Connect with us

ჯანმრთელობა

რა ვჭამოთ, რომ წონაში დავიკლოთ და არ ვიშიმშილოთ?

შიმშილობა ყველაზე ცუდი და არაეფექტური გასახდომი სტრატეგიაა. დღეს გიამბობთ, თუ რომელი პროდუქტები დაგეხმარებათ ცხიმის წვასა და ამასთან კომფორტის შენარჩუნებაში.

წონაში რომ დაიკლოთ, პირველ რიგში, სწორად უნდა იკვებოთ. რაც მთავარია, არავითარ შემთხვევაში არ იშიმშილოთ. ნაკლები ჭამით ორგანიზმი ხელოვნურ სტრესს განიცდის და ფაქტიურად მაქსიმალური კალორიების ცხიმში დაგროვებას ვაიძულებთ. გარდა ამისა, შიმშილობით დიდი ალბათობით არაჯანსაღ საკვებს და ზედმეტ პორციას ავირჩევთ. ნახეთ, რომელი პროდუქტები დაგეხმარებათ შიმშილობის გაკონტროლებასა და წარმატებით გახდომაში.

მუხუდო

დღეში მხოლოდ ერთი პორცია საყვარელი პარკოსანი (ოსპი, ლობიო, მუხუდო ან ბარდა) და კვირაში დამატებით ნახევარ კილოს დაიკლებთ. ასეთ შედეგამდე მივიდნენ 2016 წელს მეტაკვლევის ავტორები, რომლებმაც 21 ექსპერიმენტის მაჩვენებლები შეისწავლეს. წონის დაკლება ხდება იმის მიუხედავად დიეტურ კვებას იცავთ თუ არა – პარკოსანი პროდუქტები ცხიმს შესანიშნავად წვავენ. კიდევ ერთი სასიამოვნო სიურპრიზი: პირველ რიგში, მუცლის ცხიმი „დნება“.

ტოფუ

ტოფუ და სხვა სოიოს პროდუქტი ცილები მდიდარია, ამიტომ შესანიშნავად დაგანაყრებთ. დრო და დრო სადილობისას ჭამეთ და თავად ნახავთ, როგორ დაიკლებთ.

ნიგოზი

თუ ყოველდღე ერთ მუჭა ნიგოზს შეჭამთ, სიმსუქნის და მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკს მნიშვნელოვნად შეამცირებთ. ამასთან, ზედმეტ კილოგრამებს მოიშორებთ, რადგან ცილების, ცხიმების და უჯრედისის თითქმის იდეალური კომბინაცია ორგანიზმს შესანიშნავად ანაყრებს და სასარგებლო და მკვებავი ნივთიერებების ჯანსაღი ბალანსის შენარჩუნებას ხელს უწყობს.

ლობიო

თუ გსურთ, რომ რაციონი ნამდვილად ჯანსაღი და სხეულის ფორმებისთვის სასარგებლო იყოს, ლობიოს გვერდს ვერ აუვლით. ნახევარი ჭიქა პარკოსანი 8 გრ ცილას შეიცავს – თითქმის ჩემპიონია! გარდა ამისა, ლობიო მდიდარია უჯრედისით, რომელიც ყველას გვაკლია.

ოსპი

ცილებით ყველაზე მდიდარი პარკოსანის სახეობა – ოსპი. ნახევარი ჭიქა 9 გრ ცილას შეიცავს და დიდი ხნით დაგანაყრებთ.

რძე

არავითარ შემთხვევაში, უცხიმო! პირველ რიგში, რძეში ბევრი ცილა შედის, რომელიც კუნთების შენებისთვის აუცილებელია. მეორეც, რძის ცხიმი ერთ-ერთი „კარგი“ ცხიმია, რომელიც მავნე თეთრი ცხიმის ყავისფრად გარდაქმნაში დაგეხმარებათ, რომელიც საბოლოოდ კუნთოვანი ქსოვილების შენებისთვის და ენერგიის საწარმოებლად გამოიყენება. ბევრი რძე დალიეთ და ჯანმრთელად იყავით.

კარტოფილი

ყველამ იცის, რომ მოხარშული ან გამომცხვარი კარტოფილი სხეულის ფორმებისთვის პრაქტიკულად უსაფრთხოა – რა თქმა უნდა, თუ ჭარბად ან ხორცთან ერთად არ მოიხმართ. ნამდვილად არ გეცოდინებათ, რომ ზეთში მომზადებული კარტოფილი თავად ამ ზეთს მხოლოდ 5%-ით იწოვს (ყაბაყი ან ბადრიჯანი ზეთს 30%-ით იწოვს). დაფიქრდით, როცა მორიგ ჯერზე კარტოფილსა და ბოსტნეულს შორის არჩევანს გააკეთებთ.

ბანანი

თქვენი ყოველდღიური რაციონის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელზეც უარი არ უნდა თქვათ მაშინაც კი, თუ დიეტის დაცვას აპირებთ. პირველ რიგში, ბანანი შეიცავს კალიუმს, რომელიც გულის სრულყოფილი მუშაობისთვის აუცილებელია. მეორეც, ხილი ვარჯიშამდე ან შემდეგ შესანიშნავი წასახემსებელია, რომელიც საკმარისი ენერგიით უზრუნველგყოფთ და ინსულინის დონეს დაარეგულირებს.

იოგურტი

თუ საუზმეზე ერთ პორცია იოგურტს (ცხიმიანი, უშაქრო) შეჭამთ, ნამდვილად დაიკლებთ. როგორც მინიმუმ, მოხალისეები, რომლებიც სამედიცინო ჟურნალში „ახალ ინგლისში“ გამოქვეყნებულ კვლევაში მონაწილეობდნენ, ზედმეტ კილოგრამებს დაბეჯითებით იკლებდნენ. სავარაუდოდ, საქმე სასარგებლო ბაქტერიებშია, რომლებიც საჭმლის მონელებას უზრუნველყოფს და ჯანსაღ ნივთიერებათა ცვლას უშვებს. სხვათა შორის, თუ ნატურალურ იოგურტში დარიჩინს, კაკალს ან ახალ ხილს დაუმატებთ, ის უფრო გემრიელი და სასარგებლო გახდება.

სატაცური

პირველ რიგში, მხოლოდ ერთი პორცია სატაცური 3 გრ უჯრედისს შეიცავს. ეს საკმარისია, რომ რამდენიმე საათით დანაყრდეთ. მეორეც, სატაცური შეიცავს ამინომჟავა ასპარაგინს, რომელიც მას ბუნებრივ შარდმდენ საშუალებაც აქცევს და ორგანიზმიდან ზედმეტი სითხის გამოდევნას ხელს უწყობს.

 

Advertisement
ჯანმრთელობა1 day ago

სიჩქარის საიდუმლო: როგორ დავაჩქაროთ ნივთიერებათა ცვლა წონაში დასაკლებად

ჯანმრთელობა1 day ago

სიმპტომები ენის შეფერილობის მიხედვით

ჯანმრთელობა1 day ago

რომელი ხალის მოშორება შეიძლება და რომლის არა

ჯანმრთელობა1 day ago

10 უმნიშვნელოვანესი ვიტამინი ორგანიზმისთვის

სახლი და დიზაინი1 day ago

ინსტრუქცია, როგორ დავიცვათ ნიჟარის ჩასარეცხი საჭმლის ნარჩენებისგან

ყვავილები2 days ago

მარწყვის მოსავალი ფანჯრის რაფაზე 60 დღეში. გამოცდილი მებაღეების რჩევები

თავის მოვლა2 days ago

როგორ მოვიშოროთ საღებავი თმიდან სახლის პირობებში: 8 გამოცდილი მეთოდი

სხვა2 days ago

რატომ უნდა ჩავამატოთ მარილი სარეცხ მანქანაში

ჯანმრთელობა2 days ago

რა ვჭამოთ, რომ წონაში დავიკლოთ და არ ვიშიმშილოთ?

ჯანმრთელობა2 days ago

ჩააბარეთ სიბერის ანალიზი: როგორ დავეხმაროთ ორგანიზმს ახალგაზრდობის შენარჩუნებაში

ჯანმრთელობა4 days ago

4 მნიშვნელოვანი ფაქტი გულის დაავადებებზე, რომლის შესახებ ყველა ქალმა უნდა იცოდეს

ყვავილები3 weeks ago

როგორი სასუქი გამოვიყენოთ კიტრის გაზრდისთვის

ყვავილები3 weeks ago

მაისის თვის თესვის კალენდარი

ჯანმრთელობა3 weeks ago

3 მარტივი შინაურული რეცეპტი ფრჩხილის სოკოს მოსაშორებლად

საკითხავი3 weeks ago

ის რკინის არაა! მეტალის ნეჭას გამოყენების 10 მოულოდნელი მეთოდი

ყვავილები4 weeks ago

როგორ გავზარდოთ კიტრის ნერგები

ჯანმრთელობა3 days ago

ბალზამი ნატურალური კომპონენტებით: საუკეთესო მეთოდი სისხლძარღვების ბადის მოსაშორებლად

სხვა3 weeks ago

ძველი კბილის ჯაგრისი არ გადააგდოთ! აი, რისთვის გამოგადგებათ

ყვავილები4 weeks ago

10 მიზეზი, რატომ უნდა გქონდეთ აქტივირებული ნახშირი აგარაკზე

თავის მოვლა2 days ago

როგორ მოვიშოროთ საღებავი თმიდან სახლის პირობებში: 8 გამოცდილი მეთოდი

ტრენდული