Connect with us

კულინარია

რამდენიმე კარტოფილი და ცოტა ფარში – ასე უგემრიელესი კერძის მომზადებას შეძლებთ

რამდენიმე ცალი კარტოფილი და ხორცის ფარში გაქვთ, რას მოამზადებთ? ბევრისთვის პასუხი ცხადია – გამომცხვარი კერძი. თუმცა როგორ მოვიქცეთ, თუ ამჯერად რაღაც განსაკუთრებულის მომზადება ძალიან გვინდა? ამისთვის დაგჭირდებათ ცოტა კრეატივი და ოდნავ უფრო მეტი დრო, ვიდრე ჩვეულებრივ ხარჯავთ. კარტოფილი ხორცის ფარშთან ერთად თქვენი თხოვნის პასუხია.

ფარში ჩვეულ ხორცის ფენას არ წარმოადგენს, რომელიც ბოსტნეულის ნაჭრებს შორის ხშირად იკარგება. საყვარელი სანელებლები, ხახვი და ნიორი მოაყარეთ, აურიეთ და გემრიელი ბურთები გააკეთეთ, შემდეგ პომიდვრის სოუსი მოასხით. უკვე წარმოიდგინეთ მადის აღმძვრელი ღუმელში გამომცხვარი კარტოფილი ფარშთან ერთად? დროა მოამზადოთ.

ინგრედიენტები:

  • 600 გრ კარტოფილი
  • 550 გრ ღორის ფარში
  • 3 პომიდორი
  • 120 გრ ყველი სულგუნი
  • 1 ხახვი
  • 2-3 კბილი ნიორი
  • ½ ჩ/კ მარილი
  • ½ ჩ/კ იტალიური ბალახები
  • 1 ჩ/კ პაპრიკა
  • შავი დაფქული წიწაკა გემოვნებით

მომზადება:

1. გასუფთავებული ხახვი და ნიორი დააბლენდერეთ.

2. ფარშს ხახვი, ნიორი, მარილი, შავი წიწაკა, პაპრიკა და იტალიური ბალახები დაუმატეთ. კარგად აურიეთ და მზა ფარშისგან ხორცის ბურთები გააკეთეთ.

3. კარტოფილი გაასუფთავეთ და 1 სმ სისქის წრეებად დაჭერით.

4. კარტოფილი და ფარში წრეზე დააწყვეთ. ასე საცხობი ფორმა მთლიანად შეავსეთ.

5. პომიდორი რამდენიმე ნაწილად გაჭერით და დააბლენდერეთ. საცხობ ფორმაში პროდუქტებს ასეთი პომიდვრის სოუსი დაასხით.

6. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 40 წუთით აცხვეთ. მომზადებამდე რამდენიმე წუთით ადრე კარტოფილის და ფარშის კერძს გახეხილი ყველი მოაყარეთ.

7. ესეც ასე, კერძი მზადაა. გემრიელად მიირთვით!

თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.