Connect with us

ყვავილები

რატომ უნდა ჰქონდეს მჟაველა ყველას სახლში

თითოეულ მეყვავილეს თავისი ფავორიტი მცენარე ჰყავს. სამწუხაროდ, ამ სიაში მჟაველა იშვიათად ხვდება. და სულ ტყუილად. მჟაველა არა მხოლოდ ლამაზი, არამედ სასარგებლო ყვავილია. მისი მოვლა მარტივია: მცენარე საკმარისად ამტანი და უპრეტენზიოა. ამაში საკუთარი გამოცდილებით დავრწმუნდი, როცა თითქმის მკვდარი ყვავილი 1 კვირაში გაცოცხლდა.

მებაღეობის მცოდნეები მჟაველას სიფრთხილით ეკიდებიან. თუ ყვავილს ღია მიწაში დარგავთ, როგორც სარეველა, მთელი ტერიტორიის დაპყრობას დაიწყებს. სხვა საქმეა, მისი ქოთანში გაზრდა. იდეალური ვარიანტი დაკავებული ადამიანებისთვის და მათთვის, ვინც ოთახის მცენარეებში დიდად ვერ ერკვევა. ჯერ კიდევ ეჭვი გეპარებათ? Alltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ 5 კარგ მიზეზს, რატომ უნდა იქონიოთ მჟაველა სახლში.

რატომ უნდა გქონდეთ მჟაველა სახლში

1. ლამაზი გარეგნობა

მჟაველას სახეობებს შორის გამოვყოფდი „პეპელას“ მისი სამკუთხა მუქი იისფერი ფოთლებით. ფანჯრის რაფაზე  უფრო მწვანე სახეობებს შორის ეფექტურად გამოიყურება. როცა მცენარე აყვავილდება, მისი პატარა ფერადი თანაყვავილედი მუქი ფოთლების ფონზე კიდევ უფრო ნაზად გამოიყურება.

2. მოვლა

მჟაველას შეიყვარებთ მხოლოდ იმიტომ, რომ ზედმეტი მოვლა არ სჭირდება. პერიოდულად მორწყეთ და 2–3 წელიწადში ერთხელ გადარგეთ. გამოკვება არ სჭირდება, მხოლოდ სხვა მცენარეებთან კომპანიის გამო. ტემპერატურის ძლიერი დაწევისას შეიძლება მძინარე ფაზაში გადავიდეს, მაგრამ მალე ახალ ფოთლებს გამოუშვებს.

3. საჭმელად ვარგისია

ეს შეიძლება აღმოჩენა გახდეს. მაგრამ მჟაველას ფოთლები შეგიძლიათ და უნდა მიირთვათ.  მისი ფოთლები სალათებს, პირველ კერძებს და დესერტებს დაუმატეთ. ხმელი მჟაველა მომჟავო გემოს სასარგებლო სანელებელი გახდება. ასეთი დანამატი ბევრ ვაშლის და მჟაუნ მჟავებს, A, C და K ვიტამინებს, ფლავონოიდებს შეიცავს. ნამდვილი საგანძური ფანჯრის რაფაზე.

4. ხალხური ცრურწმენები

მჟაველა ახალ ბინაში გადასვლის აღსანიშნავად კარგი საჩუქარია. ამბობენ, რომ მცენარეს სახლში ბედნიერება და წარმატება მოაქვს. რაც მთავარია, ოჯახში მშვიდობის შენარჩუნებას ხელს უწყობს. მცენარეზე ერთი შეხედვა საკმარისია, რომ კამათის სურვილი გაქრეს.

5. ყოველდღიურობაში გამოყენება

გასაოცარია, მაგრამ მჟაველა შეგიძლიათ საყოფაცხოვრებო საქმეებში გამოიყენოთ. ტანსაცმლიდან ლაქებს ნებისმიერ მაღაზიის საშუალებაზე უკეთ აშორებს. რამდენიმე ფოთოლი ფერად ქსოვილს ძველებურ სილამაზეს დაუბრუნებს. ასევე მჟაველა ბაღში მუშაობის შემდეგ ხელებიდან ჭუჭყს მარტივად მოგაშორებთ. უბრალოდ ხელისგულებს შორის ფოთლები გასრისეთ. და ესეც ასე, ყველაფერი სუფთაა!

დარწმუნებული ვარ, წარმოდგენაც არ გქონდათ, რომ ეს მოკრძალებული მცენარე ბევრ საიდუმლოს მალავს, ვიმედოვნებთ, რომ ამ ლამაზი მცენარით დაგაინტერესეთ და მალე თქვენს ფანჯრის რაფაზე საპატიო ადგილს დაიკავებს.

Advertisement
ყვავილები3 hours ago

რას ეზიდება აქტიური მეზობელი აგარაკზე. ნივთებს ყველგან აგროვებს

ტესტები4 hours ago

აირჩიეთ გული და გეტყვით, რა გელით ურთიერთობაში

ჰოროსკოპი4 hours ago

არა მხოლოდ მორიელი: 7 ზოდიაქოს ნიშანი წარმოუდგენელი ინტუიციით

ყვავილები4 hours ago

მოცხარი, ჟოლო და ხურტკმელი: რით დავამუშავოთ ბაღი და დავიცვათ ბუჩქები

საკითხავი4 hours ago

როგორ გავწმინდოთ მინები და სარკეები იოდით: ადგილობრივი განდეგილის რჩევები

ჯანმრთელობა1 day ago

რა უნდა ვაკეთოთ 40 წლის ასაკში იმისთვის, რომ 70 წლის ასაკში არ ვინანოთ?

ყვავილები1 day ago

როდის დავრგოთ ხახვი გაზაფხულზე, რომ უხვი მოსავალი მივიღოთ

ყვავილები1 day ago

როგორ აწესრიგებს ჩემს ნაკვეთს პედანტი მეზობელი აგარაკზე

თავის მოვლა1 day ago

კაკაო ბოტოქსის ნაცვლად: პრობლემურ ზონებში ნაოჭებს ასწორებს

ტესტები1 day ago

აირჩიეთ მშვიდობის მტრედი და მიიღეთ შეტყობინება ზეციდან

ჯანმრთელობა2 weeks ago

ეს გოგო 12 დღე მხოლოდ ბანანს ჭამდა. ის, რაც მოხდა, გამაოგნებელია

საკითხავი3 days ago

რატომ უნდა შეუბეროთ მარილს სული ფანჯარასთან 4–დან 11 აპრილამდე

ჰოროსკოპი3 weeks ago

ფრთხილად, მყიფე ტვირთი: ვინ არის ყველაზე წყენია ზოდიაქოს ნიშანი

ყვავილები4 weeks ago

რატომ უნდა ჰქონდეს მჟაველა ყველას სახლში

ჰოროსკოპი1 week ago

ვინ არის ყველაზე ბედნიერი ზოდიაქოს ნიშანი

ყვავილები3 weeks ago

რატომ უნდა ჩავარჭოთ ლურსმანი ოთახის მცენარის ქოთანში

საკითხავი5 days ago

რატომ და როგორ მოვიაროთ სახლი სანთლით სწორად-ძველი მართლმადიდებლური წესი

ჰოროსკოპი3 weeks ago

რომელ ზოდიაქოს ნიშანს ელოდება აპრილში თეთრ ცხენზე ამხედრებული მხედარი

საკითხავი1 week ago

რისი გაკეთება არ შეიძლება ტაძარში, რომ ღვთის წყალობა არ დაკარგოთ

ყვავილები4 weeks ago

10 წვეთი ამ თვის ბოლოს და შემდეგ თვეში მცენარეები მეგობრულად აყვავილდებიან