Connect with us

ჯანმრთელობა

რატომ მოგვდის ცხვირიდან სისხლი და როგორ შევაჩეროთ სწორად?

მედიცინის თვალსაზრისით, ცხვირიდან სისხლდენაში სახიფათო არაფერია – ეს ჩვეულებრივი, საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა. ხშირად სისხლდენას სუსტი სისხლძარღვების გახეთქვა იწვევს. მოდით გავარკვიოთ, რამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა, როგორ შევაჩეროთ და როდის მივმართოთ ექიმს.

სისხლდენა ცხვირის წინა ნაწილში

ცხვირში სისხლდენა (მას „ეპისტაქსიას“ უწოდებენ), ძირითადად, ცხვირის ძგიდეში ხდება – ანუ იმ ნაწილში, რომელიც ნესტოებთან ახლოსაა. ამ ადგილში სისხლძარღვები ზედაპირთან ძალიან ახლოსა, რაც მათ დაზიანებების მიმართ დაუცველს ხდის.

როგორ გამოვიცნოთ ასეთი ტიპის სისხლდენა?

იმის გაგება, რომ სისხლდენა წინა ნაწილში ხდება, საკმაოდ მარტივია – თუ დაზარებული ზის ან დგას, სისხლი მხოლოდ ერთი ნესტოდან გადმოვა.

ეს სახიფათოა?

მსგავსი სისხლდენა ჩვეულებრივ სამედიცინო დახმარებას არ მოითხოვს. ექიმს უნდა მიმართოთ, თუ სისხლი არ ჩერდება ან საქმე ბავშვს ეხება.

რამ შეიძლება გამოიწვიოს ცხვირის წინა ნაწილში სისხლდენა?

ყველაზე გავრცელებული მიზეზია ტრავმა – დაზიანება, ხელის მოჭერა ან უბრალოდ ცხვირში თითით ჩიჩქვნა, რაც ბავშვებს ასე ძალიან უყვართ. სხვა მიზეზებს შორის შეიძლება იყოს შემდეგი:

  • ლორწოვანის სიმშრალე
  • დიდ სიმაღლეზე ფრენა
  • სურდო
  • ალერგია
  • მედიკამენტების მიღება, რაც სისხლძარღვებს სუსტს ხდის

თუ ადამიანი ეწევა და ცხვირიდან სისხლდენა ხშირად აწუხებს, ამ მავნე ჩვევაზე უარი უნდა თქვას – ასე ჯანმრთელობას სარგებელს მოუტანთ და ლორწოვან გარსს თამბაქოს კვამლისგან დაიცავთ.

როგორ შევაჩეროთ ცხვირიდან სისხლდენა?

აი, რამდენიმე რჩევა:

  1. სიმშვიდე შეინარჩუნეთ და პანიკაში არ ჩავარდეთ.
  2. სწორად დაჯექით.
  3. თუ ხელთ გაქვთ შეშუპების საწინააღმდეგო საშუალება, რომელიც ოქსიმეტაზოლინს შეიცავს, შეგიძლიათ გამოიყენოთ. სისხლძარღვები შევიწროვდება და სისხლდენა შეფერხდება.
  4. ცერა და საჩვენებელი თითებით 5 წუთით ნესტოებს მოუჭირეთ.
  5. თუ ეს არ დაგეხმარებათ, ცხვირს 10 წუთით მოუჭირეთ.
  6. ძგიდეზე ცივი კომპრესი ან ყინულით სავსე პაკეტი დაიდეთ.

როდის არ უნდა გადადოთ ექიმთან ვიზიტი?

  • თუ ძლიერი სისხლდენა გაქვთ;
  • თუ ცხვირიდან სისხლი ხშირად მოგდით;
  • თუ ცხვირის ტრავმა/ჭრილობა მძიმეა;
  • თუ ცხვირიდან სისხლდენა თავის დაზიანებით არის გამოწვეული;
  • თუ ცხვირიდან სისხლი ბავშვს, მოხუცს ან ავადმყოფ ადამიანს მოსდის;
  • თუ ცხვირიდან სისხლდენა ნესტოების დაჭერიდან 10-20 წუთის შემდეგ არ წყდება;
  • თუ ცხვირიდან სისხლდენა ნამდვილად გაწუხებთ;

სისხლდენა ცხვირის უკანა ნაწილში

ასეთი სისხლდენა ძგიდის ზედა ნაწილში იწყება და ნამდვილად სერიოზული შეიძლება გახდეს. საბედნიეროდ, საკმაოდ იშვიათად გვხვდება და ხშირად ხანდაზმულებს უფრო აწუხებს, ვიდრე ბავშვებს და მოზარდებს.

როგორ გამოვიცნოთ ასეთი ტიპის სისხლდენა?

ჩვენ შეგვიძლია ასეთი ტიპის სისხლდენაზე ვისაუბროთ, როცა სისხლი ცხვირ–ხახაში ქვემოთ გადადის მაშინაც კი, როცა ადამიანი ზის ან დგას.

რატომ შეიძლება დაიწყოს ცხვირის უკანა ნაწილში სისხლდენა?

ხშირად ამის მიზეზი ცხვირის სერიოზული ტრავმა ან გაზრდილი არტერიული წნევაა.

როგორ შევაჩეროთ სისხლდენა ცხვირის უკანა ნაწილში?

პირველი ნაბიჯები ანალოგიურია – არ ინერვიულოთ, სწორად დაჯექით, ნესტოებს მოუჭირეთ.

ექიმმა შეიძლება სისხლის შესაჩერებლად მარლა გამოიყენოს, მაგრამ სახლის პირობებში ამის გაკეთება არ ღირს – შეიძლება დააზიანოთ. უფრო მძიმე შემთხვევებში ექიმმა ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ დაზიანებული სისხლძარღვები მოწვას.

რამ შეიძლება გამოიწვიოს ცხვირიდან სისხლდენა?

სისხლდენის მიზეზი ყოველთვის დაზიანება, სიმშრალე ან ძლიერი გამოწმენდა არაა. უფრო ნაკლებად გავრცელებული მიზეზებიც არსებობს, რომლებიც ცხვირიდან სისხლდენას იწვევენ, მათ შორისაა:

  • ზოგიერთი მედიკამენტი, რომლებიც სისხლს ათხელებენ;
  • ნარკოტიკების მოხმარება (მაგალითად, კოკაინი);
  • ოსლერ–ვებერ–რანდიუს სინდრომის – მემკვიდრეობითი დაავადება, რომლის დროსაც ცხვირში მდებარეობს სისხლძარღვების ანომალიები, ხალის მსგავსი;
  • ცხვირის სიმსივნე (როგორც ავთვისებიანი, ასევე დადებითთვისებიანი);
  • ათეროსკლეროზი;
  • შედედების დარღვევა ან დაავადება, რომელიც თრომბოციტების რაოდენობის შემცირებას იწვევს (მაგალითად, ლეიკემია);

ზოგჯერ, ცხვირიდან სისხლი უმიზეზოდ მოგვდის, და ამაში სახიფათო არაფერია.

რატომ არ შეიძლება ცხვირიდან სისხლდენის დროს თავის უკან გადაწევა?

არაფერია კარგი სისხლში, რომელიც ყელის უკანა ნაწილზე მიედინება – ის ხომ სადღაც უნდა წავიდეს. „კარგ“ პირობებში სისხლი კუჭში ჩავა, „ცუდ“ პირობებში – სასუნთქ სისტემაში და ორგანიზმი მისი მოხარული არსად არ იქნება. ალბათ, არ ღირს იმის ახსნა, თუ რით არის ცუდი სითხე ფილტვებში. აი, კუჭთან ყველაფერი ცხადი არაა – სისხლი ლორწოვან გარსს აღიზიანებს, რამაც შეიძლება მოულოდნელი ღებინება გამოიწვიოს.

სხვათა შორის, სწორედ ამ მიზეზით, არ შეიძლება ექიმის გარეშე ცხვირში ტამპონების ჩადება: თუ ამას არასწორად გააკეთებთ, სისხლის ნორმალური გადინება დაირღვევა (გვახსოვს – ვიცავთ სასუნთქ გზებს და კუჭს), ხოლო დაზიანებულ ჭურჭელს არ ვხურავთ.

ადამიანები თავს უკან სწევენ, რომ ტანსაცმელი ლაქებისგან დაიცვან ან უკმაყოფილო სახეებს თავი აარიდონ. პერანგი ყოველთვის შეგიძლიათ გადააგდოთ, ხოლო ხალხს შეუძლიათ გვერდზე გაიხედონ – ისინი თქვენს ჯანმრთელობად არ ღირს.

როგორ მოვუჭიროთ ცხვირს სწორად სისხლდენის დროს?

ადამიანების უმეტესობა სისხლდენის დროს ცხვირს ინსტინქტურად უჭერს, მაგრამ ეს სწორად უნდა გააკეთოთ.

პაციენტის ცხვირს იქ მოუჭირეთ, სადაც ძვალი ხრტილში გადადის. უბრალოდ ნესტოების მოჭერა საკმარისი არაა – თითებით არა მხოლოდ რბილ ქსოვილებს, არამედ ძვლებს უნდა მოუჭიროთ.

სისხლი ჯერ კიდევ მოგდით? თითები ოდნავ გადააადგილეთ ისე, რომ სისხლდენა სრულად შეწყვიტოთ. ამავე მოძრაობით სისხლძარღვებს ძვლოვან ადგილას დააჭერთ და ამით თრომბის ჩამოყალიბებას ხელს შეუწყობთ.

ცხვირში თითები მინიმუმ 5 წუთით მოჭერილი გქონდეთ და არ შეამოწმოთ, სისხლდენა შეწყდა თუ არა. თუ 5 წუთის შემდეგ არ დაიღლებით, კიდევ ცოტა ხანს გააგრძელეთ.

5 წუთის შემდეგ ზეწოლა შეასუსტეთ, რომ შეამოწმოთ მდგომარეობა. თუ სისხლი ჯერ კიდევ მოგდით, ცხვირს კიდევ ერთხელ, 10 წუთით მოუჭირეთ. გახსოვდეთ – დროის გასვლამდე ხელი არ გაუშვათ.

კიდევ არ გიშველათ? კიდევ 10 წუთით გაიმეორეთ, იგივე წესები დაიცავით. თუ კიდევ ნახევარი საათი სისხლდენა გაგრძელდება, ექიმს მიმართეთ.

კიდევ რა უნდა იცოდეთ პირველი დახმარების გაწევის დროს?

  1. სიცივის დადება კარგია სისხლძარღვების შესავიწროებლად, მაგრამ ის ნესტოების მოჭერასთან ერთად უნდა გამოიყენოთ და არა მის ნაცვლად.
  2. თავი გულის ქვედა დონემდე არ დაწიოთ, ზურგზე არ დაწვეთ (და ამის საშუალება არ მისცეთ ადამიანს, ვისაც ეხმარებით).
  3. მას შემდეგ, რაც სისხლდენა შეჩერდება, დაზიანებულს ცხვირის მოხოცვის საშუალება არ მისცეთ. სისხლის შედედება, რომელზეც ორგანიზმი ამდენ ხანს წვალობდა რომ სისხლძარღვები დაებლოკა, უბრალოდ შეიძლება „გამოვარდეს“ – ამას კი ნაცნობი შედეგი მოჰყვება.

თქვენ ხშირად გაწუხებთ ცხვირიდან სისხლდენა?

Advertisement
ჯანმრთელობა9 hours ago

როგორ განვსაზღვროთ და რა გავაკეთოთ? 7 ყველაზე გავრცელებული ავტოიმუნური დაავადება

ჰოროსკოპი9 hours ago

5 ცრურწმენა ფულის შესახებ 2021 წლისთვის

სხვა9 hours ago

12 სულიერი ბარიერი და როგორ მოვარღვიოთ ისინი

ჰოროსკოპი9 hours ago

3 ზოდიაქოს ნიშანი, რომელთაც ნოემბერში წარმოუდგენლად გაუმართლებთ: ვასილისას პროგნოზი

ჯანმრთელობა1 day ago

სიმპტომებს გადახედეთ: როგორ მივხვდეთ, რომ ჰორმონები წონის დაკლებაში ხელს გვიშლიან

ჰოროსკოპი1 day ago

2020 წლის ნოემბერი – ცეცხლოვანი ღორის თვე. რას უნდა ელოდოთ ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით

ტესტები2 days ago

აირჩიეთ თაიგული და წაიკითხეთ კვირის შეტყობინება

ყვავილები2 days ago

რა მოხდება, თუ იხალტურებთ და ზამთარისთვის ხეებს თეთრად არ შეღებავთ

ჯანმრთელობა2 days ago

არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა – ნაადრევი სიკვდილის მიზეზი

ჰოროსკოპი2 days ago

ამ ზოდიაქოს ნიშნებს 2020 წლის ნოემბერში წარმატება ელოდებათ

ჰოროსკოპი1 week ago

ვის ელოდება ფინანსური წარმატება 2021 თეთრი მეტალის ხარის წელში

ჯანმრთელობა2 weeks ago

თრომბი: 8 ნიშანი, რომ ის თქვენს სხეულშია

ჰოროსკოპი5 days ago

2021 ხარის წელი: აღმოსავლური ჰოროსკოპი ყველა ნიშნისთვის

ჯანმრთელობა1 week ago

ყველაზე მავნე ბოსტნეული: ეს სია გაგაოგნებთ

ჰოროსკოპი3 weeks ago

8 ოქტომბერს 3 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრებაში „შავი ზოლები“ დასრულდება

სხვა3 weeks ago

5 ეშმაკობა რომელიც სუნამოს სურნელის უფრო დიდხანს შენარჩუნებაში დაგეხმარებათ

მოდა და სტილი4 weeks ago

ქალის ჯინსის 7 მოდელი, რომლებიც მამაკაცებს მოსწონთ

ჰოროსკოპი3 weeks ago

როგორი იქნება 2021 წელი აღმოსავლური კალენდრის მიხედვით

ჰოროსკოპი6 days ago

ასტროლოგი ვასილისა ვოლოდინას წინასწარმეტყველებით, ნოემბერში ზოდიაქოს სამი ნიშნისთვის აღმავალი პერიოდი იწყება

ჰოროსკოპი2 weeks ago

5 ზოდიაქოს ნიშანს ნოემბერში საბედისწერო გაკვეთილი ელოდებათ

ტრენდული