Connect with us

ჯანმრთელობა

რისი თქმა შეუძლია ფეხების მდგომარეობას ჩვენს ჯანმრთელობაზე?

ჩვენი ფეხების მდგომარეობამ შეიძლება ბევრი ინფორმაცია მოგვაწოდოს ჩვენი ჯანმრთელობის შესახებ. მნიშვნელოვანია ყური მივუგდოთ ჩვენს ორგანიზმს, რათა შევაჩეროთ სხვადასხვა დაავადებების განვითარება. მხოლოდ ცოტამ თუ იცის, რომ ჩვენი ფეხები – გასაოცარი ინსტრუმენტია რომლებსაც ჩვენი ჯანმრთელობის შესახებ ბევრი რამის მოყოლა შეუძლიათ.

ჩვენს დღევანდელ სტატიაში თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სიმპტომები შევკრიბეთ რომლებიც შესაძლოა თქვენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე მიგვანიშნებდეს.

1. კოილონიქია

კოილონიქია – ეს ფრჩხილების დაავადებაა, რომლის დროსაც ისინი თხელდებიან. ეს მდგომარეობა ფრჩხილის ცენტრში იწყებს გაჩენას და ის რკინის დეფიციტით არის გამოწვეული. ამან შეიძლება ჯანმრთელობის ბევრ პრობლემა გამოიწვიოს, ისეთი როგორიცაა დაღლილობა, კანის სიმკრთალე, ტკივილ მკერდის არეში, თავბრუსხვევა და თავის ტკივილები.

2. ცივი ფეხები

თუ ცივი ფეხები ყოველგვარი მიზეზის გარეშე გაქვთ, ეს შეიძლება ზედმეტ ჰომოცისტეინთან და ამინომჟავებთან იყოს დაკავშირებული, რომელიც გულის დაავადებებთან და ცუდ სისხლის მიმოქცეასთან იყოს დაკავშირებული. ეს იმის გამო ხდება, რომ აუცილებული საკვები ნივთიერებები რომლებიც სისხლძარღვების მეშვეობით ტრანსპორტირდება – დაბოლოებებს ვერ აღწევენ.

3. დაბუჟება

ნევროპათია დიაბეტის ერთ-ერთი გართულებაა და ნერვებზეც მოქმედებს. ჩვენი ნერვები ჩვენს ტვინსა და სხეულს აკავშირებებნ. ახდენენ ჩვენი შეგრძნებების აქტივიზირებას, რაც საშუალებას გვაძლევს შევეხოთ, ვიგრძნოთ, დავინახოთ, მოვისმინოთ და ვიმოძრაოთ.

ნევროპათია სისხლში მაღალი გლუკოზის არსებობის შედეგია, რომელიც სისხლძარღვებს აზიანებს. ეს დაავადება საკვები ნივთიერებების სისხლძარღვებში მოხვედრას უშლის ხელს და ამას ნერვული ბოჭკოს განადგურებამდე მივყავართ.თუ ფეხებში ჩხვლეტებს ან გაბუჟებას გრძნობთ აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს.

4. ტკივილი სახსრებში

ტკივილი ფეხის სახსრებში, ასევე რევმატოიდული ართრიტის სახელითაც არის ცნობილი, ეს დაავადებაა რომლის დროსაც იმუნური სისტემა თავს ესხმის საკუთარი სხეულის ქსოვილს. ეს გავლენას ახდენს სახსრებზე, იწვევს მტკივნეულ შეშუპებას, საბოლოოდ ამან შეიძლება ძვლების ეროზიამდე ან სახსრების დეფორმაციამდე მიგვიყვანოს.

რევმატულ ართრიტთან დაკავშირებულმა შეშუპებამ შეიძლება სხეულის სხვა ნაწილებიც დააზიანოს. გაცილებით სერიოზულმა შემთხვევებმა შეიძლება სხვადასხვა ფიზიკური დარღვევები გამოიწვიოს.

5. ყვითელი ფეხის ფრჩხილები

ჩვეულებრივზე უფრო სქელი, ყვითელი ფეხის ფრჩხილები სოკოვანი დაავადებების შედეგია.

თუ ამ სიმპტომებიდან რომელიმე აგეღნიშნებათ, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან რათა დაავადებების შემდგომი განვითარება აიცილოთ თავიდან!