Connect with us

ჯანმრთელობა

პროპოლისის და ამ ინგრედიენტის კომბინაცია განსაკუთრებულ ეფექტს იძლევა. თავად სცადეთ

პროპოლისის და რძის კომბინაცია განსაკუთრებულ ეფექტს იძლევა: სურდოს და ზედა სასუნთქი გზების დაავადების მკურნალობის გარდა, ზოგად განწყობას, ძილს აუმჯობესებს, გაღიზიანებას და დაღლილობას აქრობს.

10%-იანი პროპოლისის ნაყენი სჯობს აფთიაქში შეიძინოთ. 25 მლ მოცულობის ბოთლი დიდხანს გეყოფათ.

20 წვეთი საშუალება 100 მლ ცხელ რძესთან ერთად საღამოს დალიეთ. კურსი თვეში ერთხელ, 10 დღის განმავლობაში ჩაიტარეთ. სამკურნალო კურსი 4-6 თვის განმავლობაში გაიმეორეთ.

ბავშვებში სურდოს დაავადების მკურნალობის დროს დადებით ეფექტს პროპოლისის ხსნარის უკვე პირველივე გამოყენების შემდეგ დაინახავთ. სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის შემდეგი დოზა გამოიყენეთ: საღამოს 1-2 წვეთი პროპოლისი 1/3 ჭიქა ცხელ რძესთან ერთად.

პანკრეატიტის, გასტრიტის, კუჭის წყლულის და ღვიძლის დაავადების დროს პროპოლისის ნაყენი მითითებული სქემით 6 თვის განმავლობაში მიიღეთ.

პროპოლისის და რძის ნარევი სისხლში ქოლესტერინის რაოდენობას ამცირებს, ეგზემას და კანის სხვა დაავადებას კურნავს, მენსტრუაციულ ციკლს არეგულირებს.

სტაბილურ ფსიქიკაზე პროპოლისი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. თუ პროპოლისის ხსნარს მიიღებთ, ყველა მშფოთვარე ფიქრის მოშორებას და პოზიტიური განწყობის შენარჩუნებს შეძლებთ. ეს კი სამკურნალოდ მნიშვნელოვანი პირობაა.