Connect with us

მოდა და სტილი

რა გავაკეთოთ, რომ კოლგოტი არ გაიხეს

დიდი ალბათობით, სეზონზე რამდენიმე კოლგოტის გადაყრა გვიწევს, მაგრამ მათი მსახურების ვადის გახანგრძლივება შესაძლებელია. დღეს ყველაზე ეფექტურ მეთოდებზე გიამბობთ.

წინდები ჩაიცვით

უხეში ფეხსაცმელი, ცუდი პედიკური ან არასწორი ზომა – ყველაზე გავრცელებული მიზეზებია, რის გამოც კოლგოტები თითების ადგილას იხევა. ამის თავიდან ასაცილებლად ფეხსაცმლის შიგნით წინდები ჩაიცვით. წინდა ხეხვის ზეწოლას საკუთარ თავზე აიღებს. ეს მეთოდი დაიმახსოვრეთ, თუ მთელი დღე დახურულ ფეხსაცმელში გატარებას აპირებთ.

და ხელთათმანები

ჩაცმის დროს მოუვლელი ფრჩხილებიც კოლგოტზე კვალს ტოვებს. თუ მანიკურის გაკეთების დრო არ გაქვთ და სასწრაფოდ სამსახურში უნდა გაიქცეთ, კოლგოტები ხელთათმანებით ჩაიცვით. ასე კოლგოტს შესაძლო გახევისგან დაიცავთ. სანამ კოლგოტს ჩაიცვამთ, ხელიდან ქვიანი ბეჭდები და სამაჯურები ბასრი დეტალებით უნდა მოიხსნათ.

სწორი ზომა შეარჩიეთ

ხშირად კოლგოტი არა ცუდი ხარისხის, არამედ არასწორი ზომის გამო იხევა. თუ ზომებს შორის არჩევანს ვერ აკეთებთ, უფრო დიდი ზომა იყიდეთ. კოლგოტები დიდხანს გაგიძლებთ.

მხოლოდ ხელით ან ტომარაში გარეცხეთ

კოლგოტები მხოლოდ ხელით ან სპეციალურ ტომარაში თხევადი სარეცხი საშუალების გამოყენებით გარეცხეთ. კოლგოტები გათბობის ბატარეებზე არასდროს გააშროთ.

თვალის წასვლა შეაჩერეთ

ყველაზე შეუსაბამო მომენტში კოლგოტზე წასული თვალის შესაჩერებლად გამჭვირვალე ფრჩხილის ლაქის გამოყენების მეთოდის შესახებ ყველამ იცის. თუმცა კიდევ ერთი მეთოდი არსებობს: ტუალეტის საპნის ნატეხი დაასველეთ და კოლგოტს დაზიანების ადგილას წაუსვით.

ჩექმის შიდა ნაკერები დაამაგრეთ

მაღალყელიანი ჩექმა ან ბოტილიონი კოლგოტებზე ბევრ ხაზს ტოვებს, რის გამოც შემდეგ იხევა და უშნოდ გამოიყურება. ხაზები ხშირად უხეში შიდა ნაკერების გამო ჩნდება, რომელთაც თხელი ნეილონი ედება.

პრობლემის აღმოსაფხვრელად შეგიძლიათ ნაკერების კიდეები გააპრიალოთ ან გამჭვირვალე წებო ან ფრჩხილის ლაქი წაუსვათ. ზოგიერთი ქალი კიდეებზე ლეიკოპლასტირს იმაგრებს, რომელიც ჩექმის ელვას ფარავს.

კოლგოტი გაყინეთ

მთავარი მეთოდი, რომელიც ყველაზე იაფფასიან კოლგოტზეც მუშაობს – საყინულე. ახალი წყვილი კოლგოტი წყალში დაასველეთ და საყინულეში მთელი ღამე გააჩერეთ. ყინული ბოჭკოებს დაზიანებების მიმართ უფრო გამძლეს გახდის.

დილით კოლგოტები გამოიღეთ, ოთახის ტემპერატურაზე გაალღვეთ და გააშრეთ.