Connect with us

საკითხავი

რატომ უნდა ჩაასხათ ჭურჭლის სარეცხი სითხე უნიტაზში

უნიტაზის გაჭედვისას დაუყონებლივ უნდა იმოქმედოთ. ამ შემთხვევაში დაგვიანება არ შეიძლება. ნორმალურად მომუშავე უნიტაზის გარეშე ერთი დღეც ვერ გაძლებთ. სანამ სანტექნიკოსს გამოიძახებთ, შეგიძლიათ ბლოკირების მოხსნა თავად სცადოთ.

პირველ რიგში, თავში მოგვდის დგუში, რომელიც სახლში ყველას უნდა ჰქონდეს. თუ დგუში გაქვთ ან ვერ გიშველათ, არ ინერვიულოთ. მარაგში კიდევ ერთი მეთოდი გვაქვს.

გაჭედილი უნიტაზის გასაწმენდად დაგჭირდებათ ცხელი წყალი და ჭურჭლის სარეცხი საშუალება.

  • ქვაბში 4 ლ წყალი ჩაასხით და ცეცხლზე დადგით. წყალი ცეცხლი უნდა იყოს, მაგრამ არა ანადუღარი, რადგან ცხელმა წყალმა შეიძლება უნიტაზი გატეხოს.
  • უნიტაზში ზუსტად 150 მლ ჭურჭლის სარეცხი საშუალება ჩაასხით და ცოტა ხნით გააჩერეთ, სანამ წყალი ცხელდება.
  • შესაძლოა, დაახლოებით 15 წუთით ლოდინი მოგიწიოთ, სანამ იმოქმედებს.
  • როცა წყლის გასვლას შეამჩნევთ, ნელ–ნელა უნიტაზში წყლის ჩარეცხვა სცადეთ.

რატომ არის მეთოდი ეფექტური?

ჭურჭლის სარეცხი საშუალება შექმნილია იმისთვის, რომ ცხიმი და მიმხმარი საკვების ნარჩენები დაშალოს. ასევე იმოქმედებს უნიტაზის შემთხვევაშიც, ზედაპირზე მიკრულ ნარჩენებს დაშლის.

მეთოდი მცირე გაჭედილობის დროს ეფექტურია, თუ ვერ გიშველათ და საქმე სერიოზულადაა, სანტექნიკოსი გამოიძახეთ.