Connect with us

ჯანმრთელობა

რა უნდა ვაკეთოთ 40 წლის ასაკში იმისთვის, რომ 70 წლის ასაკში არ ვინანოთ?

40 წლის შემდეგ ჩვენი ჯანმრთელობა ყულაბას ემსგავსება: ყველაფერი რასაც ჩვენი ცხოვრების წესში ვდებთ, 30 წლის შემდეგ გამოვლინდება. ამ სტატიაში მოგითხრობთ თუ რომელ ქმედებებში უნდა მოახდინოთ ინვესტიცია.

ძალიან ბევრი ძილი

ახლა ძლი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ძილის დარღვევები ჰორმონალურ დარღვევებთან არის კავშირში, ის გავლენას ახდენს კვების ქცევაზეც და დეპრესიის განვიტარების რისკთანაც დიდი კავშირი აქვს. აუცილებლად უნდა იძინოთ არა ნაკლებ 8 საათისა, მუქ და გრილ ოთახში. ყოველგვარი ტელეფონისა და ტელევიზორის გარეშე!

მეტი წყალი

ორმოცი წლის მერე მეტაბოლიზმი ნელდება და იმისთვის, რომ მისი მუშაობა ნორმალურ რეჟიმში გაგრძელდეს მნიშვნელოვანია ბევრი წყლის დალევა. გარდა ამისა წყალი თქვენს თირკმელებს, ტვინსა და ტანს ესაჭიროება. თუ დღეში 2 ლიტრის წყლის დალევა გიჭირთ, ეცადეთ ბევრი წყლის შემცველი ხილი და ბოსტნეული მიირთათ: ციტრუსები, პომიდორი, კენკრა, საზამთრო, კიტრი, მწვანილი, ბულგარული წიწაკა და ა.შ.

ძალისმიერი ვარჯიშები

კარგია თუ აქამდე სპორტულ დარბაზში კვირაში რამდენიმე დღეს მაინც ატარებდით. გაითვალისწინეთ რომ 35 წლის შემდეგ კუნთოვანი მასა მცირდება და ძვლებიც სუსტდება, ამიტომ კვირაში მინიმუმ ერთი დღე ძალისმიერ ვარჯიშებს უნდა დაუთმოთ.

მეტი ცილა

ცილა, მათ შორის ცხოველური წარმოშობის – ორგანიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ის აუცილებელია მეტაბოლიზმის გასაძლიერებლად და კუნთის მასის ჯანმრთელი დონის შენარჩუნებისთვის. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რჩევა: თქვეი ყველდღიური რაციონი ისე შეადგინეთ, რომ ცილა საკვების ყოველ მირებაზე მიიღოთ.ამგვარად ის უფრო იოლად ათვისებადი გახდება ორგანიზმისთვის.

მკერდზე ზრუნვა

ყოველი მერვე ქალი მკერდის სიმსივნის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს, ეს საშნელი სტატისტიკაა. ამიტომ 40 წლის შემდეგ რეგულარულად უნდა გაიაროთ კვლევები და შეასრულოთ ექიმის რეკომენდაციები. ეს რისკის დონეს მნიშვნელოვანდ დაწევს.

გულზე ზრუნვა

გულისთვის ყურადღების მიქცევა ძალიან მნიშვნელოვანია. გულის შეტევის შედეგად ყოველი მესამე ქალი იღპება რადგან ქალებში გულის შეტევის სიმპტომების დიაგნოსტირება სხვანაირად ხდება და შესაბამისად ექიმები ხშირად შედიან შეცდომაში. აუცილებლად გაიკეთეთ რეგულარული კარდიოგრამა და აკონტროლეთ სისხლში შაქრის დონეც.

ყურადღება მიაქციეთ კანს

აქ ამჯერად კოსმეტოლოგიას არ ვგულისხმობთ! 40 წლის შემდეგ თქვენი ლაქები და ხალები რეგულარულად, მაქსიმალურად უნდ აკონტროლოთ და მოერიდოთ მზის პირდაპირ სხივებს, არა მხოლოდ ზაფხულში არამედ წელიწადის სხვა დროებშიც!

Advertisement