Connect with us

ჯანმრთელობა

რატომ ჩნდება სისხლჩაქცევები სხეულზე უმიზეზოდ

შეხვედრისას ადამიანის გარეგნობას ყურადღებას ვაქცევთ და ამიტომ გაზვიადების გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ კანის მდგომარეობა ჩვენი „სავიზიტო ბარათია“. უბრალოდ საშინელებაა, როცა სხეული სისხლჩაქცევებით არის დაფარული, რაც ტრამვის შედეგებს ძალიან ჰგავს.

ის ძალიან არაესთეტიკურად გამოიყურება, მაგრამ საკუთარ ჯანმრთელობაზე მზრუნველი ადამიანისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მისი გაჩენის მიზეზები.

რატომ ჩნდება სხეულზე ასეთი სისხლჩაქცევები უმიზეზოდ? დღეს გიამბობთ ასეთი ჰემატომების წარმოშობის ბუნებასა და მასთან გამკლავების მეთოდებზე.

ჰემატომას წარმოქმნის მექანიზმი

თითოეულ ადამიანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც სისხლჩაქცევა ჰქონია. მყარ საგანზე დარტყმა საკმაოდ მტკივნეულია და იმავე წამს დარტყმის ადგილას კანი წითლდება, მოგვიანებით მოლურჯო–იისფერი ხდება. ასეთ სისხლჩაქცევებზე ხელის შეხებისას ტკივილს იგრძნობთ.

მტკივნეული დარტყმის შემდეგ ჩალურჯების წარმოქმნა შინაგან სისხლდენას უკავშირდება. ტრავმისას წვრილი სისხლძარღვები ზიანდება, მათგან სისხლი ნაზ ქსოვილებზე ხვდება და ჰემატომას ქმნის. სისხლში შემადგენელი ჰემოგლობინი სისხლჩაქცევის შეფერილობას განაპირობებს, რომელსაც მეწამული ფერი აქვს.

ცოტა ხნის შემდეგ სისხლჩაქცევა ფერს იცვლის და ხდება ჟოლოსფერი, იისფერი, მოყვითალო–მწვანე. ჰემატომას შეფერილობას ჰემოგლობინის დაშლილი პროდუქტები ანიჭებენ – ესაა ბილივერდინი (ყვითელი პიგმენტი მწვანე შეფერილობის) და ბილირუბინი (მოყვითალო–წითელი ნაღვლის პიგმენტი). ითვლება, რომ სისხლჩაქცევა ადამიანის სხეულზე რაც უფრო დაბლაა, მით უფრო მაღალია სისხლძარღვების შიგნით წნევა, შესაბამისად, ჰემატომას შესახორცებლად უფრო დიდი დრო სჭირდება.

ეს საკმაოდ ბუნებრივი და ნაცნობი პროცესია, რომელიც რამდენიმე დღეში უკვალოდ ქრება. რა შეიძლება ითქვას ჩალურჯებებს, რომლებიც დაზიანების გარეშე, მაგალითად, ღამით ძილის დროს ჩნდება? ექიმები ამბობენ, რომ ასეთი მოვლენა ორგანიზმში პათოლოგიურ ცვლილებებს უკავშირდება და შეიძლება სერიოზული დაავადების ნიშანი იყოს.

ჰემატომას წარმოქმნის მიზეზები

პირველ რიგში, პანიკაში არ ჩავარდეთ. თუ ერთი სისხლჩაქცევა გაქვთ, თუნდაც დიდი ზომის, ეს შფოთვის მიზეზი არაა. შესაძლოა, მცირე ტრავმა გქონდათ, რომელიც უბრალოდ ვერ შენიშნეთ.

მაშინ უნდა ინერვიულოთ, როცა ასეთი ჰემატომები სისტემატურად ჩნდება. მათი წარმოქმნის მიზეზების დასადგენად სჯობს ჰემატოლოგს ეწვიოთ, ხოლო ვიწრო სპეციალისტის არ არსებობის შემთხვევაში, ადგილობრივ თერაპევტს.

1. ჰემორაგიული ვასკულიტი

ეს სერიოზული დაავადებაა, რომლის დროსაც სისხლძარღვების კედლებში ანთება ჩნდება და დროთა განმავლობაში იშლება. ამ პათოლოგიური მოვლენის მიზეზი იმუნურ სისტემაში იმალება, რომელიც სისხლძარღვების უჯრედებს „უცხოდ“ იღებს და მათ საწინააღმდეგო ანტისხეულებს აწარმოებს, რაც სისხლძარღვების კედლებს თანდათანობით ანადგურებს. ამ შემთხვევაში აღინიშნება ნაზ ქსოვილებში სისხლჩაქცევები, რომლებიც შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს.

დაავადების მიზეზები შეიძლება განსხვავებული იყოს, მაგალითად, ინფექციური დაავადება, აუტოიმუნური პროცესის განვითარება ან ანტიბიოტიკების დიდხანს მიღება. მიზეზის მიუხედავად ვასკულიტი აზიანებს სასიცოცხლო ორგანოებს – გული, ტვინი, თირკმლები ან ღვიძლი. ამ შემთხვევაში სისხლჩაქცევები შეიძლება ნებისმიერ ადგილას გამოჩნდეს – მუცელზე, ზურგზე ან კიდურებზე.

ვასკულიტზე ეჭვი შეიძლება გაგიჩნდეთ, თუნდაც იმიტომ, რომ ამ დროს პიგმენტაცია კეროვანია, ბევრი მცირე ჰემატომა. ამასთან, გამონაყარი ხელზე უფრო ბევრია, ვიდრე ფეხებზე. ვასკულიტის დროს ქვედა კიდურები ძლიერ შეშუპებული ხდება, პაციენტი სისუსტეს გრძნობს და ტემპერატურა მაღალია.

ვასკულიტი საკმაოდ სერიოზული დაავადებაა, რომელსაც კვალიფიციური მკურნალობა სჭირდება, ზოგჯერ მთელი ცხოვრების მანძილზე. უსიამოვნების საწინააღმდეგოდ პაციენტს უნიშნავენ ანტილეპროზულ მედიკამენტებს (სულფასალაზინი), სისხლის გაწმენდას პლაზმაფერეზითი, ასევე გლუკოკორტიკოსტეროიდებს.

2. თრომბოციტოპათია და თრომბოციტოპენია

არსებობს სხვა დაავადებებიც, რომლებსაც სხეულზე სისხლჩაქცევების გამოწვევა შეუძლიათ. მედიცინაში მათ თრომბოციტების პათოლოგიებს უწოდებენ.

თრომბოციტოპათია – ჰემოსტაზის თანდაყოლილი ან შეძენილი აშლილობა, რომელიც თრომბოციტების არასრულფასოვნების შედეგად ვითარდება, ამასთან, მათი რაოდენობა ნორმაშია.

ამ დროს ადამიანს მცირე ტრავმაზე, კანის და ლორწოვანი გარსის დაზიანებაზეც ძლიერი სისხლჩაქცევა უვითარდება. პერიოდულად კანქვეშა ჰემატომას გაჩენა შინაგან სისხლდენაზე საუბრობს, რომელიც შეიძლება ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხის შემქმნელი იყოს.

საბედნიეროდ, თანამედროვე მედიცინამ ასეთი უკურნებელი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნება ისწავლეს. თრომბოციტოპათიის დროს პაციენტს მთელი ცხოვრება სისხლის შემაჩერებელი (ჰემოსტატიკური) წამლების მიღება უწევს.

თრომბოციტოპენია – ამ დაავადების დროს სისხლში თრომბოციტების რაოდენობა მკვეთრად მცირდება, რასაც სისხლის ასეთი სხეულების სუსტი წარმოქმნა ან მათი სწრაფი დაშლა იწვევს. ამ დროს ადამიანს ხშირად ცხვირიდან სისხლდენა, იშვიათად ლორწოვანი გარსიდან სისხლდენა ახასიათებს, ხოლო კანქვეშ შეიძლება დიდი ზომის ჰემატომა გაჩნდეს.

თრომბოციტოპენიით დაავადებულებს სტეროიდული ჰორმონების ხანგრძლივი დროით მიღება უწევთ. თუ ასეთმა მკურნალობამ არ გიშველათ, სპეციალისტები ელენთის მოცილებას წყვეტენ. როგორც პრაქტიკა აჩვენებს, შემთხვევების 80%–ში ამ ორგანოს მოშორება მკურნალობაში დადებით დინამიკას იძლევა.

3. სისხლის შედედების ფაქტორების დეფიციტი

თანამედროვე მედიცინისთვის სისხლის შედედეგების 10–ზე მეტი ფაქტორია ცნობილი, რომლებიც თრომბოციტების მსგავსად სისხლს აჩერებენ. მათი მუშაობის დარღვევის დროს შეიძლება პათოლოგიური მდგომარეობა განვითარდეს, რაც სისხლის შედედების დარღვევას და ხშირ სისხლდენას უკავშირდება. ასეთი დაავადებებიდან ყველაზე ცნობილია ჰემოფილია.

სისხლის შედედების დარღვევის ფაქტორების გამოვლენა პრაქტიკულად არ ხდება. მათი შემჩნევა მხოლოდ სისხლჩაქცევებით შეიძლება, რომლებიც დიდხანს არ ჩერდება, ასევე ჰემატომით, რომელიც სხეულზე უმიზეზოდ ჩნდება. დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაშიც ზუსტი დიაგნოზის დასმა რთულია, რადგან გარკვეული ფაქტორის დარღვევის გამოვლენას რთული და ძვირადღირებული დიაგნოზი სჭირდება.

უნდა გახსოვდეთ, რომ დაავადების იდენტიფიცირების შემთხვევაშიც მისი სრულად განკურნება შეუძლებელია. თანამედროვე მედიცინას მხოლოდ ის შეუძლია, რომ პაციენტის ნორმალური მდგომარეობა შეინარჩუნოს სისხლის გადასხმით, სისხლის შემაჩერებელი საშუალებების მიღებით და სპეციალური დიეტის დაცვით.

4. შემაერთებელი ქსოვილების პათოლოგია

აქ რამდენიმე დაავადება ხვდება, რომელთა დროს ირღვევა კოლაგენის წარმოება  – მთავარი ცილა, რომელიც სისხლძარღვების კედლების ფორმირებისა და გამაგრებისთვის აუცილებელია. სიაში შეიძლება შედიოდეს: არასრულყოფილი ოსტეოგენეზი, ელასტიკური ფსევდოქსანთომა და ზოგიერთი სხვა დაავადებაა.

შემაერთებელი ქსოვილების პათოლოგიები ხშირად ადრეულ ასაკში ვლინდება. ჰემატომების გარდა პაციენტს შეიძლება ძვლოვანი სისტემის განვითარების დეფექტი ჰქონდეს, მაგალითად, ზედმეტად გრძელი კიდურები.

ასეთი თანდაყოლილი დეფექტის სრულად განკურნება შეუძლებელია. მედიცინას მხოლოდ პაციენტის მდგომარეობის შენარჩუნება და მძიმე სიმპტომების მაქსიმალურად შემცირება შეუძლია. ამ მიზნით შეიძლება სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებელი მედიკამენტები დანიშნონ.

ნებისმიერ შემთხვევაში ამ დროს სისხლდენა სისცოცხლისთვის საფრთხის შემცველი არაა. სისხლჩაქცევა დაავადების გამოვლენის ერთ–ერთი გზა ხდება.

5. პურპურა, რაც სტეროიდების ხანგრძლივად გამოყენებით არის გამოწვეული

სხეულზე ჰემატომას წარმოქმნა ზოგიერთ შემთხვევაში სერიოზულ საფრთხეს არ წარმოადგენს, არამედ მედიკამენტების მიღების გვერდითი მოვლენაა. მაგალითად, კანქვეშა სისხლჩაქცევა შეიძლება იყოს პურპურა – სამედიცინო სიმპტომი, რომელიც გლუკოკორტიკოსტეროიდების ხანგრძლივ მიღებას უკავშირდება.

თუ საქმე მედიკამენტების გვერდით მოვლენას უკავშირდება, შეგიძლიათ არ ინერვიულოთ. როგორც წესი, მკურნალობის დასრულების ან დადგენილი დოზის შემცირების შემდეგ უსიამოვნება ქრება.

6. მედიკამენტების მიღება

ზოგჯერ სისხლჩაქცევები ანტიდეპრესანტების, ანთების საწინააღმდეგო და ასთმის საწინაღმდეგო პრეპარატების ხანგრძლივ მიღებას უკავშირდება. ტკივილის დროს სისხლჩაქცევები ხშირად სახეზე ჩნდება. სახეზე, მუცელზე, ხელზე, ფეხზე ან სხვა ნაწილებზე სისხლჩაქცევების თავიდან ასაცილებლად ზედმეტ ფიზიკურ დატვირთვას და ძლიერ გაგრილებას მოერიდეთ.

7. P ვიტამინის ნაკლებობა

P ვიტამინის ნაკლებობა კოლაგენის წარმოების დაქვეითებას, სისხლძარღვების კედლების დათხელებას, მათი დაშლის გაზრდას იწვევს, შედეგად კი სისხლჩაქცევები ხშირად ჩნდება. ჰემატომას გამოვლენის გარდა აღინიშნება გაღიზიანება, კუჭ–ნაწლავის მუშაობის დარღვევა (გულძმარვა, დიარეა, მეტეორიზმი), კანის ზედაპირის მგრძნობელობა გაზრდა მზის სხივებზე, კოსმეტიკასა და საყოფაცხოვრებო ქიმიაზე.

P ვიტამინით მდიდარი წყაროა – ახალ მომზადებული მწვანე ჩაი, დღეში 2 ფინჯანი საკმარისია. დღური ნორმის შესავსებად საკმარისია 3 კბილი ნიორი, რამდენიმე ვაშლი ან 150 გრ გოგრა.

8. C ვიტამინის დეფიციტი

C ვიტამინის დეფიციტის დროს სისხლძარღვების მტვრევადობა იზრდება, შედეგად მცირე ჰემატომა ფეხის, ბარძაყის ან ბიცეპსის არეში ხშირად გვაწუხებს. დამატებითი სიმპტომებია – ხშირი სურდო, სისტემატური დაღლილობა, ძილიანობა და აპათია, თმის ცვენა და მტვრევა, კანის აქერცვლა. C და P ვიტამინების ერთდროული დეფიციტი სისხლში კალციუმის ნაკლებობას იწვევს.

ცინგა (სურავანდი). ამ დაავადებას C ვიტამინის მწვავე დეფიციტი ახასიათებს. ასეთი მნიშვნელოვანი ვიტამინის დეფიციტი იწვევს ნივთიერებათა ცვლის პროცესების დარღვევას და პირველ რიგში, კოლაგენის სინთეზს შლის, რომელიც სისხლძარღვების კედლების და შემაერთებელი ქსოვილების გაძლიერებაზეა პასუხისმგებელი. გასაკვირი არაა, რომ სურავანდი სწორედ სხეულზე სისხლჩაქცევით იწყება, რომელიც დაავადების გამწვავებასთან ერთად სულ უფრო და უფრო მსხვილდება.

იმის დასადგენად რომ სისხლჩაქცევის მიზეზი ცინგას განვითარებაა, საკმარისია სხვა დამახასიათებელ სიმპტომებს გადახედოთ, კერძოდ:

  • ღრძილებიდან სისხლდენა და სისუსტე
  • კბილების დაშორება, შემდეგ კი ცვენა
  • ანემიის განვითარება
  • ძლიერი კუნთოვანი ტკივილი მასიური სისხლჩაქცევების გამო

აღსანიშნავია, რომ ცინგასთან ბრძოლა საკმაოდ მარტივია. უბრალოდ რაციონში ასკორბინის მჟავა უნდა ჩართოთ და თანდათანობით მისი მდგომარეობა ნორმას დაუბრუნდება.

ამ მიზნით პაციენტს ენიშნება დიეტა, რომელშიც შედის ასკილი და ქაცვი, კუნეთლი და წითელი ტკბილი წიწაკა, ბრიუსელის კომბოსტო და ბროკოლი, შავი მოცხარი და მარწყვი, ოხრახუში და კამა, კივი, ფორთოხალი და სხვა ციტრუსი. ექიმი ნიშნავს სპეციალურ მედიკამენტებს, რომლებიც ორგანიზმის C ვიტამინით გამდიდრებას ხელს უწყობს.

გახსოვდეთ, რომ მიშვებულ მდგომარეობაში დაავადება სიცოცხლისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.

როცა ორივე ვიტამინის დეფიციტი შეივსება, სისხლძარღვები გაძლიერდება, არტერიული წნევა დარეგულირდება, კაპილარების გამტარობა შემცირდება. რაციონში წიწიბურას, ქლიავის, ალუბლის და წითელი წიწაკის ჩართვა საშუალებას მოგცემთ, რომ პრობლემა სამუდამოდ დაივიწყოთ.

9. K ვიტამინის დეფიციტი

ამ ვიტამინის დეფიციტის დროს სისხლის შედედება უარესდება და სისხლძარღვების კედლების მცირე გახეთვისას სისხლჩაქცევები წარმოიქმნება. ამავდროულად, აღინიშნება ცხვირიდან სისხლდენა, მცირე ნაკაწრზე ან ჭრილობაზე სისხლი დიდხანს არ ხორცდება და ჭრილობა კარგად არ იკურნება, ღრძილები სუსტია.

ამ ვიტამინის ნორმის მისაღებად ყოველდღე 2 ბანანი ან 2 კვერცხი, 1 მუჭა კაკალი, 150-170 გრ ცხიმიანი თევზი ან რამდენიმე სუფრის კოვზი სელის ზეთი მიიღეთ.

10. რანდიუ–ოსლერის დაავადება

იშვიათი თანდაყოლილი დაავადება, რომლის დროსაც პაციენტის სისხლძარღვებს გარე და კუნთოვანი გარსი არ აქვს. ამ მიზეზით სისხლძარღვები დროთა განმავლობაში ფართოვდება და კანქვეშ წვრილ სისხლის ლაქებს ქმნის.

ასეთი პათოლოგიის მთავარი ნიშანია სისხლძაღვების ვარსკვლავები და ჰემატომები, რომლებიც სხეულის სხვადასხვა ნაწილებზე ჩნდება (ხშირად სახეზე, მუცელზე და ყელზე).

დაავადებისთვის დამახასიათებელია ის, რომ ფიზიკური დატვირთვის გაზრდისას, მცირე ჰემატომების რაოდენობა იზრდება და სისხლდენის საშიშროება წარმოიქმნება. გარდა ამისა, ასეთ პაციენტს მუდმივად ცხვირიდან სისხლი მოსდის.

რანდიუ–ოსლერის დაავადებისგან სრულად განკურნება შეუძლებელია. მკურნალობა მიმართულია მძიმე სიმპტომების შემსუბუქებაზე სისხლის შემაჩერებელი, კანის შემახორცებელი და ჰემატომას გამწოვი საშუალებების მიღებით. ექიმის რჩევების გათვალისწინებით და დანიშნული მედიკამენტების მუდმივად მიღებით, სრულფასოვნად ცხოვრებას და ძლიერი სისხლდენის თავიდან აცილებას შეძლებთ.

11. ვარიკოზული გაფართოებული ვენები

ამ დროს წვრილი და მუქი სისხლჩაქცევები ხშირად ჩნდება. ფეხზე სისხლჩაქცევების ქონა და სხეულის სხვა ნაწილზე ჰემატომების არ ქონა საუბრობს სტაგნაციის პროცესზე და ვარიკოზული ვენების საწყის ეტაპზე.

გარდა ამისა, აღინიშნება სისხლძარღვების ვარსკვლავები, ქვედა კიდურებში ვენების გამოვარდნა და კრუნჩხვები, სიარულის დროს ფეხების შეშუპება. დაავადების დროს ვენური სისხლის ნაკადი ირღვევა, სისხლძარღვები ივსება და მოსალოდნელია კედლების გახეთქვა, რაც მცირე ჰემატომას იწვევს.

ვენებთან დაკავშირებული პრობლემის დროს ფლებოლოგს უნდა მიმართოთ. ექიმი ზუსტ დიაგნოზს დაგისვამთ და პრობლემის სიდიდეს შეაფასებს, ამისთვის დაგინიშნავთ სისხლძარღვების ექოსკოპიას ან დოპლეროგრაფიას, ასევე სისხლის შედედებაზე ანალიზს.

12. ინფექციური დაავადებები და ონკოლოგია

ზოგჯერ სხეულზე სისხლჩაქცევები უმიზეზოდ ჩნდება ინფექციური დაავადებების გადატანის შემდეგ. ზუსტი მიზეზის დადგენას კვალიფიციური ექიმი საფუძვლიანი გამოკვლევის შედეგად შეძლებს. ამ დაავადების მკურალობა მკაცრად ინდივიდუალურია.

და კიდევ: ერთი შეხედვით უმიზეზო მოვლენა არასდროს უგულებელყოთ, რადგან ეს შეიძლება ონკოლოგიური დაავადების არსებობაზე საუბრობდეს. სიმსივნის დროს სისხლში თრომბოციტების რაოდენობა მცირდება, რაც სისხლის შედედებს დარღვევას იწვევს.

შედეგად, შეიძლება დიდი სისხლჩაქცევები ბუნდოვანი საზღვრებით გამოვლინდეს. ეს ყველაფერი წონის უსაფუძვლო დაკლების, ლიმფური კვანძების გაზრდის, კანის ზედაპირის გაფერმკრთალების, პირის ლორწოვანი გარსის წყლულის ან ცხვირიდან ხშირი სისხლდენის ფონზე წარმოიქმნება. ასეთი სიმპტომის დროს ექიმთან ვიზიტი არ უნდა გადადოთ.

13. ჰორმონალური დისბალანსი

ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების მიღების ან კლიმაქსის დროს ქალის ორგანიზმში ჰორმონალური ფონი იცვლება – ესტროგენის დონე მცირდება. ეს სისხლის სიბლანტის დაქვეითებას და მსხვილი, ღია ჰემატომის წარმოქმნას იწვევს. ის სწრაფად იკურნება, დაახლოებით 3-5 დღეში. თანმხლები სიმპტომები შეიძლება იყოს: მეხსიერების დაქვეითება, კონცენტრაციის დაქვეითება, ძილის დარღვევა და თავბრუსხვევა.

რეკომენდებულია ჰორმონოგრამას გაკეთება. ესტროგენის მცირე ნაკლებობის შემთხვევაში რაციონში ფიტოესტროგენების დამატება საკმარისი იქნება – 150 გრ სოიო ან პარკოსნები (ლობიო, ბარდა) 1 მუჭა კაკალი ან სელის თესლი. ჰორმონების მნიშვნელოვანი დეფიციტის დროს აუცილებელია შესაბამისი პრეპარატების მიღება ჰორმონალური ბალანსის გასასწორებლად.

14. სხვა მიზეზები

სისხლჩაქცევების მიზეზი შეიძლება იყოს ჰიპერტონია, რევმატიზმი, ქრონიკული ტონზილიტი და თირკმლის დაავადება. თრომბოციტების დონის და სისხლის შედედების დასადგენად ანალიზი უნდა გაიკეთოთ.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ სხეულზე სისხლჩაქცევები უმიზეზოდ არასდროს ჩნდება. მართალია, ზოგჯერ სისხლჩაქცევები ჩნდება არა დაზიანების შედეგად, არამედ სერიოზული მიზეზით, რომელსაც კვალიფიციური ექიმები უნდა გაუმკლავდნენ.

სწორედ ამიტომ, სხეულზე ნებისმიერ ცვლილებას ყურადღება მიაქციეთ და ექიმთან დროულად მიმართვა არ დააყოვნოთ. გახსოვდეთ, ხშირად დროული აღმოჩენა და სწორი მკურნალობა ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის ბრძოლაში მთავარი ფაქტორებია.

Advertisement
ყვავილები15 hours ago

იოდი გერანისთვის: როგორ გამოვიყენოთ უხვი ყვავილობისთვის

ტესტები15 hours ago

აირჩიეთ კარი რომელიც მოგწონთ და გაიგეთ რა მოხდება მალე

ჰოროსკოპი15 hours ago

ქალური და მამაკაცური ზოდიაქოს ნიშნები: ნახეთ, როგორი ენერგეტიკა გაქვთ

ჯანმრთელობა2 days ago

ღვიძლის გაცხიმოვნება: 9 პროდუქტი, რომლითაც მას უფრო მარტივად „გამოიმუშავებთ“

ჰოროსკოპი2 days ago

ყველაზე გულქვა ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგი

ტესტები2 days ago

ის, რასაც პირველად დაინახავთ, გეტყვით, როგორ უმკლავდებით მარტოობას

ტესტები3 days ago

როგორი დიასახლისი ხართ? ამის შესახებ თქვენი წინსაფარი მოგვითხრობს

ჰოროსკოპი3 days ago

როდის სჯობს დაორსულება ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ჰოროსკოპი3 days ago

რომელი ზოდიაქოს ნიშნები გამოირჩევიან გულწრფელობით და პატიოსნებით

ჯანმრთელობა3 days ago

რატომ უნდა დალიოთ თბილი, თაფლიანი წყალი გაღვიძებისთანავე

ჰოროსკოპი4 weeks ago

2020 წლის ნოემბერი – ცეცხლოვანი ღორის თვე. რას უნდა ელოდოთ ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით

კულინარია4 weeks ago

ამ ზეთს ჩვენს ოჯახში აღარავინ ყიდულობს, დედამთილიც კი

ჰოროსკოპი4 weeks ago

ამ ზოდიაქოს ნიშნებს 2020 წლის ნოემბერში წარმატება ელოდებათ

ჰოროსკოპი4 days ago

ზოდიაქოს ნიშნები, რომელთაც ძლიერი ხარი კარდინალურ ცვლილებებს აჩუქებს

ჯანმრთელობა1 week ago

ვის არ ურჩევს მზრუნველი სპეციალისტი ხურმის ჭამას

ჰოროსკოპი4 weeks ago

3 ზოდიაქოს ნიშანი, რომელთაც ნოემბერში წარმოუდგენლად გაუმართლებთ: ვასილისას პროგნოზი

ჰოროსკოპი4 weeks ago

პაველ გლობის ჰოროსკოპი 2020 წლის ნოემბრისთვის

ჰოროსკოპი3 weeks ago

დეკემბრის იღბლიანები: 4 ზოდიაქოს ნიშანს ყველაფერში გაუმართლებს

თავის მოვლა4 weeks ago

იაფი კოსმეტიკა, რომელთაც ჩვენ ზედაც არ ვუყურებთ, უცხოელები კი ყიდულობენ

ტესტები4 weeks ago

აირჩიეთ თაიგული და წაიკითხეთ კვირის შეტყობინება

ტრენდული