Connect with us

საკითხავი

რატომ კბენს კოღო ზოგ ადამიანს უფრო ხშირად? მიზეზი არსებობს და ზოგიერთი მათგანი შეგვიძლია აღმოფხვრათ

ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ ზოგიერთ ადამიანს კოღოს ნაკბენისგან თავის დაღწევა სახლშიც არ შეუძლია, ზოგი კი ტყეში შიშველი ხელებით და ფეხებით მშვიდად სეირნობს და კოღოები პრაქტიკულად არ კბენენ.

რაში მდგომარეობს ასეთი შერჩევითობა? რა გვხდის კოღოსთვის მიმზიდველად და როგორ ავიცილოთ თავიდან ამ თავმომაბეზრებელი სისხლისმწოველების ყურადღება.

რატომ იკბინებიან კოღოები

1. სისხლის ჯგუფი

თითოეული სისხლის ჯგუფი თავისი ქიმიური შემადგენლობით გამოირჩევა. რიგმა ექსპერიმენტებმა დაამტკიცა, რომ 1-ელი ჯგუფის სისხლის ადამიანებს 50 %-ით მაღალი შანსი აქვთ, რომ კოღომ უკბინოთ.

ამის გარდა, კოღოები ხშირად რეზუსს უარყოფით ფაქტორის მქონე ადამიანებს კბენენ. აი, მე-4 სისხლის ჯგუფის ადამიანები იღბლიანები არიან, კარგი თანაბარი პირობების შემთხვევაში კოღოები მათით დაინტერესებულნი არ არიან.

2. სხეულის ზომა

მსხვერპლის არჩევის დროს კოღო ორიენტირად ადამიანის მიერ გამოყოფილი გაზი ხდება, რომლის ყნოსვაც კოღოს 50 მეტრში შეუძლია.

სწორედ ამიტომ მსუქანი ადამიანები, რომლებიც უფრო მეტ CO2-ს უშვებენ, კოღოებისთვის ზედმეტად მიმზიდველები არიან.

3. ფიზიკური დატვირთვა

კოღოები რძის მჟავაზე რეაგირებენ, რომელიც კუნთებში ფიზიკური დატვირთვის და ოფლის გამოყოფის შემდეგ წარმოიქმნება. სირბილის შემდეგ კოღოსთვის მაქსიმალურად მიმზიდველი ხართ. გარდა ამისა, დატვირთვის შედეგად სხეულის ტემპერატურა იზრდება, რაც შეუმჩნეველი არ ხდება.

კოღომ რომ არ გიკბინოთ, შხაპი ხშირად უნდა მიიღოთ. კოღო ადამიანის ოფლის სუნზე რეაგირებს, მისი მოშორებით კი გარკვეული დროით მისთვის უჩინარი ხდებით.

4. კვება

ზოგიერთი პროდუქტი, როგორიცაა ყველი, სოიო, იოგურტი ან ბოსტნეულის მწნილი კანის ზედაპირზე რძის მჟავის დიდი რაოდენობით წარმოებას ხელს უწყობს. ეს კი მოზუზუნე სისხლისმწოველს იზიდავს.

5.ორსულობა

ერთი კვლევის მონაცემების თანახმად, ორსული ქალები კოღოს საშუალოდ 2-ჯეერ უფრო მეტად იზიდავენ. მეცნიერები ამას ნახშიროჟანგის გაზის გამოყოფას უკავშირებენ: ორსული ქალები ბოლო პერიოდში საშუალოდ 21%-ით უფრო მეტ CO2-ს გამოყოფენ. შესაძლოა, სხეულის ტემპერატურის ზრდასაც მნიშვნელობა ჰქონდეს.

6. ალკოჰოლი

ერთი კვლევის თანახმად, კოღო უფრო მეტად კბენს მათ, ვინც ლუდს სვამდა, ვიდრე მათ ფხიზელ მეგობარს.

მეცნიერები ამას იმით ხსნიან, რომ ბუნებაში კოღო, როგორც ბუზი, დამპალი ხილის მიმართ გულგრილი არაა, რომელშიც ალკოჰოლი შაქრის ფერმენტაციის გამო წარმოიქმნება.

ნასვამი ადამიანის მიერ მცირე რაოდენობის ოფლთან ერთად გამოყოფილი ეთანოლი მწერისთვის სიგნალია, რომ საჭმელი მზადაა.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.