Connect with us

ჯანმრთელობა

რითი უნდა ვიკვებოთ ქალბატონები, ახალგაზრდობა რომ გავიხანგრძლივოთ. ესტროგენებით მდიდარი 5 უბრალო პროდუქტი

სილამაზე შიგნიდან მოდის და პირდაპირ ქალის ჰორმონალურ ფონზეა დამოკიდებული. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ქალის გარეგნობაზე, მგრძნობელობასა და განწყობაზე გავლენას სწორედ ესტროგენის დონე ახდენს. ესტროგენს ახალგაზრდობის ჰორმონსაც უწოდებენ. ამ ჰორმონის დონის შემცირება წონის, მენსტრუაციული ციკლის, კანის მდგომარეობის და თვითშეფასების პრობლემებს იწვევს.

უკვე დამტკიცებული და დადასტურებულია, რომ ორგანიზმზე ხელოვნური ჰორმონები გაცილებით უფრო უხეშად და ძლიერად მოქმედებენ, ვიდრე ფიტოესტროგენები (მცენარეული ჰორმონები). სწორედ ამიტომ, ბევრად უფრო სასარგებლოა მათი საკვებიდან მიღება, ვიდრე სამკურნალო მედიკამენტების სახით. დღეს ესტროგენებით მდიდარ პროდუქტებზე გიამბობთ.

ესტროგენები პროდუქტებში

1. სელის თესლი

სელის თესლი საუკეთესო პროდუქტია ლიგნანების ჯგუფის მცენარეული ჰორმონების რაოდენობით, რომელსაც ესტროგენების მსგავსი აქტიურობა ახასიათებს. ასევე სელის თესლი ონკოლოგიური დაავადების საუკეთესო პროფილაქტიკის საშუალებაა. ის ორგანიზმს წმენდს და ძლიერ ანტიოქსიდანტს წარმოადგენს.

სელის თესლი დაფქული სახით ბევრ წყალთან ერთად უნდა მიიღოთ. შეგიძლიათ ფაფას ან დესერტს დაუმატოთ. გაითვალისწინეთ, რომ ორგანიზმისთვის მაქსიმალური ნორმა დღეში 2 სუფრის კოვზია.

პროფილაქტიკის მიზნით დღეში 1 ჩ/კ სელის დაფქული თესლი საკმარისია. მცენარეული ჰორმონი ლიგნანი ქუნჯუთის და მზესუმზირას თესლშიც შედის, მაგრამ უფრო მცირე რაოდენობით.

2. პარკოსანი პროდუქტები

ქალებისთვის ბარდის, ლობიოს და სოიოს მიღება სასარგებლოა. უკანასკნელში დიდი რაოდენობით იზოვლავონოიდები შედის, რომელიც ფიტოესტროგენის სახეობას წარმოადგენს.

სოიო ხშირად გენმოდიფიცირებული პროდუქტია და მეცნიერებმა ვერ გამოიტანეს დასკვნა, თუ რა რაოდენობით არის სასარგებლო. ექიმები მის ოსპით ჩანაცვლებას გირჩევენ. მასში უფრო ბევრი ცილაა. მას სეროტონინის წარმოება შეუძლია, რომელიც დეპრესიას მოგაშორებთ. ქალის ჯანმრთელობის შესანარჩულებად მისგან ფაფა, წვნიანი და სალათი მოამზადეთ.

3. ყავა

ყავის მავნებლობაზე რამდენიც არ უნდა იკამათონ, ის ქალის ორგანიზმისთვის სასარგებლოა. ოღონდ ყავა სუფთა სახით ან დარიჩინთან ერთად უნდა დალიოთ. დღეში მაქსიმუმ 300 მლ. ქალებს, რომლებიც მას ყოველდღე სვამენ, ესტროგენის დონე 70%-ით უფრო მაღალი აქვთ. ვიდრე სხვებს. გაითვალისწინეთ. ესტროგენების სიჭარბე გახდომას ხელს უშლის. სწორედ ამიტომ დიეტის დროს ყავა რაციონიდან ამოიღეთ.

4. გარგარი

ხილს შორის გარგარი ყველაზე დიდი რაოდენობით ლიგნანებს შეიცავს, რომელიც ქალის ჰორმონალურ ფონზე დადებით გავლენას ახდენს. საინტერესო ფაქტი: ცნობილი ერის ხუნძების, რომელიც თავისი ჯანმრთელობით და ხანგრძლივი ცხოვრებით ცნობილი გახდა, მთავარი საკვები მთელი წლის განმავლობაში გარგარია. ის შეგიძლიათ სუფთა სახით ან გამომშრალი მიირთვათ. ოღონდ არ გადააჭარბოთ, რომ არ მოიწამლოთ.

ლიგნანები ცხოველური წარმოშობის პროდუქტებშიც შედის. მეცნიერები შეთანხმდნენ, რომ თანამედროვე ხორცის და რძის პროდუქტების 90 % უკვე ჰორმონების და სხვადასხვა ქიმიური დანამატით იყიდება, რომელიც ცხოველის სწრაფ ზრდას ხელს უწყობს. რა თქმა უნდა, რაციონიდან მათი გამორიცხვა აუცილებელი არაა, მაგრამ ესტროგენის დონის მოსამატებლად მისი მიღება არ ღირს.

5. მცენარეები

ბევრი მცენარე ხალხურ მედიცინაში გამოიყენება. ანთების საწინააღმდეგო, შარდმდენი და ანტიოქსიდანტური თვისებების გარდა, ზოგიერთი მცენარე ესტროგენების სიმდიდრით ცნობილია. მათში შედის: ჯენშენის ფესვები, სალბი, სვია, არნიკა, გვირილა, ცაცხვი და ძირტკბილას ფესვები. მათი ნახარშები დალიეთ ან ჩაის დაუმატეთ და ახალგაზრდობას დიდხანს შეინარჩუნებთ.

ზემოთ მოცემული პროდუქტები ესტროგენს შეიცავს და ქალის ჯანმრთელობასა და სილამაზეზე დადებითად მოქმედებს. ისინი ყოველდღიურ რაციონში უნდა ჩართოთ, მაგრამ მათი ბოროტად გამოყენება არ ღირს.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.