Connect with us

ჯანმრთელობა

რისი ჭამა ეკრძალებათ ქალბატონებს 50 წლის შემდეგ. ელენა მალიშევა მოგვითხრობს

ცოტა ხნის წინ დეიდა ელენამ ასეთი რამ მითხრა: „54 წლის ასაკში თავს მსოფლიოს ყველაზე ბედნიერებად ვგრძნობ, ასე კარგად თავი 30 წლის ასაკშიც არ მიგვრძნია!

რა თქმა უნდა, 50 წლის შემდეგ ორგანიზმში ზოგიერთი პროცესების მუშაობა იცვლება. ქალებს მენოპაუზა, ხოლო მამაკაცებს ანდროპაუზა ეწყებათ. მენოპაუზის დროს ქალებს ციებ-ცხელება აწუხებთ, ოსტეოპოროზი ვითარდება, წონაში იმატებენ. ჰორმონალური დისბალანსი ხშირად ძუძუს კიბოს და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დარღვევას იწვევს.

ყველა ეს საშიში დიაგნოზი საშიში აღარ იქნება, თუ მენიუს გადახედავთ და თანდათანობით  სწორ საკვებზე გადახვალთ. იმ პროდუქტებზე უარის თქმა, რომლებიც 50 წლის შემდეგ თქვენს ორგანიზმს კლავენ, და  ორგანიზმისთვის აუცილებელი საკვების მიღება კლიმაქსის კომფორტულად გადატანასა და პროცესების დარეგულირებაში დაგეხმარებათ.

ექიმების თქმით, სწორედ 50 წლის შემდეგ იწყება გემოს ჩვევის იძულებითი შეცვლა. თუ ამას სწორად გააკეთებთ, მარტივად იტყვით, რომ 50 წლის ასაკში ცხოვრება მხოლოდ იწყება!

ქალების კვების რაციონი 50 წლის შემდეგ

50 წლის შემდეგ რისი მიღება კატეგორიულად არ შეიძლება და ყოველდღიურ რაციონში აუცილებლად რა უნდა ჩართოთ. ამის შესახებ ელენა მალიშევა გიამბობთ.

რისი ჭამა ეკრძალებათ ქალბატონებს 50 წლის შემდეგ

1. კლიმაქსის დროს ქალების უმეტესობა ძლიერ დისკომფორტს არ განიცდიას, მაგრამ ზოგიერთი ქალი ნამდვილად იტანჯება. დისკომფორტი ფიზიოლოგიურ დონეზე ციებ-ცხელებითა და ფსიქოლოგიური სტრესით გამოიხატება.

სწორედ ამიტომ, რაციონიდან ალკოჰოლი და ცხარე საკვები ამოიღეთ, რადგან ციებ-ცხელებას ისინი ხელს უწყობენ.

2. მარილი და მისი შემცველი ყველა პროდუქტი ძვლებიდან კალციუმის გამოდევნას ხელს უწყობენ და შედეგად ძვლები მნიშვნელოვან ელემენტებს კარგავენ. აქედან მოდის მენოპაუზის პერიოდში ოსტეოპოროზის გართულება.

გადამუშავებულ ხორცის ძეხვის, სოსისის და კონსერვების სახით უარი უთხარით. ამ პროდუქტების გამორიცხვით ცხოვრებას მნიშვნელოვნად გაიხანგრძლივებთ!

3. ცხიმიანი და ფქვილიანი ნაწარმი წონის მომატებას და ძუძუს კიბოს განვითარებას ხელს უწყობენ.

4. ტკბილეულობა თავიდან და რაციონიდან ამოიღეთ. თუ ტკბილეულის გარეშე ვერ ძლებთ – ცუკატები მიირთვით!

სწორი კვების რაციონი ქალებისთვის 50 წლის შემდეგ

1. რძის პროდუქტები ძვლების გაძლიერებას ხელს უწყობენ.

2. სელის თესლი და ბერძნული ულუმბო ფიტოესტროგენებს შეიცავენ. ამის წყალობით ქალური ჰორმონების დეფიციტს აღიდგენთ, რომელიც მენოპაუზის შემდეგ მცირდება.

3. ახალი თევზი, კონკრეტულად: ქაშაყი, სკუმბრია და სარდინი. ეს პროდუქტები ომეგა-3 ნახევრად უჯერ ცხიმოვან მჟავებს შეიცავენ. ისინი სისხლძარღვებს აძლიერებენ, მათგან ქოლესტერინი გამოაქვთ და გულის მუშაობას არეგულირებენ.

4. წყალთან უნდა იმეგობროთ. ისე ძლიერ, რომ ყავასა და ჩაიზე მის გამო უარი უნდა თქვათ.

5. თუ ვახშმობა გიყვართ, ხილით და ბოსტნეულით ივახშმეთ. ასეთი ვიტამინებით მდიდარი პროდუქტები 50 წლის შემდეგ ქალებს ძალიან სჭირდებათ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.