Connect with us

ჯანმრთელობა

რადმენად ხშირად უნდა მივირთვათ წიწიბურას ფაფა

წიწიბურა – ბურღულეულის დედოფალია. ის ეკოლოგიურად სუფთაა რადგან გენურ მოდიფიკაციას არ ექვემდებარება. მისი სარგებელი უდავოა თუმცა ადამიანები რატომრაც არ ჩქარობენ მის რაციონში დამატებას და უპირატესებოა ახალმოდურ საკვებ პროდუქტებს ანიჭებენ. ამ სტატიაში მოგითხრობთ თუ რა ცვლილებები მოხდება თქვენს ორგანიზმში თუ კვირაში სამჯერ წიწიბურას ფაფას მიირთმევთ.

1. შემცირდება შაქრის დონე
წიწიბურას ფაფას დაბალი გლიკემიური ინდექსი აქვს და სისხლის შაქრის დონის შემცირებას უწყობას ხელს. ამ მხრივ განსაკუთრებით ეფექტური მწვანე წიწიბურაა. მას დიაბეტის დროს ან მისი პროფილაქტიკისთვის იყენებენ.

2. ხელს უწყობს წონის კლებას
100 გრამ წყალში მოხარშულ წიწიბურას ფაფაში მხოლოდ 110 კალორია შედის. ის საკმაოდ ნოყიერია და ნერგიით აგავსებთ. მას შარდმდენი ეფექტი აქვს და ტოქსინებიც გამოჰყავს. თუმცა ისიც გაითვალისწინეთ, რომ დილაობით წიწიბურის ჭამა 20 კილოგრამს ვერ დაგაკლებინებთ. თუ მას სპორტს და ჯანმრთელი ცხოვრების წესს შეუხამებთ მაშინ ეს ნამდვილად აისახება თქვენს ფიგურაზე.

3. ამაგრებს სისხლძარღვებს.
წიწიბურას ფაფა მდიდარია რკინით, რომელიც აუცილებელია სისხლძარღვების ნორმალიზებისთვის. წიწიბურაში შემავალი ნივთიერება რუტინი ამცირებს სხვადასხვა პათოლოგიების განვითარების რისკს. შესაბამისად წიწიბურა რეკომენდებულია მათთვს ვინც ცოტა ხსნის წინ ოპერაცია გადაიტანა, ასევე სასარგებლოა ორსულებისთვისაც. წიწიბურა წმენდს სისხლძარღვებს და ამცირებს ქოლესტერინს.

4. აუმჯობესებს საკვების მონელებას
წიწიბურა სასარგებლოა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევების მქონე ადამიანებისთვის. ბოჭკო და სახამებელი შეკრულობისა და მეტეორიზმისგან გიცავთ. ნიკოტინის მჟავა აუმჯობესებს მეტაბოლიზმს და ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების სინთეზს. რაც მთავარია მისი ხშირი მოხმარება ნაწლავის სიმსივნის პროფილაქტიკისთვის შესანიშნავია.

5. აუმჯობესებს კანის, ფრჩხილებისა და თმის მდგომარეობის გაუმჯობესებას
წიწიბურაში შემავალი თუთია და А და В ვიტამინები ასტიმულირებენ თმის ზრდას, მას უფრო მბზინვარეს, ელასტიურსა და მაგარს ხდიან. კალცი აუმჯობესებს კილების, ფრჩხილებისა და ძვლების მდგომარეობას, გვეხმარება D ვიტამინის ათვისებაში. მაგნიუმი აუმჯობესებს სისხლის ცირკულირებას, ამის შედეგად დი კანი უფრო მბზინვარე და ჯანმრთელი ხდება. წიწიბურაში არსებული ანტიოქსიდანტები და ფალავონოიდები კი დაბერების პროცესს ანელებენ.

6. ამშვიდებს და აუმჯობესებს განწყობას
წიწიბურა შეიცავს ნივთიერებას რომელიც დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე. მისი მიღება დეპრესიის დროსაც არის რეკომენდებული – ფსიქოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. თუ კოშმარული სიზმრები გაწუხებთ – წიწიბრა მიირთვით, მასში შემავალი ვიტამინი В12 ძილის ნორმალიზებაში დაგეხმარებათ!