიყვარულით დასაკავებლად უნდა დაიმალოთ, მაშინ როცა ძალადობა თითქმის დღის შუქზე ხდება“.

8.“ყველაფერი გასაგები ხდება, როცა შეყვარებული ხართ“.

9.“თუ საკუთარი თავის შეყვარებას ვერ შეძლებთ, სხვა ადამიანის ბოლომდე სიყვარულს და შემოქმედებას ვერ მოახერხებთ“.

10.“თუ ვინმე ფიქრობს, რომ სიყვარული და მშვიდობა ეს კლიშეა, რომლებიც 60-იანებში უნდა დავტოვოთ, ეს მათი პრობლემაა. სიყვარული და მშვიდობა უკვდავია“.

Advertisement

11.“ჩვენი საზოგადოება – გიჟი ადამიანების გიჟური მიზნებისკენ რბოლაა“.

12.“ბოლოს და ბოლოს, ყველაფერი კარგად იქნება. თუ ახლა ყველაფერი კარგად არაა, ანუ ეს ჯერ კიდევ დასასრული არაა“.