Connect with us

მოდა და სტილი

რით ვუშველოთ თმას, თუ პარიკმახერი 5 თვე არ გინახავთ

ქალები თმას სულ უფრო და უფრო იშვიათად იღებავენ და უპირატესობას ბუნებრიობას ანიჭებენ. ზოგჯერ, როცა იმიჯის შეცვლა სურთ ისე, რომ თმა ზედმეტად არ დააზიანონ, მელირების ტექნიკას იყენებენ.

თმის შეღებვის ტექნიკა პოპულარული ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იან წლებში იყო. ბრიჯიტ ბარდო ერთ–ერთი პირველი იყო, ვინც თმა ასე შეიღება. თავიდან ასე მოდურად თმის შეღებვა მხოლოდ მდიდარ ხალხს შეეძლო. ახლა კი, ტექნიკა თითქმის ყველა სილამაზის სალონში ხელმისაწვდომია. 2020 წლის მელირების ტექნიკა გასული საუკუნისგან ძლიერ განსხვავდება, ამასთან ახლა მელირების უამრავი ვარიანტი არსებობს.

თმის მელირება 2020 წელს

უკვე რამდენიმე წელია პოპულარულია თმის მელირების ერთ–ერთი ტექნიკა ომბრე. მელირება გარდასახვის ძალიან ნაზი ვარიანტია. ასე თმის ძირებს არ ვეხებით და ცალკეულ კულულებს ოდნავ ვაღიავებთ. ომბრეს გარდა არსებობს სხვა ვარიანტებიც: კალიფორნიული, ფრანგული, ამერიკული, შატუში. თითოეული იდეალურად გამოიყურება, თუ ოსტატთან გაგიმართლათ. ერთი შეხედვით, მელირება მარტივი პროცედურაა, მაგრამ სახლში ექსპერიმენტის ჩატარებას არ გირჩევთ.

გამაღიავებელი საშუალება თმაზე აგრესიულ ზემოქმედებას ახდენს და აზიანებს. დოზირება და შეღებვის ტექნიკა უნდა დაიცვათ, წინააღმდეგ შემთხვევაში თმას დააზიანებთ და შემდეგ მაინც სილამაზის სალონში გაქცევა მოგიწევთ სიტუაციის გამოსასწორებლად. ეს კი უფრო რთული იქნება, ვიდრე თავიდან ხარისხიანი მელირების გაკეთება.

თუ გსურთ გარეგნობა კარდინალურად არ შეცვალოთ, არამედ ლამაზი ბზინვარება მიანიჭოთ, ტექნიკა air touch გამოიყენეთ. ტექნიკა კალიფორნიულ მელირებას ძალიან ჰგავს, მაგრამ შეღებილი თმა ბუნებრივისგან დიდად არ განსხვავდება და გახუნებულ ეფექტს ქმნის.

ტექნიკა air touch

თმის შეღებვის ასეთი ტექნიკა ნებისმიერი სიგრძის თმას უხდება. ჰაერის ნაკადით შესაღები თმის შერჩევა ხდება. გამოყენებული საღებავი თმას არ აზიანებს. შედეგი ხანგრძლივია, რადგან სწორად შეღებვის შემთხვევაში ნელ–ნელა ნატურალური ფერისკენ გადადის. თუ ყოველ თვე სილამაზის სალონში მისვლა არ გსურთ, მელირების ეს ტექნიკა კარგი ვარიანტია.

ამ ტექნიკის წყალობით თმა უფრო კაშკაშა და მოვლილი ჩანს, არაბუნებრიობა არ იგრძნობა. თუმცა სასურველი შედეგის მიღწევა ძალიან რთულია. პარიკმახერი თმის შეღებვის შესახებ დიდ ცოდნას უნდა ფლობდეს.

როგორ ხდება შეღებვა

თავდაპირველად, შესაფერისი საღებავი უნდა შეირჩეს, რომ ბუნებრივი ბზინვარების ეფექტს მაქსიმალურად მიაღწიოთ. საღებავის შერჩევის დროს ითვალისწინებენ თმის ფერს, თმის ტიპს, მდგომარეობას, ასევე კლიენტის კანის ფერს.

შემდეგ აუცილებელი ინსტრუმენტები მზადდება: საღებავი, ფენი, ფოლგა, ფუნჯები. თმის შეღებვის დროს თმა მთელ სიგრძეზე იჩეჩება. ეს აუცილებელია საღებავის გასანაწილებლად. ყველაზე საპასუხისმგებლო ეტაპია, რადგან შეღებვის საბოლოო შედეგს განსაზღვრავს.

პარიკმახერი მინიმუმ 1 სმ სისქის თმას ირჩევს. შეღებვამდე თმას ჯერ საფეთქლების არედან იღებს და მას ფენს უშვერს, რომ შესაღებ თმას ზედმეტი თმა მოაშოროს.

შესაღები თმის ქვეშ ფოლგას დებენ, შემდეგ თმას საღებავს უსვამენ ისე, რომ თმის ძირამდე 3-5 სმ–ს ტოვებენ. პარიკმახერი თავად აკონტროლებს რამდენ ხანს უნდა გააჩეროს საღებავი, შემდეგ ფოლგას აშორებს და კონდიციონერს უსვამს. ამის შემდეგ თმის დავარცხნა ხდება.

აი, ასე საინტერესოდ ხდება თმის მელირების პროცესი. სახლში ასეთი შედეგის მიღწევა პროფესიონალსაც გაუჭირდება. თუ თმა ძვირფასია, მაგრამ შეღებვის ტექნიკა მოგეწონათ, ამის შესახებ თქვენს პარიკმახერს უთხარით.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.