Connect with us

ჯანმრთელობა

რეჰანის უპირატესობები რევმატული ართრიტისას

რევმატული ართრიტი – დაავადება რომელიც ხშირ შემთხვევაში მოხუცებს ემართებათ. ძირითადად ის სახსრებს აზიანებს და ძლიერ ტკივილს იწვევს. ეს დაავადება მედიკამენტებით, ოპერაციებით, ცხოვრების წესის ცვლილებითა და კვების რეჟიმში ცვლილებებით იკურნება.

რეჰანს რევმატული ართრიტის მკურნალობისას ბევრი უპირატესობა აქვს, მაგრამ ყოველთვის აჯობებს, კონსულტაცია სპეციალისტთან გაიაროთ!

როგორ გამოვიყენოთ რეჰანი რევმატული ართრიტის მკურნალობისთვის?!

რევმატული ართრიტი ავტოიმუნური დაავადებაა, რომელიც სახსრებში ტკივილით ხასიათდება. ამ დაავადების მკურნალობის ძირითადი გზა ტკივილგამაყუჩებლების გამოყენებაა რომლებიც ტკივილს ამცირებენ. თუმცა არსებობს გარკვეული საშუალებები რომლებიც ჩვეულებრივ მკურნალობასთან ერთად გამოიყენება და დისკომფორტს ამცირებს.

უნდა ავღნიშნოთ, რომ რეჰანს სამკურნალო თვისებები გააჩნია, რომლებსაც უძველესი დროიდან იყენებენ. ახლა კი ამ მცენარის ტკივილის გასაყუჩებლად გამოყენების რამდენიმე მეთოდს წარმოგიდგენთ:

სმუზი

რეჰანის სხვა ბალახებსა და ხილთან ან წვენებთან შერევა კარგი იდეაა რევმატული ართრიტის მკურნალობისას. ამ სმუზის მომზადების რეცეფტი ძალიან იოლია. შეგიძლიათ ის სახლში, ნებისმიერ დროს მოამზადოთ, ამისთვის კი რამდენიმე ინგრედიენტი დაგჭირდებათ.

ინგრედიენტები:

  • 500 მილიგრამი რეჰანის ნაყენი (2 ჭიქა)
  • 4 გაფცქვნილი ფორთოხალი
  • 3 ღერო ნიახური
  • 1 ნაჭერი კოჭა

1. ჯერ ყველა ინგრედიენტი ბლენდერში მოათავსეთ.
2. აურიეთ სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ
3. შემდეგ კოქტეილი 1 რამით მაცივარში შედეთ
4. დალიეთ 1 ჭიქა კოქტეილი დილით, მეორე ჭიქა კი ღამით.

 

რეჰანი: ჩაი თუ ნაყენი

რეჰანი, ჩაის ან ნაყენის სახით საშუალებას მოგცემთ ართრიტის სიმპტომებს ებრძოლოთ და მოიშოროთ ის. ამ გზით მისი ეთერზეთების მნიშვნელოვანი ნაწილი გამოიყოფა, რომლებსაც რევმატული ართრიტის მკურნალობისთვის ძალიან ბევრი უპირატესობა აქვთ.

ყოველი ნაყენი ამ გზით უნდა მომზადდეს:

  • პროფილაქტიკური თერაპიისას და იმუნიტეტის გასამაგრებლად: 250-დან 500 მილიგრამი რეჰანის გამომშრალი ფოთოლი.
  • რევმატოიდული ართრიტით გამოწვეული დაავადებების მკურნალობისას: 500-დან 1500 მილიგრამი გამომშრალი რეჰანის ფოთოლი.
    დალიეთ დღეში 3-5-ჯერ.

რეჰანის ზეთი

რეჰანის ზეთის მომზადება – კიდევ ერთი განსაკუთრებული საშუალებაა ამ მცენარის სამკურნალო თვისებების გამოსაყენებლად. მისი მომზადება იოლია:

ინგრედიენტები:

  • 800 მილიგრამი ზეითუნის ზეთი
  • 30 ახალი რეჰანის ფოთოლი
  • 2 ჩაის კოვზი წყალი

მომზადების წესი

1. დაჭერით 30 ფოთოლი რეჰანი პატარა ნაჭრებად და მოათავსეთ ჭიქაში ან ჯამში.
დაუმატეთ 2 ჩაის კოვზი წყალი და ჭიაქას შესაფუთი ქაღალდი დაახურეთ. 10 დღის მანძილზე გრილ ადგილზე შეინახეთ.

2. სასურველია, ყოველ ორ დღეში კონტეინერი ისე შეანჯღრიოთ, რომ ზეთისა და რეჰანის არომატები ერთმანეთს შეერიოს. ბოლოს, 10 დღის გასვლის შემდეგ მასა ლიტრიან ან უფრო მოზრდის შუშის ბოთლში ან კონტეინერში გადაიტანეთ.

ამ ზეთის გამოყენება რევმატული ართრიტის მქონე ადამიანებს კერძებში, სალათებსა და წვნიანებში შეუძლიათ!