საკითხავი
რატომ კნავიან კატები?
ადამიანებმა დიდი ხანია იციან კატების ერთი უცნაურობის შესახებ, რომელიც სხვა ცხოველებს არ ახასიათებთ. ამ ცხოველის კნავილი ყოველთვის მისი კარგი განწყობის ნიშნად ითვლებოდა. თუმცა ყველაფერი ასე მარტივად არაა.
მეცნიერები თვლიან, რომ ულვაშიანი ცხოველები ასეთ ბგერებს რამდენიმე შემთხვევაში გამოსცემენ. როგორც აღმოჩნდა, კატები თითქმის დაბადებისთანავე კნავიან. ნორვეგიის ეკოლოგიის და ბიოლოგიის მეცნიერებათა უნივერსიტეტის მეცნიერი ბიარნე ბროსტადე თვლის, რომ ასე ცხოველი აჩვენებს, რომ კმაყოფილია და არაფრის შეცვლა საჭირო არაა.
ამ დასკვნამდე მივიდა მას შემდეგ, რაც კნუტების კნავილს დედების და ადამიანების გვერდით დააკვირდა. კვლევის ფარგლებში მეცნიერი აღნიშნავს, რომ სხვა სახის კნავილიც არსებობს – ის ტემბრით ოდნავ უფრო ხმამაღალია. მეცნიერის აზრით, ასე კატა აჩვენებს, რომ მფლობელისგან რაღაც სურს, მაგალითად, საჭმელი. ზოგჯერ კნავილის ხმას ავადმყოფობის დროს გამოსცემენ. ამ შემთხვევაში, მეცნიერი გირჩევთ ცხოველი დაამშვიდოთ.
კნავილი კატისებრთა ოჯახის ყველა წარმომადგენელს, მათ შორის ლომს, შეუძლია. 1990-იან წლებში ნიო–იორკის შტატის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ძვლოვანი ქსოვილების სიმკვრივე იზრდება, როცა ძვლები დაბალი სიხშირის ზემოქმედების ქვეშ არიან. ექსპერიმენტი ინდაურებზე ჩაატარეს და ამან მეცნიერების ვარაუდი დაადასტურა.
კატების კნავილი პირდაპირ ამ კატეგორიაში ხვდება – 25-150 ჰც. შესაბამისად, დიდი ალბათობით კნავილი კატების მეთოდია, შეინარჩუნონ ჯანმრთელობა და დაზიანების შემდეგ ძალები აღიდგინონ. ჯამრთელი კატებიც კნავიან, როცა დაზიანებული კატის გვერდით იმყოფებიან, რომ მას განკურნებაში დაეხმარონ.
კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაამტკიცეს, რომ კატებს ადამიანის ორგანიზმზეც თერაპიული ზემოქმედება შეუძლიათ. ექსპერიმენტში 20 ადამიანი მონაწილეობდა, რომლებსაც რამდენიმე წუთი კატების სურათებისთვის უნდა ეყურებინათ და მათი კნავილი მოესმინათ.
გაირკვა, რომ კატების კნავილი არტერიულ წნევას არეგულირებს და ტვინის სისხლძარღვების ტონუსს აუმჯობესებს. ასევე დამტკიცებულია, რომ კნავილს შეუძლია დამშვიდება, ინფარქტის და ჰემორაგიული ინსულტის რისკის შემცირება.
და მაინც, რატომ კნავიან კატები? ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. ზოგიერთი ვარაუდობს, რომ ეს ხმა ისმის ქვედა ღრუს ვენაში სისხლის მოძრაობის დროს, რომელსაც ვენური სისხლი (ჟანგბადით გაჯერებული) გულის შესაბამის ნაწილში გადააქცევს.
მკვლევარების უმეტესი ნაწილი დარწმუნებულია, რომ ხმაური კატის ხორხის კუნთებიდან ამოდის. როცა ისინი ფართოვდება და ხმის იოგებს ავიწროებს, ჰაერი ვიბრირებს – და ასე ყოველჯერზე, როცა კატა ჩაისუნთქავს ან ამოისუნთქავს.