Connect with us

ყვავილები

რატომ ოცნებობს ამაყი ორქიდეა კარტოფილის ქერქით გამოკვებაზე

ოთახის მცენარეებს შორის ორქიდეა განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ეს გასაკვირი არაა, რადგან არომატულ მცენარეს შეუძლია მთელი წელი თავისი ყვავილობით გვახაროს. მთავარია, მწვანე მეგობარს სინათლე, ტენიანობა და დამატებითი გამოკვება არ მოაკლოთ. მაგალითად, გამოკვების საკითხს კარტოფილის ქერქის სასუქიც გაუმკლავდება.

Alltime.ge გიამბობთ, რატომ უნდა გამოკვებოთ ოთახის მცენარე უჩვეულო საშუალებით. ასევე გაიგეთ, როგორ მოამზადოთ მარტივი სასუქი კარტოფილის ქერქისგან.

სასუქი კარტოფილის ქერქისგან

კარტოფილის ნათალს რამდენიმე მიზეზის გამო იყენებენ. პირველ რიგში, ეს ყველაზე მარტივი და იაფი მეთოდია. მეორეც, ქერქს ნიადაგში ბაქტერიების განადგურება შეუძლია. ამასთან მიწა ყველა მკვებავ ნივთიერებას ინარჩუნებს, რომელთაც შემდეგ ფესვები იწოვენ.

გარდა ამისა, კარტოფილის სასუქი შეგიძლიათ სხვადასხვა მეთოდით მოამზადოთ. თქვენთვის მოსახერხებელ ვარიანტს ადვილად შეარჩევთ. სხვათა შორის, ასეთი სასუქი არა მხოლოდ ოთახის მცენარეებს, არამედ ბოსტნეულის კულტურას უხდება. სწორედ ამიტომ, თუ მებაღეობით დაკავებული ხართ, ჩვენი რეკომენდაციები გამოგადგებათ.

რას იძლევა კარტოფილის სასუქი

კარტოფილის ქერქი მკვებავი ნივთიერებებით მდიდარია. მაგალითად, გლუკოზა, ასკორბინის მჟავა, ორგანული მჟავები და სახამებელი. ასევე შეიცავს მიკროელემენტებს: ფოსფორი, ფთორი, კალიუმი და მაგნიუმი. რა უპირატესობას ფლობს ნატურალური სასუქი?

პირველ რიგში, მცენარისთვის აუცილებელი მკვებავი ნივთიერებების და მინერალების ნატურალური წყაროა. მეორეც, ნათალის სასუქით ოთახის ყვავილი სწრაფად გაიზრდება. ასეთი გამოკვება ყვავილობას გააუმჯობესებს. სხვათა შორის, კარტოფილის ნათალის ნახარში არა მხოლოდ ორქიდეასთვის გამოგადგებათ. მისი გამოყენება შეგიძლიათ იის, კაკქტუსის, ფიკუსის და სხვა ოთახის ყვავილების გამოსაკვებად.

როგორ მოვამზადოთ სასუქი ქერქიდან

კარტოფილის სასუქის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 3-6 კარტოფილი და 1 ლ სუფთა წყალი. ბოსტნეული გათალეთ და ნათალი წვრილად დაჭერით. შემდეგ წყალი აადუღეთ და ნათალი დაუმატეთ, 15 წუთით ხარშეთ.

ამის შემდეგ გააგრილეთ და მარლით გადაწურეთ. მზადაა! ალბათ, ამაზე უფრო მარტივ და ეფექტურ სასუქს ვერ იპოვით. მწვანე მეგობარი მიღებული სითხით ყოველ 15 დღეში მორწყეთ. რეკომენდებულია, სასუქი მცირე პორციებად მიაწოდოთ, რადგან მაცივარში შეგიძლიათ 2 კვირა შეინახოთ.

სასუქი ფხვნილის სახით

ამისთვის წინასწარ გამხმარი კარტოფილის ქერქი დაგჭირდებათ. ნედლი მასალის გასახმობად რამდენიმე წესი უნდა დაიცვათ. პირველ რიგში, ნათალი ცივ წყალში კარგად გარეცხეთ. მეორეც, კარგად გაწურეთ და ტენის აორთქლებას დაელოდეთ.

შემდეგ კარტოფილის ნათალი ჰაერზე ან ღუმელში გაახმეთ. პირველ შემთხვევაში ქერქი თხელ ფენად ქაღალდზე ან სალფეთქზე დააწყვეთ, შემდეგ აივანზე ან ფანჯრის რაფაზე დადეთ. გახსოვდეთ, რომ მზის პირდაპირი სხივები უკუჩვენებულია. ღუმელში გახმობას 100 გრადუსზე 3-4 საათი სჭირდება. ბუნებრივი გზით გახმობას კი 10-12 დღე.

მზა ნათალი ნაჭრის ქსოვილში ჩაყარეთ, რომ სუნთქვა შეძლოს, და სარდაფში შეინახეთ. ბუნებრივი გზით გამხმარი ნათალი სჯობს გრილ ადგილას შეინახოთ. სასუქის მოსამზადებლად ნათალი ბლენდერით ან ყავის საფქვავით დაფქვით. მიღებული ნარევი მცენარეს 4 კვირაში ერთხელ მოაყარეთ. ასეთი სასუქი მშრალ ტომრებში უნდა შეინახოთ, მაგრამ დიდხანს არ ინახება.

ვიმედოვნებთ, სტატია სასარგებლო აღმოჩნდა. თუ ორქიდეის და სხვა ოთახის მცენარეების ყვავილობის გასაზრდელად კარგი ხრიკები გაქვთ, კომენტარებში აუცილებლად გაგვიზიარეთ.

Advertisement
ყვავილები14 hours ago

იოდი გერანისთვის: როგორ გამოვიყენოთ უხვი ყვავილობისთვის

ტესტები14 hours ago

აირჩიეთ კარი რომელიც მოგწონთ და გაიგეთ რა მოხდება მალე

ჰოროსკოპი14 hours ago

ქალური და მამაკაცური ზოდიაქოს ნიშნები: ნახეთ, როგორი ენერგეტიკა გაქვთ

ჯანმრთელობა2 days ago

ღვიძლის გაცხიმოვნება: 9 პროდუქტი, რომლითაც მას უფრო მარტივად „გამოიმუშავებთ“

ჰოროსკოპი2 days ago

ყველაზე გულქვა ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგი

ტესტები2 days ago

ის, რასაც პირველად დაინახავთ, გეტყვით, როგორ უმკლავდებით მარტოობას

ტესტები3 days ago

როგორი დიასახლისი ხართ? ამის შესახებ თქვენი წინსაფარი მოგვითხრობს

ჰოროსკოპი3 days ago

როდის სჯობს დაორსულება ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ჰოროსკოპი3 days ago

რომელი ზოდიაქოს ნიშნები გამოირჩევიან გულწრფელობით და პატიოსნებით

ჯანმრთელობა3 days ago

რატომ უნდა დალიოთ თბილი, თაფლიანი წყალი გაღვიძებისთანავე

ჰოროსკოპი4 weeks ago

2020 წლის ნოემბერი – ცეცხლოვანი ღორის თვე. რას უნდა ელოდოთ ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით

კულინარია4 weeks ago

ამ ზეთს ჩვენს ოჯახში აღარავინ ყიდულობს, დედამთილიც კი

ჰოროსკოპი4 weeks ago

ამ ზოდიაქოს ნიშნებს 2020 წლის ნოემბერში წარმატება ელოდებათ

ჰოროსკოპი4 days ago

ზოდიაქოს ნიშნები, რომელთაც ძლიერი ხარი კარდინალურ ცვლილებებს აჩუქებს

ჯანმრთელობა1 week ago

ვის არ ურჩევს მზრუნველი სპეციალისტი ხურმის ჭამას

ჰოროსკოპი4 weeks ago

3 ზოდიაქოს ნიშანი, რომელთაც ნოემბერში წარმოუდგენლად გაუმართლებთ: ვასილისას პროგნოზი

ჰოროსკოპი4 weeks ago

პაველ გლობის ჰოროსკოპი 2020 წლის ნოემბრისთვის

ჰოროსკოპი3 weeks ago

დეკემბრის იღბლიანები: 4 ზოდიაქოს ნიშანს ყველაფერში გაუმართლებს

თავის მოვლა4 weeks ago

იაფი კოსმეტიკა, რომელთაც ჩვენ ზედაც არ ვუყურებთ, უცხოელები კი ყიდულობენ

ტესტები4 weeks ago

აირჩიეთ თაიგული და წაიკითხეთ კვირის შეტყობინება

ტრენდული