Connect with us

თავის მოვლა

რატომ არის სასარგებლო გარგარის ზეთი და როგორ მოვამზადოთ ანტიასაკობრივი კრემი

დაბადების დღეზე დიდი ბოთლი იმპორტული გარგარის ზეთი მაჩუქეს. დაქალი იტალიიდან დაბრუნდა და ორიგინალური საჩუქრის გაკეთება გადაწყვიტა. ძალიან გამიხარდა, მაგრამ წარმოდგენაც არ მქონდა, თუ როგორ გამომეყენებინა! იგივე დაქალი დამეხმარა, რომელსაც დიდხანს ვერ გავუმხილე, რომ საჩუქარი ხელუხლებელი იყო და არ ვიცოდი, რით იყო სასარგებლო გარგარის ზეთი.

რა თქმა უნდა, სხვადასხვა კრემი და შამპუნი მისი დამატებით ნანახი მქონდა, თუმცა ვერც კი ვიფიქრებდი, რომ შინაურული კოსმეტიკა გარგარის კურკის ზეთით უფრო ეფექტურია. იმაზე რომ აღარ ვთქვათ, რომ შეგვიძლია საყვარელ კერძებს დავუმატოთ.

როგორ გამოვიყენოთ გარგარის ზეთი

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ გარგარის ზეთი არა მხოლოდ ნაზი არომატის გამო ფასდება. მას ელიტურ საკონდიტრო ნაწარმს და კრემებს უმატებენ! ამაზე მოგვიანებით, ახლა კი გიამბობთ, რატომ უწოდებენ ამ ზეთს აზიაში ნარინჯისფერ ოქროს.

ბევრი სხვა მცენარეული ზეთისგან განსხვავებით, გარგარის ზეთს დაბალი მჟავიანობა აქვს. მას ცივი დაწურვის რეჟიმით იღებენ, რომ სასარგებლო თვისებები მაქსიმალურად შეინარჩუნონ. გარგარის ზეთს დაბალი სიბლანტე აქვს, ანუ სუსტი, ცხიმიანი და კომბინირებული კანისთვის უფრო გამოდგება. სწორედ ასეთი კანისთვის მძიმე ტექსტურა უკუჩვენებულია.

შინაურული კრემი გარგარის ზეთით

ეს კრემი პროფესიონალურს არაფრით ჩამოუვარდება. დროთა განმავლობაში რეცეპტი გააუმჯობესეს, სხვადასხვა კომპონენტებით ექსპერიმენტები ჩაატარეს. საბოლოოდ, ოქროს შუალედი იპოვეს.

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 1 ს/კ ხმელი გვირილა
  • 1 ჩ/კ გარგარის ზეთი
  • 1 ს/კ კარაქი
  • 1,5 ს/კ ქაფურის სპირტი
  • 1 ჩ/კ გლიცერინი

თავიდან ყველაფერი ეჭვებს იწვევს, მაგრამ დარწმუნებული იყავით: ყველა ეს კომპონენტი აფთიაქში იყიდება. თუ შესაძლებლობა გაქვთ, ინტერნეტით შეუკვეთეთ. ასე საქმეს გაიმარტივებთ.

გვირილას 50 მლ მდუღარე წყალი დაასხით და 2 საათით გააჩერეთ. შემდეგ გადაწურეთ, 2 სახეობის ზეთი, სპირტი და გლიცერინი დაუმატეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ და მაცივარში შეინახეთ. გამოიყენეთ, როგორც ჩვეულებრივი ლიფტინგის კრემი.

შინაურულ ნიღაბში გარგარის ზეთის დამატება ყოველთვის კარგი იდეაა! კანი უფრო ხავერდოვანი გახდება, ნაკაწრები და ნაოჭები გაქრება. კანის მკვდარი ნაწილები ადგილს ახალ უჯრედებს დაუთმობს. თავად ზეთი ქსოვილებს ღრმად და სწრაფად კვებავს. კოსმეტოლოგიაში სწორედ ეს ფასდება.

თუ შინაურული კრემის მომზადების დრო არ გაქვთ, უბრალოდ 1 ჩ/კ კვერცხის გული და 1 ჩ/კ ზეთი აურიეთ, რომ თქვენი სახისთვის მეგამკვებავი საშუალება მიიღოთ. საშუალება კურსების მიხედვით გამოიყენეთ: კვირაში 2–ჯერ 1 თვის განმავლობაში, შემდეგ ცოტა ხნით შეისვენეთ.

გარგარის ზეთი ჯანმრთელობისთვის ღირებული პროდუქტია. სწორედ ამიტომ, თუ კანის სიბერესთან ბრძოლა არა მხოლოდ გარეგნული ზემოქმედებით გსურთ, ზეთი კერძებს დაუმატეთ. არომატული, სასიამოვნო ტექსტურის ზეთი სალათებს და საკონდიტრო ნაწარმებს შესანიშნავად უხდება.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.