Connect with us

ჰოროსკოპი

როგორი დედა ხართ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით – სია საუკეთესოდან უარესისკენ  

როგორც არ უნდა ეცადოთ, სრულყოფილი არავინაა! ეს ცხოვრების ნებისმიერ ასპექტს, მათ შორის დედობას ეხება. ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ყველა დედას თავისი ძლიერი მხარე და აღზრდის უნიკალური სტილი, მაგრამ ამასთან სუსტი მხარეც აქვს. დღეს გიამბობთ, როგორ გადანაწილდნენ დედები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით სიაში საუკეთესოდან უარესისკენ.

12. თევზები – დედა, რომელიც ღრუბლებში დაფრინავს

თევზების მთავარი თვისებებია მგრძნობელობა, თანაგრძნობა, კრეატიულობა, ინტუიცია, თუმცა ასევე ნერვიულობა და რეალობასთან კავშირის არ არსებობა. თევზები ხელოვნებას ძალიან აფასებს და ამიტომ ბავშვებს ხელოვნების სიყვარულს და შემოქმედებით უნარებს ასწავლის. დედა თევზი საკუთარ მაგალითზე აჩვენებს, თუ როგორ უნდა იყოთ კეთილი და სხვებს დაეხმაროთ.

ეს შესანიშნავი თვისებაა, რომელსაც ნებისმიერი დედა უნდა ფლობდეს. მიუხედავად ამისა, დედა თევზს ერთი სერიოზული ნაკლი აქვს. ის რეალობასთან კავშირს ხშირად კარგავს. ბავშვებს ოცნებებისკენ სწრაფვას მოუწოდებს, მაგრამ არ ასწავლის, თუ ეს როგორ გააკეთონ. სიმკაცრის უუნარობა ბავშვებზეც აისახება – ისინი თევზებს სასტიკად ეპყრობიან და ხშირად თავნებები ხდებიან.

11. ვერძი – შეუპოვარი და უტაქტო დედა

ვერძის საერთო თვისებებია მისწრაფება, იმპულსურობა, ვნება, ენერგიულობა და დაპირისპირება. დედა ვერძი ყოველთვის ყურადღებას მიაქცევს, რომ ბავშვის მოთხოვნები დაკმაყოფილებული იყოს – ეს ეხება როგორც დასვენებას, ასევე კლასგარეშე საქმიანობას და ჰობს.

მაშინაც კი, თუ მისი პირადი გრაფიკი გადატვირთულია, ბავშვების საქმეებისთვის დროს ყოველთვის გამონახავს. მას სურს, რომ შვილები რისკიანები იყვნენ და ხელს უწყობს რომ მათ პრობლემების არ შეეშინდეთ და დაპირისპირებას არასდროს გაექცნენ.

მიუხედავად ამისა, ვერძი ძალიან უტაქტოა. ამასთან შეცდომებს ვერ იტანს და ამის გამო მკაცრად სჯის. ისინი ბავშვებს კომფორტის ზონიდან გამოსვლას აიძულებენ, მაგრამ ბავშვებს ასეთი ზეწოლის გაძლება უჭირს. დედა ვერძი უნდა მიხვდეს, რომ მისი ბავშვები ვალდებულნი არ არიან, რომ მსოფლიო დაიპყრონ. მათ მოტივაციის სხვა მეთოდები უნდა იპოვონ.

10. კირჩხიბი – ზედმეტად ემოციური დედა

კირჩხიბი იმდენად ემოციურია, რომ შეგიძლიათ მოვარდნილ ტალღას შეადაროთ. დედა კირჩხიბი სახლის და ოჯახის ემოციური დამცველი, შესანიშნავი აღმზრდელი და ფინანსების კარგი მმართველია. ბავშვებს დედის სიყვარულში ეჭვი არასდროს შეეპარებათ.

თუმცა კირჩხიბს საკუთარი თავით უკმაყოფილება ახასიათებს. თუ მისი ბავშვები სკოლაში კარგ ნიშანს მიიღებენ, დედა ბედნიერებისგან ცრემლებს დაღვრის. თუ სკოლაში ცუდად სწავლობენ, მათი დედა იტირებს და საკუთარ თავს დაადანაშაულებს, რომ ბავშვებმა კარგად ათვისება ვერ შეძლეს. და ასე შემდეგ. მსგავსი ემოციურობა ბავშვებს აშინებთ და ისინი ყველაფერს დამალავენ, რომ მათი დედა არ განაწყენდეს.

9. ტყუპები – შესანიშნავი ორატორი, მაგრამ ცუდი მსმენელი

ტყუპების თვისებებია – კომუნიკაცია, კრეატიულობა, მხიარულება, მაგრამ, როგორც ცნობილია, ის ბევრს ლაპარაკობს და მოულოდნელად ცვალებადია. მას საკუთარი ბავშვები ძალიან უყვარს, გულახდილი და დემოკრატიულია. ტყუპების ბავშვები თავისუფლები და თავდაჯერებულები იზრდებიან.

დედა ტყუპის ნაკლია – მოსმენის უუნარობა, გაფანტულობა. საკუთარი ფიქრებით იმდენად დაკავებულია, რომ ბავშვის მონოლოგს არსის გაგების გარეშე უსმენს. დედა ტყუპს სკოლის შეკრებებზე სიარული არ უყვარს, მაგრამა ამასთან ბავშვებისთვის საჩუქრების გაკეთებასა და ტანსაცმლის ყიდვაზე გიჟდება.

8. თხის რქა – შეპყრობილი დედა

თხის რქის მთავარი თვისებებია ერთგულება, ანგარიშიანობა, დისციპლინა, სერიოზულობა და ეთიკური ნორმების შესაბამისად მუშაობა. შეგიძლიათ თავდაჯერებული იყოთ, რომ დედა თხის რქა ეცდება ბავშვებს ეს ასწავლოს. ის წარმოუდგენლად ერთგულია და ყოველთვის ცდილობს ბავშვებს მხარი დაუჭიროს. დედა თხის რქა ბავშვების ეფექტურად მოტივირებას ახერხებს.

მიუხედავად ამისა, თხის რქის ნაკლი იმაში მდგომარეობს, რომ დისციპლინით უბრალოდ შეპყრობილია და ავტორიტარიზმის ზღვარზე აბალანსებს. მისთვის უცხოა მხიარულება, ამიტომ დედა თხის რქამ საკუთარ თავს მუდმივად უნდა შეახსენოს, რომ სამსახური და დისციპლინა მნიშვნელოვანია, მაგრამ ცოტა მხიარულებაც საჭიროა. ეს საჭირო ბალანსს შექმნის, რაც ბავშვებისთვის აუცილებელია.

7. კურო – მომთმენი, მაგრამ ჟინიანი დედა

კუროს ზოგადი თვისებებია მოთმინება, ბუნებისა და სილამაზის მიმართ სიყვარული, სიჯიუტე, ასევე საკვების და ხარჯების მიმართ სიყვარული. ის ბავშვების მიმართ მომთმენია, მათ დისციპლინას და ფულის დაფასებას აჩვევს მაშინაც კი, თუ ფუფუნების საგნები უყვარს.

მიუხედავად ამისა, დედა კურო შეიძლება იყოს ჯიუტი და ბავშვებთან უსიამოვნო დაპირისპირებაში შევიდეს. ის ბავშებს არაჯანსაღი საკვებით ანებივრებს და ამას ჯილდოს სახით იყენებს. თუ მომზადების დრო აქვს, ჯანსაღ საკვებს არ მოამზადებს. შემწვარი და ცხიმიანი – მისი საყვარელი კერძია.

6. სასწორი – დედა, რომელსაც მეგობრობა სურს

სასწორი ყველგან ბალანსს, მშვიდობას და ჰარმონიას ეძებს, მაგრამ ასევე ორჭოფობა ახასიათებს და წინააღმდეგობის გაწევა არ შეუძლია. ის ფაქტი, რომ დედა სასწორი გაწონასწორებული, მშვიდობის და სახლში ჰარმონიის შენარჩუნების მოყვარულია, განსაკუთრებით როცა საქმე და-ძმის ჩხუბის მოგვარებას ეხება, ბავშვებისთვის სასარგებლოა.

პრობლემა, რომელსაც სასწორი ეჯახება, იმაში მდგომარეობს, რომ მას დისციპლინის უნარი არ აქვს, რადგან ეს საგონებელში აგდებს. სწორედ ამიტომ ხშირად ბავშვების მეგობარი ხდება!

მიუხედავად იმისა, რომ არაფერია ცუდი იმაში, რომ მშობელი შვილისთვის ზოგიერთ დონეზე მეგობარი იყო, ბავშვს დისციპლინა სჭირდება და ამის უზრუნველყოფა სასწორს არ შეუძლია, რადგან მას დაპირისპირება არ უყვარს.

5. მშვილდოსანი – იმპულსური დედა

მშვილდოსნის თვისებებია – თავგადასავლებისა და სწავლის მიმართ სიყვარული, დამოუკიდებლობა, იუმორის გრძნობა და იმპულსურობა. სწორედ ამიტომ, დედა მშვილდოსანს ძლიერი სურვილი აქვს, რომ მისი ბავშვები ადრეული ასაკიდან რისკიანები და დამოუკიდებლები გახდნენ. სავარაუდოდ, ბავშვებთან ერთად იმოგზაურობენ, როცა ისინი საკმაოდ დიდები გახდებიან, რომ ინფორმაცია შეინარჩუნოს და მოგზაურობის გამოცდილებიდან რაღაც მიიღოს.

ბავშვებს ბევრ საინტერესო ფაქტს და დამოუკიდებლობას ასწავლის. დედა მშვილდოსანი ბავშვებს მუდმივად გააცინებს, რადგან იუმორის გრძნობა ბუნებით აქვს მინიჭებული.

მშვილდოსნის ყველაზე გავრცელებული უარყოფითი თვისებაა იმპულსურობა და მას ბავშვისთვის სწორი რუტინის შედგენა არ შეუძლია, რაც მოზარდობის პერიოდში ასე საჭიროა.

დედა მშვილდოსანი ვარაუდობს, რომ რუტინის არ არსებობა მათ რისკის გაწევას და უფრო მეტ დამოუკიდებლობაში დაეხმარება. მაგრამ სინამდვილეში მოდუნება ბავშვებს თავდაჯერებულობას აკარგვინებს. სპონტანურობა კარგია, მაგრამ ეს ჯანსაღ რუტინასთან კომბინაციაში უნდა იყოს, რომელიც ბავშვებს უსაფრთხოებისთვის სჭირდება.

4. ქალწული – მომთხოვნი დედა

დედა ქალწულს სხვებითვის სარგებელი მოაქვს, ჯანმრთელობაზე, სისუფთავესა და დისციპლინაზე ზრუნავს. მას სამსახურისა და ბავშვის აღზრდის შეთავსება შეუძლია, მაგრამ რომელიმეს საზიანოდ. მიუხედავად იმისა, რომ ქალწულს შვილები ძალიან უყვარს, მათ მიმართ მოლოდინი წარმოუდგენლად მაღალია. სწორედ ამიტომ შეიძლება იყოს კრიტიკული. იმის აღიარება არ სურ, რომ ბავშვს გარკვეული დონის მიღწევა არ შეუძლია.

მისმა მოლოდინებმა შეიძლება ბავშვის გადაღლა გამოიწვიოს. ერთია, როცა ბავშვი იმ საქმით არის დაკავებული, რაც მას მოსწონს, მეორეა, როცა ბავშვი დედას რაღაცას უმტკიცებს. დედა ქალწულის პერფექციონისტის ბუნება არის ის, რის გამოც ბავშვები მას ადვილად უგულებელყოფენ, როცა გაიზრდებიან. დედა ქალწულმა უნდა აღიაროს, რომ ბავშვებს საკუთარი მოლოდინების თავზე მოხვევა საჭირო არაა!

3. მორიელი – უკიდურესობის დედა

მორიელის თვისებებია ინტუიცია, დაცვა, ერთგულება, გულწრფელობა, მაგრამ შეიძლება კოშმარი გახდეს, თუ მას შეეხებით. სინამდვილეში დედა მორიელს წარმოუდგენელი ინტუიცია აქვს და ჩვეულებრივ იციან, თუ რა ხდება ბავშვებთან, სანამ თავად ბავშვები მიხვდებიან.

დედა მორიელი ოჯახის მოთხოვნილებებს საკუთარ მოთხოვნილებებზე წინ აყენებს და ბავშვებს ყოველთვის დაიცავს. განსაკუთრებით მაშინ, თუ საფრთხეს გრძნობს. მიუხედავად ამისა, დედა მორიელის ყველაზე დიდ ნაკლს წარმოადგენს ის, რომ ბავშვის საქციელზე მღელვარე რეაქცია აქვს.

დედა მორიელი ბავშვებისთვის ყველაზე მკაცრ სასჯელზე ფიქრობს და ყველაზე გულსატკენ სიტყვებს ეუბნებიან. სწორედ ამიტომ, ბავშვებს რაიმე საქმის გაკეთება აშინებთ, რადგან არ იციან ეს დედას მოეწონება თუ არა.

2. მერწყული – მოუთმენელი დედა

მერწყულის თვისებებია – უნიკალურობა, შესაბამისობის სურვილის არ ქონა, ინოვაცია და განცალკევება. დედა მერწყული ბავშვებს თავდაჯერებულობის მოპოვებაში, შემოქმედებითი და ორიგინალური უნარების გამოვლენაში მხარს უჭერს. ბავშვები ყოველ მხრივ განვითარებულნი და აქტიურები იზრდებიან.

სამწუხაროდ, დედა მერწყულს წარუმატებლობის და ნებისმიერი ემოციური აფეთქების მიმართ მოთმინება არ აქვს. ის მოთმინებას კარგავს და პანიკაში ვარდება, როცა ბავშვი ავად ხდება ან პრეტენზიულია. უსიამოვნებები მას აპათიის მდგომარეობაში აგდებს და გადაწყვეტილების მიღება უჭირს.

1. ლომი – ავტორიტეტული დედა

პატივმოყვარეობის მოყვარული, საკუთარ თავზე ორიენტირებული და დრამატული დედა ლომი ბავშვისთვის მძიმე გამოცდაა. მიუხედავად იმისა, რომ ბაშვებისთვის გულუხვი საჩუქრების გაკეთება უყვარს, ის საკუთარ მოთხოვნილებებს პირველ ადგილზე აყენებს. მაგალითად, მას ბავშვების დაბადების დღეების გადახდა უყვარს, მაგრამ მასზე არა შვილების მეგობრებს, არამედ საკუთარ დაქალებს დაპატიჟებს, რომ ახალ კაბაში გამოჩნდეს.

დედა ლომი ცუდი მასწავლებელია და ყველაფრის უფლებასა და დისციპლინას შორის ბალანსის პოვნა უჭირს. ის ბავშვებზე ზედმეტ ზეწოლას ახდენს, ან ძალიან ბევრს მოითხოვს. თუ მას გულს ატკენთ ან იმედს გაუცრუებთ, დიდხანს ჩუმად იქნება და შერიგებას თავად არასდროს მოგთხოვთ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

Advertisement
ტესტები2 hours ago

აირჩიეთ ერთ-ერთი მტრედი და მიიღეთ პერსონალური შეტყობინება

ჯანმრთელობა2 hours ago

7 ავადმყოფობა, რომელთაც შესანიშნავად უმკლავდება ოთახის ალოეს წვენი

ჯანმრთელობა1 day ago

როგორ მოვიშოროთ ქუსლის ძვლის დეზი: 7 ნატურალური შინაურული რეცეპტი

თავის მოვლა1 day ago

შეინარჩუნეთ კანის სილამაზე და ახალგაზრდობა ამ 4 ზეთის დახმარებით

ჯანმრთელობა1 day ago

პირშუშხა სისხლძარღვებს წმენდს, სტენოკარდიას, იშემიურ და ჰიპერტონიულ დაავადებას კურნავს

საკითხავი1 day ago

მობილურ ტელეფონში ამ ფუნქციის გამოყენებამ, შესაძლოა, ერთ დღეს სიკვდილისგან გიხსნათ

ჯანმრთელობა1 day ago

6 პროდუქტი, რომლებიც ჰორმონალურ დისბალანსს იწვევს

სახლი და დიზაინი1 day ago

ეს დიასახლისი ნაკვეთზე ნარგავებს ნამდვილ შედევრებად აქცევს!

კულინარია2 days ago

ერთადერთი სწორი რეცეპტი პიცის იდეალური ცომის მოსამზადებლად

ჯანმრთელობა2 days ago

მაისის ბოლოს შეგროვებული მწვანე კაკლის ნაყოფის 4 უძველესი სამკურნალო საშუალება

ყვავილები2 weeks ago

მცენარეებს საფუარის ნაყენით ვრწყავ. პომიდორსა და კიტრს არანაირი დაავადება არ ეკარებათ!

ყვავილები3 weeks ago

კიტრის ფესვი რომ არ დალპეს და ფოთლები არ გაყვითლდეს! რჩევები დამწყებთათვის, თუ როგორ დარგოთ და გაზარდოთ კიტრი

ტესტები2 weeks ago

აირჩიეთ კონვერტი და გაიგეთ საიდუმლო – რა გელით მომავალი 3 დღე

ჯანმრთელობა5 days ago

მაისსა და ივნისში ნიგვზის ფოთლებს ვაგროვებ და ამით ჯანმრთელობას ვაძლიერებ

ჯანმრთელობა1 week ago

სიმსივნის 17 ადრეული სიმპტომი, რომლის უგულვებელყოფა არ შეიძლება!

ჯანმრთელობა2 weeks ago

ვიტამინ В12-ის ნაკლებობის 15 სიმპტომი ქალბატონებში: ეს ძალიან საშიში შემთხვევაა!

ჯანმრთელობა6 days ago

ტვინის ანევრიზმის 5 სახიფათო სიმპტომი: ყურადღებით იყავით!

კულინარია2 weeks ago

პომიდვრის მწნილი ზამთრისთვის: ყოველ წელს სულ უფრო მეტს ვამზადებ და საკმარისი მაინც არაა

ტესტები6 days ago

რომელი მთვარე მოგწონთ ყველაზე მეტად? პასუხი თქვენი ხასიათის თვისებებს გამოავლენს

ყვავილები2 weeks ago

ნატურალური სასუქი კიტრის უხვი მოსავლის მისაღებად: მხოლოდ ნამდვილი მებაღეებისთვის

ტრენდული