Connect with us

სხვა

რატომ არ უნდა გადააგდოთ სინის ძველი ღრუბელი

მოფიქრებული დიასახლისი ხშირად პოულობს დანიშნულებას უკვე მოძველებული ნივთებისთვის. დღევანდელ სტატიაში განვიხილავთ თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ მოძველებული სინის სახეხი და გავიმარტივოთ ცხოვრება.

ბეწვისგან დაცვა

თუ შინაური ცხოველების დაბანას აპირებთ, ძველი სინის ღრუბელი შეგიძლიათ აბაზანის გამშვებ მილზე მოათავსოთ. ცხოველების ბეწვი მთლიანად სინზე მოგროვდება და მილს აღარ გაჭედავს.

ხის დამუშავება

სინას ხშირად იყენებენ ხის დასამუშავებლად, ის ზუმფარაზე გაცილებით იოლია და მისგან განსხვავებით სინის ღრუბელი უფრო იოლად ამუშავებს ძნელად მისადგომ ადგილებს, შესაბამისად საღებავის ძველ ფენას უფრო ხეს უფრო სწრაფად და მარტივად მოაცილებთ.

ბორბლის დისკების გასუფთავება

ავტომანქანის დიდი ჯაგრისით რაიმეს წმენდა არც ისე მოსახერხებელია. განსაკუთრებით როცა რთულად მისადგომი ადგილები გაქვთ გასასუფთავებელი. ამ პრობლემას მეტალის ღრუბელი სწრაფად და მარტივად გაუმკლავდება. სპეციალურ სარეცხ საშუალებასთან ერთად ის უკვალოდ გააქრობს ჭუჭყს, ჟანგს და მაზუთის ლაქებსაც.

ხრახნის ფიქსაცია

მეტალის ღრუბელი შეგიძლიათ ხრახნის ფიქსაციისთვის გამოიყენოთ, თუ ხრახნი მოეშვა შეგიძლიათ მას სინის ღრუბელი შემოახვიოთ და მოუჭიროთ. ეს მედოთი საიმედო არ არის და დიდი ხნით ვერ დაგეხმარებათ, უბრალოდ ექსტრემალური სიტუაციიდან ცოტა ხნით გიხსნით.

ფეხსაცმლის გასუფთავება

თეთრძირიანი ფეხსაცმლის პატრონმა ყოველთვის იცის რა რთულია მისთვის სითეთრის შენარჩუნება. მათი ძირის გასაწმენდად შეგილიათ სინის ღრუბბელი გამოიყენოთ. ის ჭუჭყს კბილის ჯაგრისზე გაცილებით სწრაფად გაუმკლავდება.

მღრღნელებისგან დაცვა

თუ სახლში მღრღნელები აღმოაჩინეთ, კარგად დაათვალიერეთ ყველაფერი, შეიძლება კედლებში ნაპრალი ან ხვრელი იპოვოთ, მისი აღმოჩენის შემდეგ კარგად ამოავსეთ სინის ღუბლით. ეს ამ შემთხვევის “პირველადი დახმარება” იქნება.

ჟანგის მოცილება

სინის ღრუბელი ძალიან მარტივად აშორებს ჟანგს. თუ ძველი ჭიშკრის ან ჟანგიანი ეზოს სკამის გადაღებვა გსურთ, ისინი სინის ღრუბლით დაამუშავეთ, ეს ჟანგსაც მოაშორებს და ასეთი დამუშავების შემდეგ საღებავიც უკეთ განაწილდება.

მაკრატლის ლესვა

ეს სინის ღრუბლის გამოყენების ყველაზე გავრცელებული ეშმაკობაა. მაკრატლის გასალესად უბრალოდ აიღეთ სინის ღრუბელი და გასალესი მაკრატლით რამდენჯერმე გადაჭერით. მაკრატლის გასალესად შეგიძლიათ ფოლგაც დაჭრათ.

ხისთვის დაძველების ეფექტის მისაცემად

ეს მეთოდი ნებუისმიერი ხის ნაკეთობისთვის გამოგადგებათ. აიღეთ სინის ღრუბელი, დაჭერით რამდენიმე ნაწილად, მოათავსეთ ჭურჭელში და ძმარი დაასხიღ. 1 ღრუბელზე 2-3 ჭიქა ძმარი დაგჭირდებათ. შემდეგ დაახურეთ თავსახური და სითხე 1 დღე-ღამით გააჩერეთ. დროის გასვლის შემდეგ სითხე ხელს გადაუსვით.

ლაქების მოსაშორებლად

იატაკზე ფეხსაცმლის ნაფეხურები ემჩნევა ან ბავშვებმა იატაკი მოხატეს?! ამგვარ დაბინძურებებს სინის ღრუბელი უმარტივესად უმკლავდება. არანაირი დამატებითი საწმენდი საშუალებები არ დაგჭირდებათ.