Connect with us

ჰოროსკოპი

რა სიურპრიზები ელოდებათ ზოდიაქოს ნიშნებს 2021 წელს

ხარის 2021 წელი ზეციური ვარსკვლავების წარმომადგენლებს ბევრ სასიამოვნო და არც თუ ისე კარგ სიურპრიზებს პირდება. ასტროლოგები გთავაზობენ, მომავალში ჩაიხედოთ, რომ ბედის სხვადასხვა დაბრკოლებას შესაბამისად შეიარაღებული დახვდეთ.

ვერძი

იანვარში, ახალმთვარეობამდე მნიშვნელოვან საკითხში გარკვევა, გადაწყვეტილების დაფიქსირება ან შეთანხმება სცადეთ. ხოლო ახალმთვარეობის დასრულებისთანავე ახალი საქმისთვის საძირკველი ჩადეთ. კომპიუტერთან ურთიერთობაში სიფრთხილე გამოიჩინეთ. თუ სახლში რემონტის დაწყება გადაწყვიტეთ, ივნისში შესვენება გააკეთეთ. აგვისტოში დასვენების დღეები მეგობრებთან ერთად ხალხმრავალ ადგილებში გაატარეთ. მოსალოდნელია რომანტიკული ნაცნობობა.

კურო

დატვირთული წელი გექნებათ. საქმიან და პირად ინტერესებს შორის გახლეჩვა მოგიწევთ. მარტში გამორიცხული არაა ინტელექტუალური ბრძოლა გუნდში ან საყვარელ ადამიანთან სამომავლო გეგმის შესახებ. ამასთან შეიძლება პრობლემის მოგვარების მოულოდნელი მეთოდი იპოვოთ. ზაფხულის ბოლოს ფიზიკური დატვირთვა სასარგებლო იქნება. ოქტომბერში სასარგებლოა მშვიდი დასვენება.

ტყუპები

2021 წელი თქვენი შესაძლებლობების გამოვლენას ხელს შეუწყობს. თებერვალი გადამწყვეტი თვეა, როცა გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ. რთულ საქმეს თამამად ხელი მოკიდეთ – აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება კოლეგების მხარდაჭერის იმედი გქონდეთ. მაისში პარტნიორს ან მეგობარს სასწრაფო საქმე გამოუჩნდება, რომელიც თქვენს გეგმებს შეეწინააღმდეგება. არ იჩხუბოთ – მალე ყველაფერი შეიცვლება. ივლისში თქვენთვის და თქვენი ახლობლებისთვის წვეულება მოაწყვეთ.

კირჩხიბი

წლის დასაწყისში ფინანსური საკითხები მოაგვარეთ, მაგრამ არ ისესხოთ და არ გაასესხოთ. აგვისტოში ახალმთვარეობა თქვენს ინტერესებს ბიზნესისა და უცხოელი პარტნიორებისკენ მიმართავს. მოსალოდნელია საქმიანი მოგზაურობა. სექტემბერში სამსახურთან დაკავშირებულ ცვლილებებს მხოლოდ უნდა მიესალმოთ – დაფიქრდით, ინიციატივის გამოჩენა ხომ არ ღირს. ოქტომბერში სპორტით დაკავება და კომუნიკაცია სასარგებლო იქნება.

ლომი

ქარიშხლიანი წელი გელოდებათ, მოსალოდნელია უსიამოვნო სიურპრიზები ახლობლებისგან ან ბიზნეს პარტნიორებისგან. სამაგიეროდ, შეიძლება კონტაქტი დაამყაროთ მათთან, ვისაც ადრე ვერ უგებდით. მთავარია – საქმის ინტერესების მიხედვით იმოქმედოთ, ამბიციები და წყენა დროებით გვერდზე გადადეთ. წლის ბოლოს პირად ცხოვრებაში სასიამოვნო მოვლენები თქვენს თვითშეფასებას გაზრდის. დეკემბერში ახალი საქმის დაწყების საბაბი გაგიჩნდებათ.

ქალწული

ვარსკვლავები ახლა შეუპოვრებს მფარველობენ! თქვენ ბევრი ახალი და მოულოდნელი საქმე გამოგიჩნდებათ, მაგრამ წლის მთავარი წარმატება ახალი კავშირები და კონტაქტებია. აპრილი – განსაკუთრებული თვეა, როცა შემთხვევამ შეიძლება თქვენი ბედის განსაზღვრაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს. ივლისში მოსალოდნელია გაუთვალისწინებელი დაბრკოლება, ამიტომ მთელი თვე დროის დაზოგვის მიზნით დაგეგმეთ. მნიშვნელოვან შეხვედრებზე, მოგზაურობასა და ინფორმაციის გადაცემაზე უარი არ თქვათ. სექტემბერში რაიმე ძველი სურვილის ასრულებას შეძლებთ.

სასწორი

ეს წელი კარგ შთაბეჭდილებებს დაგიტოვებთ, თუ სამსახურში ან პირად შემოქმედებით პროექტში თავით გადაშვებას შეძლებთ და ამავდროულად გუნდში ინტრიგებს თავს აარიდებთ. აგვისტოში ახალმთვარეობის დროს ჯანმრთელობის პროფილაქტიკა და კოსმეტიკური პროცედურები სასარგებლო იქნება. ნოემბერში პირად ურთიერთობაში სასიამოვნო მოვლენა მოხდება. ეცადეთ, პარტნიორი არ გააკრიტიკოთ. ერთად დასასვენებლად რაიმე საინტერესო ვარიანტი მოიფიქრეთ ან მეგობრები მოიწვიეთ.

მორიელი

ადრე აღებული ვალდებულებები ახალი შესაძლებლობის გამოყენებაში ხელს შეგიშლით. ცხოვრების მოწესრიგება სცადეთ. შესაძლოა, რაიმე იდეაზე უარის თქმა მოგიწიოთ. მარტში წარმოშობით ფლირტზე ილუზიები არ შეიქმნათ. ახლა რაც უფრო ძლიერ გსურთ, მით უფრო დიდი ალბათობით ყველაფერი ცუდად დასრულდება. ამის მიუხედავად, წლის მოვლენები მნიშვნელოვან საკითხებზე კონცენტრირებაში დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი

მნიშვნელოვან საქმეებს სასწრაფოდ ხელი მოკიდეთ. თქვენი გადაწყვეტილება და შეთანხმება დააფიქსირეთ. შესაძლოა შეიცვალოთ საქმიანობის ადგილი, საცხოვრებლად სხვაგან გადახვიდეთ, ახალი საქმე წამოიწყოთ. თებერვალში სიტყვას და ქცევას ყურადღება მიაქციეთ. ბავშვებს უფრო მეტი ყურადღება დაუთმეთ. ზაფხულში აქტიური დასვენება და ვარჯიში კარგი იქნება.

თხის რქა

წლის პირველ ნახევარში ფინანსურ საკითხებში ფრთხილად იყავით. არ იჩქაროთ და ყველა დეტალი გადაამოწმეთ. ოქტომბერში ახალმთვარეობა ურთიერთობას და ახალი ინფორმაციის მიღებას გაზრდის. ახალი ამბები საქმისადმი თქვენს ურთიერთობას ძირეულად შეცვლის. წლის ბოლოს თქვენი მთავარი ამოცანა ოჯახური კეთილდღეობა იქნება. ერთობლივი პროექტები, გეგმების განხილვა კარგად ერწყმის სუფრებს და თუ ამინდიც ხელს შეგიწყობთ, ბუნებაში მოგზაურობას.

მერწყული

მარტი და აპრილი – დიდი პოტენციალის თვეებია. მერწყულებს შეიძლება ჰქონდეთ პრობლემები დისციპლინასთან, მიმდინარე საქმის შესრულებასა და ურთიერთობასთან.  თუმცა იდეების, უნიკალური გადაწყვეტილებების და პრობლემების შემოქმედებითად გადაჭრის კუთხით პროდუქტიული პერიოდია. ოქტომბერში ახალმთვარეობას თქვენი ინტერესები უფრო პრაგმატულ სივრცეში გადავა. კონცენტრირება სცადეთ, რომ შესაძლებლობა არ გამოგრჩეთ, რომელსაც კარგი ანაზღაურების მოტანა შეუძლია.

თევზები

ამ წელს ახალმთვარეობა თქვენს ნიშანში იქნება. დაფიქრდით მომავალზე, რადგან მარტში ახალი პროექტების განხორციელება გაცილებით რთული იქნება. მაისსა და ივნისში მოსალოდნელია ოჯახში კონფლიქტები. თქვენი ეგოიზმი აკონტროლეთ, პარტნიორისგან დაუყონებლივ მოქმედება არ მოითხოვოთ. დროებით, საკუთარ ძალას და ინტუიციას ენდეთ. წლის მეორე ნახევარში იღბალი თქვენს მხარეს იქნება.