Connect with us

თავის მოვლა

რა სუნი ასდით იტალიელებს: დახვეწილი არომატების სია

„ყველაზე ლამაზი სუნამო არის ის, რომელიც მოგწონთ თქვენ და თქვენ გვერდით მყოფს ხალხს. ისინი გვიზიდავს, გვიპყრობს და იმიჯს უნიკალურს და განუმეორებელს ხდის“ – მოვისმინე გასულ კვირას სუნამოების პრეზენტაციაზე. საღამო ეძღვნებოდა იტალიას და მის სუნამოებს, რომლებიც იტალიელებს შორის ყველაზე მეტად მოთხოვნადია.

„მონიკა ბელუჩიც კი ასეთ სუნამოზე უარს არ იტყოდა“ – სწორედ ამ სიტყვებით წარმოადგინეს ბოლო არომატი. სუნამოების დატესტვის შემდეგ უკვე მივხვდი, თუ რომელ საჩუქარს შევუკვეთავ მეუღლეს ჩვენი ქორწინების იუბილეზე. ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ გულის სიღრმეში ცოტა იტალიელი ვარ!

ყველაზე ლამაზი სუნამოები

დღეს გიამბობთ, რომელ სუნამოს ირჩევენ თანამედროვე იტალიელები. დახვეწილი არომატების სია.

Bright Crystal – Versace

მგრძნობიარე იტალიელი ქალები განსაკუთრებულ არომატს არჩევენ, რომელიც მის ნაცვლად მოგვითხრობს მის შინაგან ძალაზე, ხასიათსა და რომანტიკულ ბუნებაზე. ეს ყველაფერი არის Versace–ს Bright Crystal.

ახალი ციტრუსის არომატი იორდასალამის ნოტებით მაგნიტივით გვიზიდავს. ასევე სუნამოს საფუძველია ბროწეული, ლოტოსი, მაგნოლია და მუშკი. იტალიელებს ყვავილოვანი და ამავე დროს დახვეწილი არომატები მსუბუქი მჟავიანობით ძალიან უყვართ.

Advertisement

Acqua Di Gio – Giorgio Armani

ეს ხილ–ყვავილოვანი არომატი 1995 წელს შექმნეს. არომატი მშვენიერია იმით, რომ წლის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ. ახალი, ქალური, მსუბუქი, ზომიერად ტკბილი, ცოტა მაგარი. თუმცა ზომიერად უნდა წაისვათ, არომატი ძალიან გამძლეა.

მის შემადგენლობაშია ანანასი, ია, ბანანის ფურცლები, ატამი, იორდასალამი, ფრეზია, კედარი, მუშკი და სანდალი.

Burberry (Burberry)

ინგლისურმა ბრენდმა Burberry 1995 წელს ამავე სახელწოდების სუნამო გამოუშვა. ეს არომატი დღემდე ბრენდის ყველაზე მოთხოვნადი სუნამოა. არომატი უბრალოდ სავსეა ორიგინალურობით, ქალურობით და მრავალფეროვანი შეფერილობით.

არომატის საფუძველია ატამი, გარგარი, ვანილი, მსხალი, თეთრი კედარი და სანდალი. ასევე შავი მოცხარი, მწვანე ვაშლი და მუშკი.

Be – Calvin Klein-გან

Advertisement

ეს არომატი როგორც ქალებს, ასევე კაცებს გამოადგებათ. აღმოსავლური, უჩვეულო, ნაზი – სწორედ ასე ახასიათებენ სპეციალისტები ამ არომატს.

ბე–ს ნოტებში შეხვდებით ლავანდას, მუშკს, სანდალს, ასევე პიტნას, ღვიას, მწვანე ბალახს და ფრეზიას. ძირითადი ნოტებია: მუშკი, კედალი, სანდალი და ვანილი.

Aromatics Elixir – Clinique-გან

ეს არომატი ზუსტად ისაა, რაც ლამაზი შემოდგომისთვის გვჭირდება. ის ტყის, ხავსის, მყუდროების და თბილი მზის სხივების არომატთან ასოცირდება.

მისი მთავარი ნოტებია გვირილა, პაჩული, ალდეჰიდები, საკმეველი, ვეტივერი, სალბი, ილი და, რა თქმა უნდა, ყვავილის ნოტები, რომელთაც იტალიელი ქალები ასე აფასებენ.

Black Orchid – Tom Ford

აი, სუნამო, რომელიც მონიკა ბელუჩს ასე ძალიან უყვარს. ტომ ფორდის „შავი ორქიდეა“ 2006 წელს შექმნეს. ამ დღიდან სუნამო ერთ–ერთ ყველაზე მოთხოვნად სუნამოდ რჩება ბევრ ევროპულ ქვეყანაში. და იტალია გამონაკლისი არაა!

Advertisement

სუნამოს საფუძველია ბერგამოტი, შავი მოცხარი და ციტრუსი. გული – შავი ორქიდეა, ჟასმინი, ილანგ–ილანგი და ისეთი უჩვეულო ინგრედიენტი, როგორიცაა შავი ტრიუფელი. ასევე ვეტივერი, ლოტოსი, პაჩული, საკმეველი და ვანილი.

For Her – Narciso Rodriguez

სწორედ ეს არომატია ყველაზე გაყიდვადი იტალიაში, როგორც მთელ მსოფლიოში! მუშკ–ყვავილოვანი არომატი თავშეკავებული არისტოკრატიული ხასიათით.

იდუმალი და მდიდრული კომპოზიცია მფლობელის მგრძნობელობას, მის იდუმალებას და დახვეწილობას გადმოსცემს, ნაზად ეფარება და ნაზი აბრეშუმის შეხებას ჰგავს. მას საფუძვლად უდევს ატამი, ვარდი, ქარვა და მუშკი პაჩულთან და სანდლის ხესთან კომბინაციაში.

ყველაზე ლამაზი სუნამოა ის, რომელიც ქალს ბედნიერებას ანიჭებს. მისი არომატი თითქოსდა ადასტურებს: ცხოვრება მშვენიერია.

პირადად მე ამ სიიდან თითქმის ყველა სუნამო მომწონს. ზემოთ ჩამოთვლილი არომატებიდან ყველაზე მეტად რომელი გიზიდავთ? მოგვწერეთ, რომელია თქვენი საყვარელი სუნამო.

Advertisement