Connect with us

ჯანმრთელობა

რატომ უნდა მიიღოთ თევზის ქონი? თევზის ქონი გასახდომად და ცხიმის დასაწვავად

თევზის ქონი ახალი თევზის ღვიძლისგან მზადდება. ის დიდი რაოდენობით შეიცავს ომეგა 3 ცხიმოვან მჟავას, რომელიც ადამიანის რაციონში ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია, რადგან ორგანიზმი მას დამოუკიდებლად ვერ აწარმოებს. ასევე თევზის ქონი შეიცავს იოდს, ფოსფორს, E, D და A ვიტამინებს.

თევზის ქონის საერთო სარგებელი:

თევზის ქონის სარგებელი ძალიან ფართოა (გულის დაავადებების თავიდან აცილების დაწყებით და კანქვეშა ცხიმის წვით დამთავრებული), რაც ბევრი სამედიცინო კვლევით დადასტურებულია. თევზის ქონში შემავალი ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავა უჯრედების ზრდასა და განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ის, ძირითადად, თავის ტვინში კონცენტრირებულია და კოგნიტური (ყურადღება, მეხსიერება, აზროვნება) და ქცევითი ფუნქციებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

თევზის ქონის სასარგებლო თვისებების მოკლე სია:

  1. დეპრესიას და შფოთვას ამცირებს
  2. არტერიულ წნევას ამცირებს
  3. სტრესის ნეგატიურ ზემოქმედებას ამცირებს
  4. კანის სიმშრალეს ებრძვის და ფსორიაზის მკურნალობას ხელს უწყობს
  5. ქრონიკული დაავადებების, გულის დაავადების, ართრიტის და სიმსივნის რისკს ამცირებს
  6. მთელ ორგანიზმში ანთებით პროცესებს ამცირებს
  7. ტრიგლიცერიდების დონეს ამცირებს (ცხიმების შენახვის ფორმა ადამიანის ორგანიზმში)
  8. ყურადღების დეფიციტის სინდრომის და ჰიპერაქტივობის სინდრომს კურნავს
  9. ცხიმის წვაზე პასუხისმგებელ გენს ააქტიურებს
  10. კუნთოვან უჯრედების ცილების სინთეზსს ხელს უწყობს.

თევზის ქონი გასახდომად და ცხიმის დასაწვავად:

2007 წელს კლინიკური კვების ამერიკულმა ჟურნალმა თევზის ქონის ცხიმების დაშლაზე გავლენის კვლევა გამოაქვეყნა. კვლევის შედეგებმა დაადასტურა, რომ თევზის ქონს ადამიანის ცხიმოვანი მასის დამოუკიდებლად შემცირება, ტრიგლიცერიდების და შაქრის დონის შემცირება შეუძლია. როცა სისხლში შაქრის დონე მაღალია, ორგანიზმი ინსულინს აწარმოებს, რომელიც ცხიმის წვას აფერხებს. შაქრის დონის შემცირების შემდეგ თევზის ქონი ინსულინის სწრაფ ზრდას აფერხებს და ცხიმის წვას ხელს უწყობს.

კვების რაციონში თევზის ქონის ჩამატება ორგანიზმს ყველა სახის ცხიმიდან ენერგიის მიღებაში დაეხმარება, მათ შორის უკვე არსებული კანქვეშა ცხიმის ჩათვლით. ეს პარადოქსის მიზეზია: ომეგა 3 ცხიმის მიღებით თქვენ სწრაფად დაიკლებთ.

დღეში რამდენი თევზის ქონი უნდა მიიღოთ

უამრავი მოსაზრება არსებობს იმის შესახებ, თუ რამდენი თევზის ქონი უნდა მივიღოთ დღეში. გულის ამერიკული ასოციაცია დაბალ დოზას გირჩევთ – 0,5-დან 2 გრამამდე დღეში, ხოლო სხვები გირჩევენ, რომ ყოველ პროცენტ კანქვეშა ცხიმზე 1 გრ თევზის ქონი მიირთვათ. თუმცა ზომიერი და უფრო ოპტიმალური ვარიანტია – დღეში 2-3-ჯერ, 1-2 გრ თევზის ქონი ჭამის დროს.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.

Advertisement