Connect with us

ჰოროსკოპი

როგორი იქნება 2020 წელი?! აღმოსავლური ჰოროსკოპი დაბადების წლის მიხედვით

ძალიან მალე, ყველა სახლის კარზე ახალი 2020 წელი დააკაკუნებს, რაც ნიშნავს, რომ დროა ვიფიქროთ იმაზე, თუ რომელი ცხოველი გახდება მომავალი წლის მფლობელი და რა ცვლილებებს გვპირდება თითოეულ ჩვენგანს.

უპირველეს ყოვლისა უნდა ითქვას, რომ აღმოსავლეთის კალენდრის მიხედვით, ახალი წელი არა პირველ, არამედ 2020 წლის 25 იანვარს იწყება და მისი მმართველი თეთრი ვირთხა გახდება. ის სწრაფი, მახვილგონიერი, მარაგის მოყვარული და ძალიან ფრთხილია. სწორედ ამ თვისებებით დააჯილდოვებს ვირთხა თავის მეგობრებს – ხარის, კურდღელის და დრაკონის წელში დაბადებულებს – მათთვის, ეს წელი ყველაზე ბედნიერი იქნება. ეს პერიოდი საკმაოდ კარგი იქნება ძაღლების, ღორებისა და მაიმუნებისთვის, რომლებთანაც თეთრ ვირთხას ასევე მეგობრული დამოკიდებულება აქვს. მაგრამ ცხენებს და მამლებს სერიოზულად უნდა ეშინოდეთ, ამ წლის მბრძანებელი ყველა მხრიდან ეცდება პრობლემების შექმნას.
ამავდროულად, უნდა ავღნიშნოთ, რომ აღმოსავლეთის კალენდარის მიხედვით, იწყება 12-წლიანი ახალი ციკლი, რაც ნიშნავს, რომ ეს წელი იქნება ახალი აღმოჩენებისა და შესანიშნავი წამოწყებების წელი. თქვენ უბრალოდ უნდა გამოიყენოთ უკეთესი ცხოვრების შანსი, რომელსაც, რა თქმა უნდა, ჩვენი დიდი პლანეტის ყველა მკვიდრი მიიღებს.

მაშ ასე, როგორი იქნება 2020 წელი თითოეული ადამიანისთვის, მისი დაბადების წლის მიხედვით?

ვირთხა

ვირთხის წელში დაბადებულებს ეს წელი დიდი პასუხისმგებლობით მოეპყრობა, ეს მათი წელია, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ უნდა მოემზადოთ შესაძლო ცვლილებებისთვის და ცხოვრებისეული დარტყმისთვისაც კი. რადგან მათ გამძლეობაზე და სიმტკიცეზეა დამოკიდებული თუ როგორი შედეგით დამთავრდება ეს წელი მათთვის.

შესაძლოა მათ შეიცვლონ საცხოვრებელი ადგილი, იპოვონ ახალი სამსახური ან მიიღონ გამოწვევა, რომელიც მათ აიძულებს, თავიანთი ძალა და ნება ერთ მუჭში მოაქციონ. გარდა ამისა, ვირთხებს შეუძლიათ აღმოაჩინონ თავის თავში ახალი საინტერესო ნიჭი, რაც მათ ცხოვრებისეულ შეხედულებებსაც კი შეცვლის.
ნებისმიერ შემთხვევაში, გახსოვდეთ, რომ კომუნიკაციური უნარების განვითარებით და რთული სიტუაციებიდან გამოსავლის პოვნის ნიჭის გამოვლენით, შეგიძლიათ მიაღწიოთ განვითარების ახალ საფეხურს.

ხარი

ხარებისთვის “ოქროს დრო” მოდის, რაც ნიშნავს, რომ ეს ის პერიოდია, როდესაც ეს ხალხი მიიღებს ყველაფერს. ნებისმიერ იდეას ან წამოწყებას, რომელსაც თავად ხარი დაისახავს მიზნად, უსათუოდ უწერია განხორციელება და თან ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.

რაც უფრო მალე მიხვდებიან ამას ხარის წელში დაბადებული ადამიანები, გააანალიზებენ თუ რამდენად გაუმართლათ მათ, მით უფრო მეტი შანსი აქვთ 2020 წელი დაასრულონ მაჟორულ ნოტაზე დაასრულონ.

ამ ნიშნის წარმომადგენლები თავიდან იცილებენ რისკებს, მაგრამ მომავალ წელს თქვენ უნდა გამოიყენოთ ავანტურიზმი და დაეთანხმოთ საეჭვო წინადადებებსაც კი, რადგან თქვენი იღბლის წყალობით, ისინი აუცილებლად მიგვიყვანენ წარმატებამდე. მნიშვნელოვანია მხოლოდ ის, რომ ამ ადამიანებმა წარმატებისგან თავბრუსხვევა არ იგრძნონ.

ვეფხვი

ვეფხვისთვის, მომავალი წელი შედარებით მშვიდად გაივლის. სხვათა შორის, ეს შესანიშნავი ამბავია, რადგან წინა წლებმა ამ პიროვნებების ცხოვრებაში უამრავი გართულება მოიტანეს, რის შემდეგაც მათ სიჩუმე და სიმშვიდე სურთ. იდეალურია თუ ზაფხულის არდადეგებს უცხოეთში მოგზაურობას და დასვენებას დაუთმობთ.

მოგზაურობისას, ვეფხვს არა მხოლოდ სხეულისა და სულის განტვირთვა, არამედ საინტერესო ახალი ნაცნობობის შეიძენის შანსიც ეძლევა, რომელიც მომავალში მათ ბევრ სასიამოვნო ემოციასა და სარგებელს მოუტანს. უბრალოდ გახსოვდეთ, რომ მომავალი წელი არ არის შესაფერისი კონფლიქტური და დანაშაულთან დაკავშირებული ქმედებებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვეფხვებისთვის შეიძლება უმძიმესი პერიოდი დაიწყოს.

კურდღელი

თეთრი ვირთხის წელი გვპირდება, რომ საკმაოდ წარმატებული იქნება კურდღლის წელს დაბადებული ადამიანებისთვის. მათ აქვთ შესაძლებლობა, გაზარდონ თავიანთი შემოსავალი განვითარების გზით, ასევე მოულოდნელი იღბალიც დიდ გავლენას იქონიებს წარმატებაზე, რომელიც მათ გაზაფხულზე ელოდება. შანსი აქვთ მიიღონ მემკვიდრეობა და არც ლატარიის მოგებაა გამორიცხული, თუ ლატარიის ბილეთები არასდროს გიყიდია, გააკეთეთ ეს 2020 წლისთვის!

გარდა ამისა, ეს პერიოდი იდეალურია თქვენს ურთიერთობში გასარკვევად და გადამწყვეტი ნაბიჯის გადასადგმელად. კურდღელს შეუძლია თამამად შესთავაზოს ხელი და გული საყვარელ ადამიანს, ასევე შეიტყოს ოჯახში წევრის გარდაუვალი შემატების შესახებ.

დრაკონი

ზრდისა და განვითარების წელი იწყება მათთვის, ვინც დაიბადა დრაკონის ნიშნის ქვეშ. მზად იყავით იმისთვის, რომ წლის დასაწყისში თქვენი პოტენციალი ძალიან დაფასდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ შეიძლება შესთავაზონ სამსახურში მაღალი პოზიცია. სხვათა შორის, მიღწევები შეიძლება პირად ცხოვრებაშიც გქონდეთ.
დრაკონი შეიძლება სასურველ ადამიანს შეხვდეს, რომლის წყალობითაც იგი წარსულთან კავშირს შეწყვეტს, უარს იტყვის ცუდი ჩვევებზე და ამ პიროვნების ერთგული გახდება. ასეთი ცვლილებები განსაკუთრებით მოსალოდნელია წლის მეორე ნახევარში. ამავდროულად, 2020 წელს სხვები გარკვეულ იმედებს დაამყარებენ ამ ნიშნის წარმომადგენლებზე, შრომითი და მეგობრული ურთიერთობები ამ ადამიანებთან დამოკიდებული იქნება იმაზე, შეძლებს თუ არა დრაკონი გაუმკლავდეს ასეთ პასუხისმგებლობას.

გველი

2020 წელი გველისთვის სიძლიერის ნამდვილი გამოცდა იქნება. უკვე პირველ თვეებში, შესაძლოა სერიოზული პრობლემები შეხვდეს ამ ადამიანებს, რაც მათ ცხოვრების წესის შეცვლასა და  ბევრ რამეზევუარის თქმას აიძულებს. არ დანებება, ამ პერიოდში უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე.

გარდა ამისა, ამ პოზიციიდან გამომდინარე, ბრძენი გველი შეძლებს გაერკვეს, ვინ არის მისი მეგობარი და ვინ იყო მასთან მხოლოდ ეგოისტური მოტივებით. თუ ეს ადამიანი სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებს და სწორად იმოქმედებს წლის ბოლოს ცხოვრების ჩვეულ რითმს დაუბრუნდება და უფრო უკეთესადაც იქნება ვიდრე მანამდე იყო.

ცხენი

ეს წელი არ იქნება გადამწყვეტად მნიშვნელობა ცხენის წელს დაბადებულ პირთათვის, მაგრამ ის აიძულებს ამ ადამიანებს უფრო მეტად დაეყრდნოს საკუთარ თავს და არ ეშინოდეს პასუხისმგებლობის. უახლოესი პერიოდი სრულყოფილია იმისათვის, რომ ცხოვრება დაიწყოს ”ნულიდან”, რაც ნიშნავს განქორწინებას, თუ ქორწინება არ იწვევს კმაყოფილებას, ან სამუშაოს ადგილის შეცვლას.

გარდა ამისა, 2020 წელს, ცხენებმა უნდა განიხილონ განათლების მიღება ან სწავლის გაგრძელება. ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც საშუალებას გაძლევთ გააფართოვოთ თქვენი ჰორიზონტი და უფრო პროფესიონალი გახდეთ, წარმატებული იქნება ცხენის წელში დაბადებული ადამიანებისთვის. მომავალში, დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება მათთვის ძალიან სასარგებლო იქნება.

თხა

2020 წლის დასაწყისში თხა დაიცავს თავის პოზიციას და დაადასტურებს საკუთარ სტატუსს. ალბათ, ამისათვის, თქვენ შრომისმოყვარეობა და საკუთარი თავის კონტროლი მოგიწევთ, რაც წარმოუდგენლად მიაჩნია თხის რქას.
აიყვანეთ თავი ხელში და შეეცადეთ იყოთ საუკეთესო – ცხოვრების ყველა ასპექტში. წლის მეორე ნახევარში შეგიძლიათ იამაყოთ თქვენი მიღწევებით. ზოგადად, წლის ბოლოს უნდა დაისვენოთ და ყურადღება გაამახვილოთ პირად სურვილებზე.

ეს პერიოდი ზუსტადაც რომ ყველაზე გიჟური გეგმების განახორციელებისთვისაა. გააკეთე ის, რაც შენს გულს სურს, რაც არ უნდა ის თქვან სხვებმა!

მაიმუნი

მხიარული და კომუნიკაბელური მაიმუნები 2020 წელს ერთი ამოსუნთქვით გაივლიან, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ეჭვს მოიშორებენ და არ იდარდებენ წვრილმანებზე, რომლებიც მათი ყურადღების ღირსი არ არის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ამ წელს ის იდეები იქნება, რომლებიც მაიმუნის ნათელ თავში წარმოიქმნება. ნუ შეგეშინდებათ მათზე საუბარი და შეეცადეთ ისინი პრაქტიკაში გამოიყენოთ. ვირთხა როგორც ამ პერიოდის მბრძანებელი, დაგეხმარებათ თქვენს ყველა წამოწყებაში. წელს მაიმუნების ჯანმრთელობა გასაფრთხილებელი იქნება. ზაფხულში და შემოდგომის დასაწყისში, ამ ხალხს ხერხემლისა და სახსრების მდგომარეობის შემოწმება ესაჭიროება.

მამალი

ვირთხა არის მამლის მოწინააღმდეგე და ამიტომ ამ წელს ამ ნიშნის პიროვნებებისთვის სხვადასხვა გამოცდების გაგზავნა და მტრობა დაიწყება. გაზაფხულზე მოემზადეთ სერიოზული უთანხმოებისთვის საყვარელ ადამიანთან.

თუ მამალი არ გამოიჩენს სიმშვიდეს და წინდახედულობას, სავარაუდოდ, იგი განქორწინების წინაშე აღმოჩნდება. პრობლემები შეიძლება წარმოიშვას ბიზნესის სფეროში. ალბათ, მამალს გაუჩნდება სერიოზული კონკურენტები და მოუწევს ძალისხმევა, რომ დაამტკიცოს თავისი უპირატესობა. ზოგადად, 2020 წელი სატესტო პერიოდი იქნება ამ ნიშნის ინდივიდებისთვის მაგრამ ვინც ამ პერიოდს ღირსეულად გაივლის, კიდევ უფრო ძლიერი გახდება.

ძაღლი

2020 წელს ძაღლებმა ყურადღება უნდა გაამახვირონ ახალი მეგობრების შეძენაზე და მეგობრობის განმტკიცებაზე. მეგობრების მხარდაჭერისა და აუცილებელი კავშირების გარეშე, ძაღლებისთვის ძნელი იქნება წინსვლა და ცხოვრებით ტკბობა. ამიტომ, ახალი წლის პირველი თვეებიდან, შეეცადეთ აირჩიოთ აქტიური ცხოვრების წესი, ხშირად გაერთეთ თქვენს გარშემო მყოფ ადამიანებთან და ნუ შეგრცხვებათ გაეცნოთ მათ, ვინც გულწრფელად მოგწონთ.

ასევე, წლის ბოლო თვეები ძაღლებისთვის წარმოუდგენლად წარმატებული იქნება ცხოვრების თითოეულ სფეროში. იყავით თავხედური და გჯეროდეთ თქვენი იღბლის! ცხოვრება ნამდვილად დააჯილდოებს თქვენ გამბედაობას და მოგცემთ ბევრ გამარჯვებას!

ღორი

ღორის წელში დაბადებული ადამიანებისთვის ეს პერიოდი იქნება დრო, როდესაც შეგიძლიათ დაისვენოთ, იცხოვროთ და გააცნობიეროთ თქვენი უდიდესი სურვილები. გასულ პერიოდში ღორები ბევრს მუშაობდნენ, ასე რომ ახლა მათ დიდი ძალისხმევის გარეშე წინსვლა და საყვარელი ადამიანებისთვის უფრო მეტი დროის დათმობა შეუძლიათ.

სხვათა შორის, წელს, ამ ნიშნის წარმომადგენლებს ყველა შანსი აქვთ მიაღწიონ ახალ დონეებს საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში ან იფიქრონ ოჯახის გაზრდაზე. წელი შესაფერისია პოზიტიური ცვლილებებისთვის, მაგალითად, სახლის აშენებისთვის ან უფრო აყვავებულ ქვეყანაში გადასვლისთვის.

Advertisement
ყვავილები17 hours ago

მოქმედი მეთოდები კიტრის ფუჭყვავილას თავიდან ასაცილებლად

ჯანმრთელობა21 hours ago

ფეხის ტკივილის დროს მაგნიუმის ზეთი დაგეხმარებათ. თავად მოამზადეთ

კულინარია21 hours ago

12 ხრიკი ხახვით, რომელიც არა მხოლოდ სამზარეულოში გამოგადგებათ

ყვავილები21 hours ago

5 ნაბიჯი პომიდვრის კარგი მოსავლის მისაღებად

ჯანმრთელობა21 hours ago

ჩემს ასაკში გახდომაში ერთი გასაოცარი გეგმა დამეხმარა! ახლა 58 კგ-ს ვიწონი, დილით უბრალოდ 1 ჭიქა სასმელს ვსვამ

ჯანმრთელობა2 days ago

როგორ ეხმარება 1 ჩ/კ ზეითუნის ზეთი გულის ჯანმრთელობის შენარჩუნებას

ჯანმრთელობა2 days ago

ნაადრევი მენოპაუზა: რა შეიძლება გაკეთდეს ახლავე, რომ მისი დაწყება გადადოთ

ჯანმრთელობა2 days ago

8 საუკეთესო პროდუქტი D ვიტამინის ნაკლებობისას

ჯანმრთელობა2 days ago

მოამზადე ეს საშუალება და აჩუქე კანს სიგლუვე!

ჯანმრთელობა3 days ago

ექიმმა დოინჯშემოყრით უთხრა: ძვირფასო, წელის 5 სმ-ით შემცირება მარტივად შეიძლება, ნუ გეშინია

ჯანმრთელობა1 week ago

4 მნიშვნელოვანი ფაქტი გულის დაავადებებზე, რომლის შესახებ ყველა ქალმა უნდა იცოდეს

ყვავილები4 weeks ago

როგორი სასუქი გამოვიყენოთ კიტრის გაზრდისთვის

ყვავილები4 weeks ago

მაისის თვის თესვის კალენდარი

ჯანმრთელობა3 weeks ago

3 მარტივი შინაურული რეცეპტი ფრჩხილის სოკოს მოსაშორებლად

საკითხავი4 weeks ago

ის რკინის არაა! მეტალის ნეჭას გამოყენების 10 მოულოდნელი მეთოდი

ჯანმრთელობა1 week ago

ბალზამი ნატურალური კომპონენტებით: საუკეთესო მეთოდი სისხლძარღვების ბადის მოსაშორებლად

სხვა4 weeks ago

ძველი კბილის ჯაგრისი არ გადააგდოთ! აი, რისთვის გამოგადგებათ

თავის მოვლა1 week ago

როგორ მოვიშოროთ საღებავი თმიდან სახლის პირობებში: 8 გამოცდილი მეთოდი

ჯანმრთელობა4 weeks ago

როგორ შეიცვლება თქვენი ორგანიზმი თუ ყოველ დილით შვრიის ფაფას მიირთმევთ

სხვა1 week ago

რატომ უნდა ჩავამატოთ მარილი სარეცხ მანქანაში

ტრენდული