Connect with us

ტესტები

რა დაინახეთ პირველად? ეს მარტივი ტესტი გვიჩვენებს, რამდენად ერთგული და თავდადებული ხართ

ზოგიერთი ადამიანი პირველი შესაძლებლობისთანავე ღალატობს პარტნიორს. სხვები კი არც კი გაიფიქრებენ საყვარელი ადამიანის ღალატს და ერთგულებას ნებისმიერ სიტუაციაში ინარჩუნებენ.

თქვენ?

შეხედეთ ფოტოს და თქვით, რა დაინახეთ პირველად.

1. ფრინველები

თუ პირველად ფრინველები დაინახეთ, ესე იგი ძალიან ერთგული და ემოციური ხართ. არასდროს უღალატებთ პარტნიორს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ გადაწყვიტეთ, რომ ის აღარაა თქვენთან ყოფნის ღირსი. თქვენ გჯერათ ბედისა და კუბოს ფიცრამდე სიყვარულისა,

ამასთან, თქვენ ხშირად გიყვარდებათ და, ყოველ ჯერზე ფიქრობთ, რომ ეს სამუდამოა. ცუდი დამოკიდებულება გაქვთ ღალატის მიმართ, თუმცა, ხანდახან თავს ვეღარ იკავებთ. გულსა და გრძნობებს ყოველთვის უსმენთ, ისინი კი საკმაოდ ცვალებადია.

2. ხე

თქვენ იმ ადამიანებს შორის ხართ, რომელიც არასდროს მოატყუებს და გასცემს. თვლით, რომ ერთგულება ადამიანის ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებაა. თქვენ ძალიან მკვეთრი მორალური მოსაზრებები გაქვთ.

ხშირად უგულებელყოფთ საკუთარ გრძნობებს. მარტივად შეგიძლიათ წლიდან წლამდე გასტანოთ თქვენთვის უსიამოვნო ურთიერთობაში მხოლოდ იმიტომ, რომ ეს სწორად მიგაჩნიათ. სხვის კეთილდღეობას ყველაზე წინ აყენებთ; საბოლოო ჯამში, გავიწყდებათ საკუთარი თავი და ვნებთ საკუთარ გრძნობებს.

3. სახლები

თქვენ რეგულარულად იტყუებით და ღალატობთ. დროებითობა – თქვენი ხასიათის ნაწილია. არ გეგმავთ ღალატს, თუმცა რატომღაც ყოველთვის ასე გამოგდით. როგორც კი თქვენს ურთიერთობებში უმცირესი დაბრკოლება წარმოიქმნება, მაშინვე მარცხნივ უხვევთ და ღალატობთ. იმის ნაცვლად, რომ თქვენი ემოციები და მოლოდინები პარტნიორთან განიხილოთ, დაკმაყოფილებას სხვასთან ცდილობთ. ასე ცდილობთ ბედნიერების მიღწევას, საბოლოო ჯამში კი ურთიერთობებს ანგრევთ.

4. სპილო

თქვენ შეგიძლიათ საკუთარ შეცდომებზე სწავლა და დასკვნების გამოტანა. ერთხელ უკვე უღალატეთ და ამას აღარ დაუშვებთ. გესმით, რომ ღალატი ანადგურებს როგორც მსხვერპლს, ისე დამნაშავესაც. მაშინაც კი, თუ სიმართლე არ გამომჟღავნდა, ის შიგნიდან მაინც გჭამთ.

თქვენ რა დაინახეთ პირველად?