Connect with us

ჯანმრთელობა

რატომ უნდა მივირთვათ თაფლი ძილის წინ: ორგანიზმში გასაოცარი ცვლილებები მიმდინარეობს

თაფლი – ეს ტკბილი, თხევადი ოქრო, ჯანმრთელობის ნატურალური ელექსირია. თქვენ ოდესმე მიგირთმევიათ იგი ძილის წინ? მაშინ, როცა სოციალური მედია დუღს საღამოს ტკბილეულის მირთმევის მავნებლობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციით, ძველ ჩინურ და ინდურ ჯანმრთელობის ტრაქტატებში მკურნალები 1 კოვზი თაფლის ჭამას გვირჩევენ ძილის წინ.

წარმოგიდგენთ სარწმუნო ფაქტებს იმის შესახებ, რომ ძველი მკურნალები აბსოლუტურად მართალს ამბობდნენ! აღმოჩნდა, რომ, სხვადასხვა პროდუქტთან კომბინაციაში, თაფლი სხვადასხვაგვარად მოქმედებს ორგანიზმზე.
მაშ ასე, 6 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა მიირთვათ 1 კოვზი თაფლი ძილის წინ:

1. ხელს უწყობს ღრმა ძილს. თაფლი ცნობილია თავისი მომადუნებელი თვისებებით. ამშვიდებს, ასტიმულირებს მელატონინის გამოყოფას. ეს ჰორმონი ჯანსაღ ძილზე, უჯრედების განახლებასა და ნერვული სისტემის აღდგენაზეა პასუხისმგებელი. 1 ჩ.კ. თაფლი ძილის წინ – სრულყოფილი დასვენების წინაპირობაა. დააყოლეთ მას გვირილის ჩაი, რათა აბსოლუტურად ბედნიერს გაგეღვიძოთ.

2. ხელს უწყობს ცხიმების წვას. კვების სპეციალისტი(წარსულში ქიმიკოს-ბოტანიკოსი) მაიკლ მაკინესი აღნიშნავს, რომ სპორტით დაკავებული ადამიანები, რომლებიც რეგულარულად მიირთმევენ თაფლს, ათჯერ მეტ ცხიმს წვავენ, ვიდრე დანარჩენები.

3. აახლებს ღვიძლს. ღვიძლის ჯანმრთელობა = მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობა. სწორედ ძილის დროს ახლდება და აღდგება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანო. განსაკუთრებით სასარგებლოა გოგრის წვენისა და თაფლის კომბინაცია(1:1). მიირთვით საშუალება 1 თვის მანძილზე, რათა ორგანიზმი სწრაფად გაათავისუფლოთ ტოქსინებისა და მეტაბოლისტური დარღვევებისგან.

4. აძლიერებს ორგანიზმის დამცავ ძალებს. 1 ჩ.კ. თაფლი – ორგანიზმისთვის ყველა აუცილებელი ნივთიერების ულუფაა. ნიორი – მძლავრი იმუნოსტიმულატორია. ეს ორი პროდუქტი ერთად სუპერეფექტურია ბაქტერიებისა და ვირუსების წინააღმდეგ! გათლილ ნიორს დაასხით თაფლი და დააყენეთ. მიირთვით 1 ჩ.კ. ღამით.

5. გავსებთ ენერგიით. გინდათ, საწოლიდან ძალებით აღსავსე დგებოდეთ? არ დაგავიწყდეთ საწოლის გვერდით თაფლის ქილისა და ლიმონიანი წყლით სავსე ჭიქის დადგმა. მიირთვით ეს ნაზავი ყოველ ღამით და სასიამოვნოდ გაოცდებით შედეგით.

დავაზუსტებთ, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სამკურნალო თვისება მხოლოდ ნატურალურ თაფლს ახასიათებს. თქვენ როგორ იყენებთ თაფლს არაკულინარიული მიზნებით? გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.

Advertisement