Connect with us

სახლი და დიზაინი

რა უნდა ვიცოდეთ საცხოვრებელი ბინის გეგმის შედგენისას

ყველას სურს თავისი ოცნების სახლში ცხოვრება, მაგრამ, იდეალური სახლის პოვნა ძალიან ძნელია, რადგან ყველას არ აკმაყოფილებს სტანდარტული დაგეგმარება, რომელსაც თან პაწაწინა სააბაზანო, ნამცეცა სამზარეული და აბსოლუტურად უფუნქციო შემოსასვლელი ახლავს! მათი კორექტირება სრულიად შესაძლებელია თუმცა ამისთვის არქიტექტორსა და დიზაინრეს უნდა მიმართოთ და არავითარ შემთხვევაში არ მიუდგეთ საკითხს დამოუკიდებლად!

ბინის დაგეგმარების ცვლილება მნიშვნელოვანი საკითხია და მას დიდი ყურადღებით უნდა მიუდგეთ, რადგან დროის გასვლათან ერთად ის შეიძლება პრობლემად გექცეთ. შედეგები კი შეიძლება მართლაც სავალალო იყოს: დაწყებული საცხოვრებლების ინსპექციიდან დამთვარებული – სახლის ჩამოქცევით!

როგორ მოვახდინოთ ბინის გეგმის ცვლილება

დღეს ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ, რა არ უნდა შეცვალოთ თქვენი ბინის დაგეგმარების ცვლილებისას. 5 შეცდომა რომელიც ბინის გეგმის ცვლილებას ნამდვილ კატასტროფად აქცევს!

1. მრავალბინიან სახლებში (კორპუსები) ორი სახის კედლები გვხვდება: კაპიტალური (მზიდი) და ტიხრული (გამყოფი). კაპიტალური კედლები – ეს სიმყარის კარკასია, მათი რღვევა ძალიან ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანს, მარტივად რომ ვთქვათ, ეს კორპუსის ჩონჩხს წარმოადგენს და მთელი შენობა მათი მეშვეობით ინარჩუნებს სიმყარეს!

ამიტომ, დაგეგმარებისას, კატეგორიულად იკრძალება ამ კედლების დემონტაჟი, ხოლო თხელი, გამყოფი კედლები კი შეგიძლიათ თავისუფლად გადააადგილოთ და შეუცვალოთ კონფიგურაცია. ძალიან მნიშვნელოვანია შეგეძლოთ ამ ორი ტიპის კედლის ერთმანეთისგან სწორად გარჩევა და მხოლოდ იმ მოდიფიკაციების დაშვება რომლებიც სიმყარის კარკასზე გავლენას არ მოახდენენ.

2. გაზქურისა და გაზის გამათბობლის მქონე სამზარეულოსა და საძინებლებს შორის კედლის დემონტაჟი აკრძალულია. ამის გასაკეთებლად აუცილებლად დაგჭირდებათ სპეციალური ნებართვა (ეს მხოლო ორი და მეტი ოთახის მქონე ბინებს ეხებათ). ასევე აკრძალულია სამზარეულოს საძინებლის თავზე მოწყობა, თუმცა ოფისების, კაფეებისა და მაღაზიების შემთხვევაში ეს დაშვებულია. სამზარეულოს და დანარჩენ ოთახებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ ბუნებრივი სინათლის წყარო. ფანჯრების გარეშე შენობის დაპროექტებისა და აშენების უფლებას არავინ მოგცემთ!

3. აბაზანა, ტუალეტი და საშხაპე საძინებელი ოთახის ან სამზარეულოს თავზე არ უნდა განათავსოთ. მათში შესასვლელი კარიც აუცილებლად დერეფნიდან უნდა შედიოდეს! ნებისმიერი სახეცვლილებისას აუცილებლად უნდა დატოვოთ თავისუფალი წვდომა წყლისა და გათბობის საზოგადოებრივ წყაროებთან. თუ ინტერიერის ცვლილებისას, მოისურვებთ ტუალეტისა და აბაზანის მილები ან ონკანები დეკორატიულად შეფუთოთ, აუცილებლად უნდა იყოს იმის საშუალება, რომ ნებისმიერი პრობლემისას (მაგალითად მილის გაჭედვა ან გასკდომა), ოსტატმა კომუნიკაციებთან მიახლოება და პრობლემის აღმოფხვრა შეძლოს.

4. მყარ საწვევიანი ბუხარი ბინაში – აკრძალული ხილი! დაშვებულია მხოლოდ ბიო, ელექტრო ან დეკორატიული ვერსიები და ამ შემთხვევაშიც ოთახში უძლიერესი გამწოვი უნდა იქონიოთ!

გათბობის რადიატორების გადაადგილება ლოჯსა ან აივანზე არ შეიძლება! ასეთი ქმედებები შენობის თბომომარაგებას ასუსტებს. მეზობლები თუ მსგავს გადაადგილებას მოახდენენ, შეიძლება გათბობამ რამდენიმე გრადუსით დაიწიოს.

5. არსებობს შემთხვევები როდესაც ბინის მფლობელები იმდენად ერთობიან თავისი ბინის გადაკეთებით, რომ ფასადამდეც მიდიან. აი თავად სახლის ფასადის ცვლილება კი ქალაქის არქიტექტურული სამსახური სამუშაოს ნაწილია, ამიტომ ნებისმიერი სამუშაოები მათთან უნდა იქნას შეთანხმებული.

ფასადის ცვლილება დაუშვებელია!

ბინის სტანდარტული დაგეგმარების ცვლილებამ ბინა შეიძლება უფრო მყუდროდ, ფუნქციურად დატვირთულად და ლამაზად აქციოს, მაგრამ, ამის გაკეთება სპეციალისტების გარეშე ვერ მოხერხდება!

გახსოვდეთ: ბინის პროექტის ნებისმიერი ცვლილება სპეციალურ ინსპექციასთან უნდა შეათანხმოთ – ყოველგვარი სარემონტო სამუშაოების დაწყებამდე!